ოროჯოლარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოროჯოლარი“ გადაიტანა გვერდზე „ორჯალარი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორჯალარი“ გადაიტანა გვერდზე „ოროჯოლარი“ გადამისამართებაზე) |
11:49, 13 მაისი 2024-ის ვერსია
ოროჯოლარი, (ორჯალარი, ორჯანი) – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სათხის თემში, მდ. ფარავნის მარცხენა მხარეს, ზრვის დონიდან 1860-1900 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 5 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1406, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). შემორჩენილია XIX საუკუნის სომხური უგუმბათო ეკლესია. ძველად აქ ორი სოფელი ყოფილა – ქვემო და ზემო ორჯა. შემდგომ მას თურქულად „ორჯა-ლარ“ დაერქვა. „ოროჯოლარი“ თურქულენოვანი ტოპონიმია და თურქეთიდან გადმოსახლებულმა სომეხმა მოსახლეობამ დაამკვიდრა. სოფლის ქართული სახელია „ორჯანი“.