თმოგვი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თმოგვი (სოფელი)“ გადაიტანა გვერდზე „მარგასტნი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარგასტნი“ გადაიტანა გვერდზე „თმოგვი (სოფელი)“ გადამისამართე...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:53, 4 მაისი 2024 მდგომარეობით

თმოგვი, (მარგასტნი) – სოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქევის თემში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1190-1300 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან 23 კმ მანძილზე.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 359. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (99 %) ქართველი (2002).

ძველად სელისაგან ზეთს ხდიდნენ. თმოგვი იყო ქართველ დიდგვაროვანთა საგვარეულოს – თმოგველების ადგილსამყოფელი. შემორჩენილია შუა საუკუნეების თმოგვის ციხე. მიდამოებში არის კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები – ბერისხევი და ბერთაყანა. 1945 წლამდე სოფელს ერქვა თმოგვი.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები