გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე)“ გადაიტანა გვერდზე „[[ბებურიშვილ...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გერასიმე'''  — (ბებურიშვილი-ვაჩნაძე გრიგოლ), (1781, სოფელი კარდენახი, [[კახეთი]], – 18.07.1851, [[გარეჯი]]ს მონასტერი), მღვდელ-მონაზონი, [[წმინდანები|წმინდანი]] (ხსენ. დღე 12/25.08).  
+
'''გერასიმე'''  — (ბებურიშვილი-ვაჩნაძე გრიგოლ), (1781, სოფელი [[კარდენახი]], [[კახეთი]], – 18.07.1851, [[გარეჯი]]ს მონასტერი), მღვდელ-მონაზონი, [[წმინდანები|წმინდანი]] (ხსენ. დღე 12/25.08).  
  
 
დაიბადა თავადის ოჯახში. იყო უკანონო შვილი ეროვნული გმირის, სვიმონ ბებურიშვილ-ვაჩნაძისა, რომელიც ღრმად მოხუცებული მოკლეს რუსებმა 1812 წ. თებერვალში ყარაღაჯის ციხის აღების დროს. 1792 წ. პატარა გრიგოლი მამამ გასაზრდელად გაუგზავნა ბოდბელ [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტ]] იოანეს (მაყაშვილი) [[ბოდბის მონასტერი|წმ. ნინოს მამათა მონასტერში]]. იმ პერიოდში ბოდბის მონასტერში ლოტბარობდა ცნობილი მგალობელი, მღვდელი საბა ათანელაშვილი, რომელიც თავის ძმისწულებს გალობას ასწავლიდა. პატარა გრიგოლმა მათთან ერთად მშვენივრად შეისწავლა გალობა.
 
დაიბადა თავადის ოჯახში. იყო უკანონო შვილი ეროვნული გმირის, სვიმონ ბებურიშვილ-ვაჩნაძისა, რომელიც ღრმად მოხუცებული მოკლეს რუსებმა 1812 წ. თებერვალში ყარაღაჯის ციხის აღების დროს. 1792 წ. პატარა გრიგოლი მამამ გასაზრდელად გაუგზავნა ბოდბელ [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტ]] იოანეს (მაყაშვილი) [[ბოდბის მონასტერი|წმ. ნინოს მამათა მონასტერში]]. იმ პერიოდში ბოდბის მონასტერში ლოტბარობდა ცნობილი მგალობელი, მღვდელი საბა ათანელაშვილი, რომელიც თავის ძმისწულებს გალობას ასწავლიდა. პატარა გრიგოლმა მათთან ერთად მშვენივრად შეისწავლა გალობა.

მიმდინარე ცვლილება 01:21, 1 აპრილი 2024 მდგომარეობით

გერასიმე — (ბებურიშვილი-ვაჩნაძე გრიგოლ), (1781, სოფელი კარდენახი, კახეთი, – 18.07.1851, გარეჯის მონასტერი), მღვდელ-მონაზონი, წმინდანი (ხსენ. დღე 12/25.08).

დაიბადა თავადის ოჯახში. იყო უკანონო შვილი ეროვნული გმირის, სვიმონ ბებურიშვილ-ვაჩნაძისა, რომელიც ღრმად მოხუცებული მოკლეს რუსებმა 1812 წ. თებერვალში ყარაღაჯის ციხის აღების დროს. 1792 წ. პატარა გრიგოლი მამამ გასაზრდელად გაუგზავნა ბოდბელ მიტროპოლიტ იოანეს (მაყაშვილი) წმ. ნინოს მამათა მონასტერში. იმ პერიოდში ბოდბის მონასტერში ლოტბარობდა ცნობილი მგალობელი, მღვდელი საბა ათანელაშვილი, რომელიც თავის ძმისწულებს გალობას ასწავლიდა. პატარა გრიგოლმა მათთან ერთად მშვენივრად შეისწავლა გალობა.

იმ ხანებში რაღაც საქმეზე მეუფე იოანესთან სტუმრად მივიდა ერეკლე II-ის კარის ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი) და საყდრის სამხროში ყური მოჰკრა, თუ როგორ მშვენივრად ღიღინებდა პატარა გრიგოლი ტროპარს „ცისკარსა მსთვად მოვიდა“. სადილის შემდეგ მამა გერონტიმ სთხოვა ბოდბელს, რომ მიეცა უფლება ბავშვის დავითგარეჯის მონასტერში აღსაზრდელად. იქ მან ხუთ-ექვს წელიწადში საფუძვლიანად შეასწავლა წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1802 წ. 6 ივნისს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა, ბებურიშვილ-ვაჩნაძეს ანაფორა უკურთხა და თავისი მოძღვრის პატივსაცემად გერონტი უწოდა. ამავე წლის 2 ივლისს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) გერასიმე დიაკვნად აკურთხა. 1832 წ. 6 ივნისს მღვდელ-მონაზონმა თეოფანემ (მაჩაბელი) ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. ამავე წლის 14 სექტემბერს კი თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) მღვდლად დაასხა ხელი.

როგორც გარეჯში მოღვაწე მამები გადმოგვცემენ, 1840 წ. გერასიმემ ხმა დაკარგა. 1843 წ. 26 ივნისს გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს (ავალიანი) თხოვნით, გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) გერასიმე თბილისში, მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტერში გადაიყვანა და საუკეთესო ექიმები მიუჩინა. მკურნალობამ შედეგი გამოიღო. მეუფე ნიკიფორემ მოსწავლეები ჩააბარა, რომელსაც გერასიმე რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი მონდომებით ამეცადინებდა.

1849 წ., თავისივე თხოვნით გერასიმე ისევ დავითგარეჯის მონასტერში დააბრუნეს.

მოხუცი მოძღვარი, შესანიშნავი მგალობელი, მწერალ-მწიგნობარი, ხუროთმოძღვარი და მეჩუქურთმე 1851 წ. 18 ივლისს ლეკებმა აწამეს დავითგარეჯის მონასტრის კრებულის სხვა წევრებთან ერთად და თავი მოჰკვეთეს.

გერასიმეს უამრავი მოწაფე ჰყავს აღზრდილი, რომლებიც შემდგომში სასულიერო პირები გახდნენ. ესენი იყვნენ: მარტყოფელი ექვთიმე ჭილაშვილი, მღვდელი აბრაამ დემურიშვილი, ბერი გრიგოლი (ონანაშვილი-ვაჩნაძე) და სხვ.

გერასიმეს გადაწერილი აქვს რამდენიმე ხელნაწერი, მათგან ერთ-ერთია „გამოკრებილი სადღესასწაულო საგალობლები“, რომელსაც ახლავს მისივე ანდერძი: „შეწევნითა ყოვლად კურთხეულისა ღვთისა სიტყვისა მტვირთუელისა ქალწულისა მარიამისათა და ძედ მისაწოდებულისა ქალწულისა მახარებელისა და ღვთის მქადაგებელისა იოანესითა და მეოხებითა უდაბნოთა მნათობთა მნათობისა ღირსისა მამისა დავით გარესჯელისათა, მე ყოვლად უღირსმან, იეროდიაკონმან, გერონტი აღვსწერე წიგნი ესე საგალობლო მასვე უდაბნოსა შინა მრავალმთის დავით გარესჯისასა, რომელიცა მხილველთაგან ცთომისა შენდობასა ვმოქენეობ, რათა იდიდებოდეს მამა, ძე და სული წმიდა, აწ და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. აღიწერა თუესა ოკდომბერს 18, 1806“.

1995 წ. 17-18 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე იგი მოწამე კრებულთან ერთად წმინდანთა დასში შეირაცხა.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი



[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №3837; საქმე №1336; ფ. 489, აღწერა 1, საქმე №6220.
  • კარბელაშვილი პ., „ქართლ-კახური საერო და სასულიერო კილოები“, ტფ., 1898;
  • სცსა, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, ტ. 1, 1949.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები