რაკურსი (ხელოვნება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაკურსი – (ფრანგ. raccourcir შემოკლება, შეკვეცა), ფიგურების, საგნების ან არქიტექტურული ფორმების გადმოცემა პერსპექტივაში, წინა პლანისაგან მოშორებული ნაწილების მკვეთრი შემცირებით. რაკურსი განსაკუთრებით აუცილებელი ხდება ჭერის და თაღების მოხატვისას და იმ ქანდაკებების და რელიეფების დამუშავებისას, რომელთა დადგმა გათვალისწინებულია გარკვეულ სიმაღლეზე.