აბასთუმნისწყალი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | [[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:მდინარეები ადიგენის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:მდინარეები ადიგენის მუნიციპალიტეტში]] | ||
+ | [[კატეგორია:მდინარეები სამხრეთ საქართველოში]] |
18:11, 8 მაისი 2024-ის ვერსია
აბასთუმნისწყალი, ოცხე, ოცხისწყალი, ოცხორა – მდინარე საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, გაივლის კურორტ აბასთუმანს და მდინარე ქვაბლიანს უერთდება სოფელ ბენარასთან.
სიგრძეა 26.8 კმ, აუზის ფართობი – 266 კმ2, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან – 3.15 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს: „…ახალციხეს ზეით, კვანჯღას, მოერთვის ახალციხისწყალს ოცხის-წყალი. ეს გამოსდის ფერსათს და მოდის ჩრდილო-დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთს-სამჴრეთ შუა. ამ ოცხეს-წყალს ერთვის, ვაშლობს, პანტნოვანის-ჴევი, გამომდინარე ფერსათისა, და მოდის ჩრდილოდამ სამჴრით. ამ ჴევის ზეით, მთის ძირში, არს ოძრახე, რომელი აღაშენა ოძრახოს ქალაქი და ციხე, და უწოდა სახელი თჳსი…”