მიცემითი ბრუნვა
(ახალი გვერდი: '''მიცემითი ბრუნვა''' – ქართულში უძველესი ფორმაციის [[ბრუნვა (გ...) |

ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''მიცემითი ბრუნვა''' – ქართულში უძველესი ფორმაციის [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვა]]. მისი ნიშანია -ს ფორმანტი, რომელიც საერთო ჩანს ქართველური ენებისთვის. | + | '''მიცემითი ბრუნვა''' – ქართულში უძველესი ფორმაციის [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვა]]. მისი ნიშანია -ს ფორმანტი, რომელიც საერთო ჩანს ქართველური ენებისთვის. მიცემით ბრუნვასთან გამოიყენება -ვით, -თან, -ზე, -ში თანდებულები: |
− | '''-ვით''' | + | '''-ვით''' თანდებული გამოიყენება როგორც თანხმოვანფუძიან, ისე ხმოვანფუძიან სახელებთან. ორივე შემთხვევაში ბრუნვის ნიშანი (-ა მავრცობთან ერთად) შენარჩუნებულია: კაც-ს-ა-ვით, კატა-ს-ა-ვით, ყრუ-ს-ა-ვით.. |
'''-თან''' თანდებულთან ბრუნვის ნიშანი იკარგვის თანხმოვანფუძიან სახელებში: სახლ-ს-თან → სახლთან. კაც-ს-თან → კაც-თან, ხმოვანფუძიან სახელებში კი ბრუნვის ნიშანი შენარჩუნებულია: დედა-ს-თან, ხე-ს-თან, რუ-ს-თან.. | '''-თან''' თანდებულთან ბრუნვის ნიშანი იკარგვის თანხმოვანფუძიან სახელებში: სახლ-ს-თან → სახლთან. კაც-ს-თან → კაც-თან, ხმოვანფუძიან სახელებში კი ბრუნვის ნიშანი შენარჩუნებულია: დედა-ს-თან, ხე-ს-თან, რუ-ს-თან.. | ||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
მიცემითი ბრუნვა ერთ-ერთი ძირითადი სინტაქსური მნიშვნელობის მქონე ბრუნვაა. იგი გამოხატავს:
| მიცემითი ბრუნვა ერთ-ერთი ძირითადი სინტაქსური მნიშვნელობის მქონე ბრუნვაა. იგი გამოხატავს:

− | 1. პირდაპირ ობიექტს გარდამავალ [[ზმნა|ზმნებთან]] I სერიის ფორმებში: „მეზობელი აშენებს | + | 1. პირდაპირ ობიექტს გარდამავალ [[ზმნა|ზმნებთან]] I სერიის ფორმებში: „მეზობელი აშენებს სახლ-ს“, „მხატვარი ხატავს სურათ-ს“, „დედა აწერინებს ბავშვს წერილ-ს“... (ძველ ქართულში მიცემითი ბრუნვა |
გამოყენებული იყო [[მასდარი|მასდართანაც]];
| გამოყენებული იყო [[მასდარი|მასდართანაც]];

2. ირიბ ობიექტს – ა) სამპირიან გარდამავალ ზმნებთან I და II სერიის ფორმებში: „მეზობელი | 2. ირიბ ობიექტს – ა) სამპირიან გარდამავალ ზმნებთან I და II სერიის ფორმებში: „მეზობელი | ||
− | სახლს უშენებს შვილ-ს“, „დედა წერილს აწერინებს | + | სახლს უშენებს შვილ-ს“, „დედა წერილს აწერინებს ბავშვ-ს“, „მეზობელმა სახლი აუშენა შვილ-ს“, „დედამ წერილი დააწერინა ბავშვ-ს“; ბ) ორპირიან გარდაუვალ ზმნებთან სამივე სერიის ფორმებში: |
− | „ეფერება მზე ღრუბელ-ს“, „მოეფერა | + | „ეფერება მზე ღრუბელ-ს“, „მოეფერა მზე ღრუბელ-ს“;

3. ადგილისა და დროის [[გარემოება (გრამატიკა)|გარემოებებს]]: ძირ-ს, შორ-ს, წელ-ს, დილა-ს, შუაღამეს, დღე-ს, შაბათ-ს... | 3. ადგილისა და დროის [[გარემოება (გრამატიკა)|გარემოებებს]]: ძირ-ს, შორ-ს, წელ-ს, დილა-ს, შუაღამეს, დღე-ს, შაბათ-ს... | ||
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
* ჩიქობავა არნ, გრამატიკული კლას-კატეგორია და ბრუნვის ნიშანთა გენეზისის საკითხი ქართულში. – „სმამ“, ტ. 7, №1–2, თბ., 1946; | * ჩიქობავა არნ, გრამატიკული კლას-კატეგორია და ბრუნვის ნიშანთა გენეზისის საკითხი ქართულში. – „სმამ“, ტ. 7, №1–2, თბ., 1946; | ||
− | * შანიძე ა. ქართული გრამატიკის | + | * შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1951; |
− | * კიზირია ა. ადგილისა და დროის გარემოება | + | * კიზირია ა. ადგილისა და დროის გარემოება ძველ ქართულში. „–იკე“, V, თბ., 1953; |
* მარტიროსოვი ა. მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების წარმოება და ფუნქციები ძველ ქართულში. – კრ: | * მარტიროსოვი ა. მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების წარმოება და ფუნქციები ძველ ქართულში. – კრ: | ||
* სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. 1, თბ., 1956; | * სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. 1, თბ., 1956; |
00:38, 5 თებერვალი 2024-ის ვერსია
მიცემითი ბრუნვა – ქართულში უძველესი ფორმაციის ბრუნვა. მისი ნიშანია -ს ფორმანტი, რომელიც საერთო ჩანს ქართველური ენებისთვის. მიცემით ბრუნვასთან გამოიყენება -ვით, -თან, -ზე, -ში თანდებულები:
-ვით თანდებული გამოიყენება როგორც თანხმოვანფუძიან, ისე ხმოვანფუძიან სახელებთან. ორივე შემთხვევაში ბრუნვის ნიშანი (-ა მავრცობთან ერთად) შენარჩუნებულია: კაც-ს-ა-ვით, კატა-ს-ა-ვით, ყრუ-ს-ა-ვით..
-თან თანდებულთან ბრუნვის ნიშანი იკარგვის თანხმოვანფუძიან სახელებში: სახლ-ს-თან → სახლთან. კაც-ს-თან → კაც-თან, ხმოვანფუძიან სახელებში კი ბრუნვის ნიშანი შენარჩუნებულია: დედა-ს-თან, ხე-ს-თან, რუ-ს-თან..
-ზე, -ში თანდებულებთან -ს ორივე შემთხვევაში იკარგვის: მთა-ს-ში → მთა-ში, წყალ-ს-ზე → წყალ-ზე. ა. შანიძის აზრით, რადგან -ში და -ზე უშუალოდ ფუძეს ერთვის, მათ ისეთივე ფუნქცია მიიღეს, როგორიც ბრუნვის ნიშნებს აქვთ. ამიტომ იგი -ში და -ზე თანდებულიან მიცემითს სადაობით ბრუნვად გამოყოფს.
მიცემითი ბრუნვა ერთ-ერთი ძირითადი სინტაქსური მნიშვნელობის მქონე ბრუნვაა. იგი გამოხატავს:
1. პირდაპირ ობიექტს გარდამავალ ზმნებთან I სერიის ფორმებში: „მეზობელი აშენებს სახლ-ს“, „მხატვარი ხატავს სურათ-ს“, „დედა აწერინებს ბავშვს წერილ-ს“... (ძველ ქართულში მიცემითი ბრუნვა
გამოყენებული იყო მასდართანაც;
2. ირიბ ობიექტს – ა) სამპირიან გარდამავალ ზმნებთან I და II სერიის ფორმებში: „მეზობელი
სახლს უშენებს შვილ-ს“, „დედა წერილს აწერინებს ბავშვ-ს“, „მეზობელმა სახლი აუშენა შვილ-ს“, „დედამ წერილი დააწერინა ბავშვ-ს“; ბ) ორპირიან გარდაუვალ ზმნებთან სამივე სერიის ფორმებში:
„ეფერება მზე ღრუბელ-ს“, „მოეფერა მზე ღრუბელ-ს“;
3. ადგილისა და დროის გარემოებებს: ძირ-ს, შორ-ს, წელ-ს, დილა-ს, შუაღამეს, დღე-ს, შაბათ-ს...
კ. გაბუნია
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ, გრამატიკული კლას-კატეგორია და ბრუნვის ნიშანთა გენეზისის საკითხი ქართულში. – „სმამ“, ტ. 7, №1–2, თბ., 1946;
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1951;
- კიზირია ა. ადგილისა და დროის გარემოება ძველ ქართულში. „–იკე“, V, თბ., 1953;
- მარტიროსოვი ა. მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების წარმოება და ფუნქციები ძველ ქართულში. – კრ:
- სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. 1, თბ., 1956;
- ბაბუნაშვილი ე. მიცემითი და ვითარებითი ბრუნვების ურთიერთობისათვის ძველ ქართულში. – იქვე;
- ჩხუბიანიშვილი დ. ინფინიტივის საკითხისათვის ძველ ქართულში, თბ., 1972.