დრამატურგის ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''დრამატურგის ხელოვნება''' – ხელოვანი, რომელიც ქმნის სცენისათვის განკუთვნილ ლიტერატურულ-მხატვრულ ნაწარმოებს, [[სპექტაკლი]]ს სიუჟეტურ-კომპოზიციურ ქსოვილს, თხზავს დრამატულ კოლიზიებს, [[დრამა]]ში მონაწილე პერსონაჟებს, გამოსახავს მოქმედებას და პერსონაჟების სულიერ ცხოვრებას მათივე სიტყვებით და ფიზიკური მოქმედებით.  
 
დრამატურგს მოეთხოვება არა მხოლოდ ლიტერატურის მიმართ წაყენებული ყველა მოთხოვნის დაცვა, არამედ სცენური კანონების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა. მან უნდა შექმნას არა ზოგადად [[მხატვრული სახე]]ები, არამედ მათი სცენური გამომსახველობაც. მან უნდა უზრუნველჰყოს როგორც სიუჟეტის სცენურობა, ისე სამსახიობო პარტიტურის სიმწყობრე, სასცენო [[როლი (მსახიობის)|როლი]]ს მხატვრული ღირსებები. ამასთანავე, პერსონაჟების სამეტყველო ლექსიკა ლიტერატურულიც უნდა იყოს და სასაუბროსთან მიახლოებულიც.
+
დრამატურგს მოეთხოვება არა მხოლოდ ლიტერატურის მიმართ წაყენებული ყველა მოთხოვნის დაცვა, არამედ სცენური კანონების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა. მან უნდა შექმნას არა ზოგადად [[მხატვრული სახე]]ები, არამედ მათი სცენური გამომსახველობაც. მან უნდა უზრუნველჰყოს როგორც სიუჟეტის სცენურობა, ისე სამსახიობო პარტიტურის სიმწყობრე, სასცენო [[როლი (მსახიობის)|როლი]]ს მხატვრული ღირსებები. ამასთანავე, პერსონაჟების სამეტყველო [[ლექსიკა]] ლიტერატურულიც უნდა იყოს და სასაუბროსთან მიახლოებულიც.
  
დრამატურგის ხელოვნებაში მთავარია საზოგადოებრივი ან პიროვნული, ან მათი დაპირისპირებით წარმოშობილი [[კონფლიქტი]]ს აღმოჩენა. თვით ეს კონფლიქტი მან უნდა გადმოსცეს დრამატული პოეტიკის ენით, პოეტიკის კანონების გათვალისწინებით („რიტმი, მეტრი, ჰარმონია“ – [[არისტოტელე]]). კონფლიქტი შეიძლება იყოს ვიწრო მნიშვნელობის, ერთი რომელიმე წრის, საზოგადოებრივი ფენის, კლასის, და შესაძლოა იყოს ფართო ეროვნული, საკაცობრიო მნიშვნელობის, ზენაციონალური, ზედროული. ამავე დროს ამ კონფლიქტის მატარებლები თვით ადამიანები არიან, მხატვრული სახეები, რომლებსაც ასევე შესაძლებელია ჰქონდეთ ვიწრო ან ზოგადადამიანური მნიშვნელობა. კონფლიქტის მასშტაბი უშუალო კავშირშია მხატვრული სახის მნიშვნრლობასთან. იდეალურ შემთხვევაში ისინი თანხვედრი ცნობებია დრამატურგის ხელოვნებაში მთავარია პერსონაჟების ემოციური რეაქციების სრულყოფილი ასახვა და მხატვრულ ენაზე ამეტყველება.
 
მიმდინარე ცვლილება 23:02, 30 იანვარი 2024 მდგომარეობით

დრამატურგის ხელოვნება – ხელოვანი, რომელიც ქმნის სცენისათვის განკუთვნილ ლიტერატურულ-მხატვრულ ნაწარმოებს, სპექტაკლის სიუჟეტურ-კომპოზიციურ ქსოვილს, თხზავს დრამატულ კოლიზიებს, დრამაში მონაწილე პერსონაჟებს, გამოსახავს მოქმედებას და პერსონაჟების სულიერ ცხოვრებას მათივე სიტყვებით და ფიზიკური მოქმედებით.

დრამატურგს მოეთხოვება არა მხოლოდ ლიტერატურის მიმართ წაყენებული ყველა მოთხოვნის დაცვა, არამედ სცენური კანონების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა. მან უნდა შექმნას არა ზოგადად მხატვრული სახეები, არამედ მათი სცენური გამომსახველობაც. მან უნდა უზრუნველჰყოს როგორც სიუჟეტის სცენურობა, ისე სამსახიობო პარტიტურის სიმწყობრე, სასცენო როლის მხატვრული ღირსებები. ამასთანავე, პერსონაჟების სამეტყველო ლექსიკა ლიტერატურულიც უნდა იყოს და სასაუბროსთან მიახლოებულიც.

დრამატურგის ხელოვნებაში მთავარია საზოგადოებრივი ან პიროვნული, ან მათი დაპირისპირებით წარმოშობილი კონფლიქტის აღმოჩენა. თვით ეს კონფლიქტი მან უნდა გადმოსცეს დრამატული პოეტიკის ენით, პოეტიკის კანონების გათვალისწინებით („რიტმი, მეტრი, ჰარმონია“ – არისტოტელე). კონფლიქტი შეიძლება იყოს ვიწრო მნიშვნელობის, ერთი რომელიმე წრის, საზოგადოებრივი ფენის, კლასის, და შესაძლოა იყოს ფართო ეროვნული, საკაცობრიო მნიშვნელობის, ზენაციონალური, ზედროული. ამავე დროს ამ კონფლიქტის მატარებლები თვით ადამიანები არიან, მხატვრული სახეები, რომლებსაც ასევე შესაძლებელია ჰქონდეთ ვიწრო ან ზოგადადამიანური მნიშვნელობა. კონფლიქტის მასშტაბი უშუალო კავშირშია მხატვრული სახის მნიშვნრლობასთან. იდეალურ შემთხვევაში ისინი თანხვედრი ცნობებია დრამატურგის ხელოვნებაში მთავარია პერსონაჟების ემოციური რეაქციების სრულყოფილი ასახვა და მხატვრულ ენაზე ამეტყველება.

დრამატურგი ქმნის მოქმედების ისეთ მექანიზმს, სადაც ყველა მოქმედი პირი მექანიზმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიესის გრძნობათა ბუნების ორიგინალობას, რაც ორგანულად მოსდევს ახალი საზოგადოებრივი კონფლიქტის ან ადამიანის რაობის (ადამიანის კონცეფციის) ახალი რაკურსით გამოსახვას. მსოფლმხედველობისა და მხატვრული ხედვის თავისებურება ქმნის დრამატურგიულ სტილს.

იდეალური დრამატული თხზულება დისკურსიულია, ანუ იძლევა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. აზროვნების ასეთ მასშტაბს ქმნის პერსონაჟების მიმართ მიუკერძოებლობა, მათი ქცევის მოტივაციების სიზუსტე და მრავალფეროვნება.

დრამატურგის ხელოვნება მწერლური და მენტალური აზროვნების სინთეზია, რაც განაპირობებს, ერთის მხრივ, მის სირთულეს და მეორეს მხრივ, მის უდიდეს მნიშვნელობას თეატრალური კულტურაში.

მ. გეგია

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები