მათრახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:MaTraxi.jpg|thumb|300პქ|მათრახი]]
 
[[ფაილი:MaTraxi.jpg|thumb|300პქ|მათრახი]]
  
'''მათრახი''' - „ცხენის საწკეპი“ (საბა]). ამზადებდნენ სარაჯები და მწყემსები.  
+
'''მათრახი''' - „ცხენის საწკეპი“ ([[სულხან-საბა ორბელიანი|საბა]]]). ამზადებდნენ სარაჯები და მწყემსები.  
  
 
==== დამზადების წესი====  
 
==== დამზადების წესი====  
[[საქართველო|საქართველოში]] მათრახის დამამზადებებლი რამდენიმე გამორჩეული ცენტრი არსებობდა (დუშეთი, ზუგდიდი, სენაკი, აჩიგვარა).  
+
[[საქართველო|საქართველოში]] მათრახის დამამზადებებლი რამდენიმე გამორჩეული ცენტრი არსებობდა ([[დუშეთი]], ზუგდიდი, სენაკი, აჩიგვარა).  
  
მათრახი მზადდებოდა ტყავის, ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ და საქონლის ასოსგან. შედგება ტარისა და ტყავის დაუწნავი ან წნული ენისაგან. სამათრახე შოლტები, ანუ „ხვიანდაგი“ (ქართლ.) საქონლის წელის ტყავისგან მზადდებოდა. სამათრახე ტყავს ყუთუღში ამუშავებდნენ, შემდეგში სპეციალური ჩხირებითა და მჭრელი [[დანა|დანით]] „ხვიანდაგებად“ დაჭრიდნენ, დააკრავდნენ ხეზე, გააშრობდნენ და დაწნავდნენ. სვანები მათრახის შიგნითა გულისათვის ცხენის ძუას ხმარობდნენ. განსაკუთრებული წესით აკეთებდნენ ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ მათრახებს. პირველ რიგში ცხვრის ნაწლავებს კარგად გარეცხავდნენ, ჯერ ხეზე გამოაბამდნენ, თავში კანაფს მოუჭერდნენ და ნელ-ნელა დაბლა ჩამოსწევდნენ, ნაწლავი რომ დახვეწილიყო, შემდეგ მას ერთი მტკაველის სიგრძის ჯოხზე გადაახვევდნენ, რითაც ელასტიკურობას იძენდა და მერე რამდენიმე შეერთებულ წვერს დაწნავდნენ. ერთი რიგი მათრახებისა მორთული იყო ფოჩებითა და ფუნჯებით. ფუნჯიანი, ფოჩიანი მათრახის დაწვნის დროს დამატებით წვრილი თასმები ჩაეწვნებოდა.  
+
მათრახი მზადდებოდა ტყავის, ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ და საქონლის ასოსგან. შედგება ტარისა და ტყავის დაუწნავი ან წნული ენისაგან. სამათრახე შოლტები, ანუ „ხვიანდაგი“ ([[ქართლი|ქართლ]].) საქონლის წელის ტყავისგან მზადდებოდა. სამათრახე ტყავს ყუთუღში ამუშავებდნენ, შემდეგში სპეციალური ჩხირებითა და მჭრელი [[დანა|დანით]] „ხვიანდაგებად“ დაჭრიდნენ, დააკრავდნენ ხეზე, გააშრობდნენ და დაწნავდნენ. სვანები მათრახის შიგნითა გულისათვის ცხენის ძუას ხმარობდნენ. განსაკუთრებული წესით აკეთებდნენ ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ მათრახებს. პირველ რიგში ცხვრის ნაწლავებს კარგად გარეცხავდნენ, ჯერ ხეზე გამოაბამდნენ, თავში კანაფს მოუჭერდნენ და ნელ-ნელა დაბლა ჩამოსწევდნენ, ნაწლავი რომ დახვეწილიყო, შემდეგ მას ერთი მტკაველის სიგრძის ჯოხზე გადაახვევდნენ, რითაც ელასტიკურობას იძენდა და მერე რამდენიმე შეერთებულ წვერს დაწნავდნენ. ერთი რიგი მათრახებისა მორთული იყო ფოჩებითა და ფუნჯებით. ფუნჯიანი, ფოჩიანი მათრახის დაწვნის დროს დამატებით წვრილი თასმები ჩაეწვნებოდა.  
  
 
საქართველოში გავრცელებული იყო, აგრეთვე, ხარის ასოსგან დამზადებული მათრახები. საქონლის დაკვლისა და გატყავების შემდეგ ასოს დანით მოაჭრიდნენ, გარსს გააცლიდნენ, სიმძიმით დაჭიმავდნენ. ასოს შუაზე გაყოფდნენ და დაგრეხდნენ.  
 
საქართველოში გავრცელებული იყო, აგრეთვე, ხარის ასოსგან დამზადებული მათრახები. საქონლის დაკვლისა და გატყავების შემდეგ ასოს დანით მოაჭრიდნენ, გარსს გააცლიდნენ, სიმძიმით დაჭიმავდნენ. ასოს შუაზე გაყოფდნენ და დაგრეხდნენ.  
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
 
+
ი. ნანობაშვილი ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.  
ი. ნანობაშვილი ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.
+
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 
 
 
[[კატეგორია:დასარტყმელი იარაღები]]
 
[[კატეგორია:დასარტყმელი იარაღები]]
 
[[კატეგორია:საყოფაცხოვრებო ნივთები]]
 
[[კატეგორია:საყოფაცხოვრებო ნივთები]]

მიმდინარე ცვლილება 21:44, 20 მარტი 2024 მდგომარეობით

მათრახი

მათრახი - „ცხენის საწკეპი“ (საბა]). ამზადებდნენ სარაჯები და მწყემსები.

სარჩევი

[რედაქტირება] დამზადების წესი

საქართველოში მათრახის დამამზადებებლი რამდენიმე გამორჩეული ცენტრი არსებობდა (დუშეთი, ზუგდიდი, სენაკი, აჩიგვარა).

მათრახი მზადდებოდა ტყავის, ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ და საქონლის ასოსგან. შედგება ტარისა და ტყავის დაუწნავი ან წნული ენისაგან. სამათრახე შოლტები, ანუ „ხვიანდაგი“ (ქართლ.) საქონლის წელის ტყავისგან მზადდებოდა. სამათრახე ტყავს ყუთუღში ამუშავებდნენ, შემდეგში სპეციალური ჩხირებითა და მჭრელი დანით „ხვიანდაგებად“ დაჭრიდნენ, დააკრავდნენ ხეზე, გააშრობდნენ და დაწნავდნენ. სვანები მათრახის შიგნითა გულისათვის ცხენის ძუას ხმარობდნენ. განსაკუთრებული წესით აკეთებდნენ ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ მათრახებს. პირველ რიგში ცხვრის ნაწლავებს კარგად გარეცხავდნენ, ჯერ ხეზე გამოაბამდნენ, თავში კანაფს მოუჭერდნენ და ნელ-ნელა დაბლა ჩამოსწევდნენ, ნაწლავი რომ დახვეწილიყო, შემდეგ მას ერთი მტკაველის სიგრძის ჯოხზე გადაახვევდნენ, რითაც ელასტიკურობას იძენდა და მერე რამდენიმე შეერთებულ წვერს დაწნავდნენ. ერთი რიგი მათრახებისა მორთული იყო ფოჩებითა და ფუნჯებით. ფუნჯიანი, ფოჩიანი მათრახის დაწვნის დროს დამატებით წვრილი თასმები ჩაეწვნებოდა.

საქართველოში გავრცელებული იყო, აგრეთვე, ხარის ასოსგან დამზადებული მათრახები. საქონლის დაკვლისა და გატყავების შემდეგ ასოს დანით მოაჭრიდნენ, გარსს გააცლიდნენ, სიმძიმით დაჭიმავდნენ. ასოს შუაზე გაყოფდნენ და დაგრეხდნენ.

[რედაქტირება] საბრძოლო მათრახი

საქართველოში დასტურდება საბრძოლო მათრახი, რომელიც ჩვეულებრივი მათრახისგან განსხვავებით მსხვილი და ენაბრტყელი იყო. ასეთ მათრახებში მტრისათვის ზიანის მისაყენებლად მავთულები ყოფილა ჩაწნული. მათრახის ტარი ხის, ძვლისა და ლითონის უკეთებიათ. სატარედ ხმარობდნენ შინდის, რცხილისა და ჯაგის ხეს. ტარზე ორი წვერი თასმა ჰქონდა დამაგრებული თითების ან მაჯის გასაყოფად. ტარზე ხელის უკეთ წასავლებად ზოგჯერ ტყავს ან გასანთლულ მუშამბას შემოახვევდნენ. მათრახის ტარს საგანგებო შემთკვეთისთვის ამკობდნენ ინკუსტრაციით, სევადითა და ზარნიშით. ძველ საქართველოში არსებობდა დასასჯელი მათრახი, რომელსაც „ტაჯგანაგი“ ეწოდებოდა. აფხაზეთში, აჩიგვარა იყო მათრახების ცნობილი ცენტრი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები