მეტყველების ნაწილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 30: ხაზი 30:
 
[[ანტონ I|ანტონ კათალიკოსი]]ს გრამატიკაში მოცემული მეტყველების ნაწილების თანამიმდევრობა ზუსტად მეორდება გაიოზ რექტორის, იოანე ბატონიშვილის, ს. დოდაშვილის, პ. იოსელიანის გრამატიკულ თხზულებებში.
 
[[ანტონ I|ანტონ კათალიკოსი]]ს გრამატიკაში მოცემული მეტყველების ნაწილების თანამიმდევრობა ზუსტად მეორდება გაიოზ რექტორის, იოანე ბატონიშვილის, ს. დოდაშვილის, პ. იოსელიანის გრამატიკულ თხზულებებში.
  
[[ჩუბინაშვილი დავით|დ. ჩუბინაშვილმა]] გრამატიკულ ნაწილში. რომელიც 1840 გამოცემულ „ქართულ-რუსულ-ფრანციცულ ლექსიკონს“ დაურთო, მეტყველების ნაწილების რიგიდან მიმღეობა ამოიღო და სახელის ნაცვლად არსებითი და „ზედშესრული'' (ზედსართავი) შეიტანა. იგივე გაიმეორა თავის 1887 გამოცემულ  
+
[[ჩუბინაშვილი დავით|დ. ჩუბინაშვილმა]] გრამატიკულ ნაწილში. რომელიც 1840 გამოცემულ „ქართულ-რუსულ-ფრანციცულ ლექსიკონს“ დაურთო, მეტყველების ნაწილების რიგიდან მიმღეობა ამოიღო და სახელის ნაცვლად არსებითი და „ზედშესრული'' (ზედსართავი) შეიტანა. იგივე გაიმეორა თავის 1887 გამოცემულ გრამატიკაშიც. პ. კვიცარიძემ არსებითს და ზედშესრულს რიცხვითი სახელიც დაუმატა. მოგვიანებით, 1924. დ. კარიჭაშვილმა – [[ნაწილაკი]], და საბოლოოდ მეტყველების ნაწილების რიგმა დასრულებული სახე მიიღო ქართულში.
გრამატიკაშიც. პ. კვიცარიძემ არსებითს და ზედშესრულს რიცხვითი სახელიც დაუმატა. მოგვიანებით,  
+
1924. დ. კარიჭაშვილმა – ნაწილაკი. და საბოლოოდ მეტყველების ნაწილების რიგმა დასრულებული სახე მიიღო ქართულში.
+
  
 
''ლ. ქაროსანიძე''
 
''ლ. ქაროსანიძე''

მიმდინარე ცვლილება 14:02, 7 თებერვალი 2024 მდგომარეობით

მეტყველების ნაწილები – სემანტიკური, სიტყვაწარმოებითი და გრამატიკული (მორფოლოგიური, სინტაქსური) თვისებების საფუძველზე დაჯგუფებული სიტყვათა კლასები. მნიშვნელობის გამოხატვის თვალსაზრისით, მეტყველების ნაწილები იყოფა დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე და დამხმარე მეტყველების ნაწილებად.

მეტყველების ნაწილების შესახებ მოძღვრების შექმნა სტოელთა დამსახურებაა. მართალია, არისტოტელესთან გვხედება ცალკეული მეტყველების ნაწილების სახელწოდებები (სახელი, ზმნა, ართრონი, კავშირი), მაგრამ არისტოტელე არც ერთ ნაშრომში მათზე ცალკე არ მსჯელობს.

დიოგენე ლაერტელის (III ს.) ცნობით, სტოელმა ქრისიპემ მეტყველების ხუთი ნაწილი გამოყო: საკუთარი სახელი (ονομα), საზოგადო სახელი (προσηγορια), ზმნა (ρήμα), კავშირი (συνδεσμος) და ართრონი (αρζρον). ტერმინში „ართრონი“ სტოელები გულისხმობდნენ ნაცევალსახელებსაც (ჩვენებითი, კითხვითი, მიმართებითი და განუსაზღვრელობითი) და საკუთრივ ართრონსაც, ხოლო „კავშირში“, საკუთრივ კავშირის გარდა, იგულისხმებოდა წინდებულებიც. ქრისიპე საკუთარ სახელს უპირისპირებს საზოგადოს და ცალკე ნაწილად გამოყოფს, მიმღეობას კი ჯერ კიდევ ზმნას მიაწერს. ძვ. წ. II ს-ში სტოელმა ანტიპატროს ტარსოსელმა მეტყველების ხუთ ნაწილს მიუმატა მეექვსე – ზმნიზედა, რომელსაც მან უწოდა μεσοτης „შუა“.

ალექსანდრიული სკოლის წარმომადგენელმა არისტარქე სამოთრაკიელმა (დაახლ. 217-I45) განასხვავა მეტყველების რვა ნაწილი. სამოთრაკიელის მოსწავლემ – დიონისიოს თრაკიელმა მეტყველების ნაწილები ამავე რაოდენობით შეიტანა თავის გრამატიკაში.

დიონისიოს თრაკიელი იყენებს ტერმინს „სიტყვის ნაწილები“ (μερητον λογον). სიტყვა ამ შემთხვევაში წინადადებას აღნიშნავს. დიონისიოს თრაკიელის „გრამატიკის ხელოვნებაში“ მოცემული მეტყველების ნაწილების თანამიმდევრობა ასეთია: სახელი (ονομα), ზმნა (ρήμα), მიმღეობა (μετοχη), ართრონი (αρԶρον), ნაცვალსახელი (αντωνυμια), წინდებული (προԶεσις) ზმნიზედა (επιρρημα), შემკვრელი, ანუ კავშირი (ευδησμος). ამ თანამიმდევრობას თრაკიელის გრამატიკის ერთ-ერთი კომენტატორი ჰელიოდორე ასე ხსნის: „სახელი და ზმნა იმიტომ უსწრებენ წინ სხვა ნაწილებს, რომ მათ შეუძლიათ აზრის გადმოცემა სხვა ნაწილთაგან დამოუკიდებლად, მაგალითად, „სოკრატე კითხულობს“. სახელი იმიტომ დგას ზმნაზე წინ, რომ სახელი არსის აღმნიშვნელია, ზმნა კი შემთხვევითის, არაარსებითის, არსი კი წინ უსწრებს არაარსებითს. ამას მოსდევს მიმღეობა, როგორც ორივეს, სახელისა და ზმნის, თვისებების მქონე. ართრონი წინ უსწრებს ნაცვალსახელს, რადგან ნაცვალსახელი არა მხოლოდ სახელის ნაცვლად გამოიყენება, არამედ იგი ართრონსაც ცვლის. წინდებული ზმნიზედაზე წინ დგას, რადგან სახელებთან გამოიყენება, ზმნიზედა – ზმნებთან. ხოლო ვინაიდან სახელი ზმნაზე წინ დგას, წინდებული, როგორც სახელის წინ დებული, წინ უსწრებს ზმნიზედას, როგორც ზმნის ზედას შემკვრელი – მთავარ ნაწილთა ჩამონათვალს, რადგან იგი შემკვრელი, შემაკავშირებელია მეტყველების სხვა ნაწილებისა“.

წინადადების უმთავრესი ნაწილებია სახელი და ზმნა, – მსჯელობს იგივე პელიოდორე: „სახელისა და ზმნის გარეშე არაფერი არ შეიქმნება, წინადადება არ დასრულდება. ადამიანსაც აქვს ნაწილები: ხელი, ფეხი, ტვინი, გული. ხელ-ფეხის გარეშე ადამიანი იარსებებს, ტვინისა და გულის გარეშე – ვერა. სახელი და ზმნა ტვინსა და გულს ჰგავს, რადგან სახელისა და ზმნის გარეშე სიტყვა (resp. წინადადება) არ დასრულდება“.

მეტყველების ნაწილების დიონისიოს თრაკიელისეული თანამიმდევრობის შესახებ შუა საუკუნეებში არსებული თვალსაზრისი ნათლადაა გადმოცემული იოანე იტალოსის ერთ-ერთ ცნობილ ტრაქტატში: „წერილი აბასგი გრამატიკოსისადმი გრამატიკის ზოგიერთი საკითხის სიძნელეთა შესახებ“. იტალოსი წინააღმდეგია მიმღეობის ცალკე მეტყველების ნაწილად გამოყოფისა. მას ასევე კარგად შეუმჩნევია თრაკიელისა და სხვების შეცდომა, რომლითაც ართრონი და ნაცვალსახელები ვერ განურჩევიათ ერთმანეთისაგან და ერთ წყებაში აქცევდნენ o ნაწევარს და os ნაცვალსახელს.

შუა საუკუნეებში შეამჩნიეს, რომ ზმნიზედის განსასღვრაც არ არის ზუსტი და საკმარისი, რადგან ზმნიზედის ხმარება შეიძლება არა მარტო ზმნებთან, არამედ ზედსართავ სახელებთან და ზმნიზედებთანაც. ამას ამბობს იტალოსიც. იგი იწუნებს აგრეთვე მეტყველების ბოლო, მერვე ნაწილის – შემკვრელის (ანუ კავშირის) ერთ-ერთი ჯგუფის აღმნიშვნელ ტერმინს (διαζευκτικος)– მაცალკევებელს. შემკვრელი თუ განცალკევებულთ კრავს, როგორაა მაცალკევებლად, გამთიშველად წოდებულიო. ასევე უარყოფს ტერმინს – წინდებული (προζεσις), რადგანაც ის ყოველთვის არ უძღვის წინ სხვა სიტყვებს.

საბოლოოდ, მეტყველების ნაწილების ტრადიციულ კლასიფიკაციაში თრაკიელის „გრამატიკის ხელოვნებისეულ“ „სიტყვის ნაწილთა“ რიგიდან დატოვებულია ექვსი მეტყველების ნაწილი. მიმღეობა ახლა ცალკე ნაწილად არ გამოიყოფა; ართრონი სახელებთან განიხილება, ზედსართავი და რიცხვითი სახელები მოგვიანებით გამოიყო ცალკე მეტყველების ნაწილებად. შორისდებული რომაელმა გრამატიკოსებმა ართრონის ნაცვლად დაამატეს, ვინაიდან ლათინურში სახელს ართრონი არ დაერთვის.

ქართული ენის პირველ გრამატიკულ თხზულებებში მეტყველების ნაწილთა რიგი ასეა წარმოდგენილი: ზურაბ შანშოვანმა თავის გრამატიკაში მეტყველების რვა ნაწილი გამოყო: სახელი, ზმნა, შეწყნარება („მიმღეობა“), სახელდართული („ნაცვალსახელი“), იოტი („ნაწევარი“), ართრონი („თანდებული“), ზმართული („ზმნიზედა“) და შემკვრელი („კავშირი“). ანტონის გრამატიკაშიც რვა „სიტყვის ნაწილია“: სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, მიმღეობა, თანდებული, ზმნიზედა, კავშირი, შორისდებული. ანტონის გრამატიკაში, მართალია, სახელი ორად იყოფა – ზედშესრულად და არსებითად, რომლითაც შემდგომ გაიოზ რექტორი მესამე ჯგუფსაც უმატებს – „რიცხვობითს“, მაგრამ არც „ზედშესრული“, ანუ ზედსართავი სახელი, და არც „რიცხვობითი“, ანუ რიცხვითი სახელი, მეტყველების ცალკე ნაწილებად არ არის გამოყოფილი.

ანტონ კათალიკოსის გრამატიკაში მოცემული მეტყველების ნაწილების თანამიმდევრობა ზუსტად მეორდება გაიოზ რექტორის, იოანე ბატონიშვილის, ს. დოდაშვილის, პ. იოსელიანის გრამატიკულ თხზულებებში.

დ. ჩუბინაშვილმა გრამატიკულ ნაწილში. რომელიც 1840 გამოცემულ „ქართულ-რუსულ-ფრანციცულ ლექსიკონს“ დაურთო, მეტყველების ნაწილების რიგიდან მიმღეობა ამოიღო და სახელის ნაცვლად არსებითი და „ზედშესრული (ზედსართავი) შეიტანა. იგივე გაიმეორა თავის 1887 გამოცემულ გრამატიკაშიც. პ. კვიცარიძემ არსებითს და ზედშესრულს რიცხვითი სახელიც დაუმატა. მოგვიანებით, 1924. დ. კარიჭაშვილმა – ნაწილაკი, და საბოლოოდ მეტყველების ნაწილების რიგმა დასრულებული სახე მიიღო ქართულში.

ლ. ქაროსანიძე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები