ასპექტი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ასპექტი''' – (ლათ. < aspectus გარეგანი სახე, შესახედაობა), გრამატიკული კატეგორია, რომელიც ზმნის მიერ აღნიშნულ მოქმედებას წარმოადგენს დასრულებულად ან დაუსრულებლად. ამის მიხედეით ასპექტი ორია: სრული და უსრული (ქართველოლოგიაში ტერმინი ასპექტი დაამკვიდრა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძემ]]). თანამედროვე ქართულში ასპექტი, ჩვეულებრივ, ზმნისწინის დართვით იწარმოება. ზმნისწინიანი ფორმები სრული ასპექტისაა, უზმნისწინო – უსრულის. მაგ., და-წერს, და-წერა – წერს, წერა.
+
'''ასპექტი''' – (ლათ. < aspectus გარეგანი სახე, შესახედაობა), [[გრამატიკული კატეგორია]], რომელიც ზმნის მიერ აღნიშნულ მოქმედებას წარმოადგენს დასრულებულად ან დაუსრულებლად. ამის მიხედეით ასპექტი ორია: სრული და უსრული (ქართველოლოგიაში ტერმინი ასპექტი დაამკვიდრა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძემ]]). თანამედროვე ქართულში ასპექტი, ჩვეულებრივ, ზმნისწინის დართვით იწარმოება. ზმნისწინიანი ფორმები სრული ასპექტისაა, უზმნისწინო – უსრულის. მაგ., და-წერს, და-წერა – წერს, წერა.
  
 
ასპექტის მიხედეით ზმნები შეიძლება იყოს ასპექტიანი და უასპექტო ([[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]). უასპექტოა ზმნები, რომლებიც ზმნისწინს საერთოდ არ დაირთავენ მაგ.: არის, უყვარს, ბავშვობს, აფენია… ან მხოლოდ მიმართულების აღსანიშნავად დაირთავენ. მაგ.: მი-ფრინავს, მი-რბის – ამ ტიპის ზმნებს ასპექტნაკლ ზმნებსაც უწოდებენ (ზ. ჭუმბურიძე).
 
ასპექტის მიხედეით ზმნები შეიძლება იყოს ასპექტიანი და უასპექტო ([[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]). უასპექტოა ზმნები, რომლებიც ზმნისწინს საერთოდ არ დაირთავენ მაგ.: არის, უყვარს, ბავშვობს, აფენია… ან მხოლოდ მიმართულების აღსანიშნავად დაირთავენ. მაგ.: მი-ფრინავს, მი-რბის – ამ ტიპის ზმნებს ასპექტნაკლ ზმნებსაც უწოდებენ (ზ. ჭუმბურიძე).

00:00, 11 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ასპექტი – (ლათ. < aspectus გარეგანი სახე, შესახედაობა), გრამატიკული კატეგორია, რომელიც ზმნის მიერ აღნიშნულ მოქმედებას წარმოადგენს დასრულებულად ან დაუსრულებლად. ამის მიხედეით ასპექტი ორია: სრული და უსრული (ქართველოლოგიაში ტერმინი ასპექტი დაამკვიდრა ა. შანიძემ). თანამედროვე ქართულში ასპექტი, ჩვეულებრივ, ზმნისწინის დართვით იწარმოება. ზმნისწინიანი ფორმები სრული ასპექტისაა, უზმნისწინო – უსრულის. მაგ., და-წერს, და-წერა – წერს, წერა.

ასპექტის მიხედეით ზმნები შეიძლება იყოს ასპექტიანი და უასპექტო (ა. შანიძე). უასპექტოა ზმნები, რომლებიც ზმნისწინს საერთოდ არ დაირთავენ მაგ.: არის, უყვარს, ბავშვობს, აფენია… ან მხოლოდ მიმართულების აღსანიშნავად დაირთავენ. მაგ.: მი-ფრინავს, მი-რბის – ამ ტიპის ზმნებს ასპექტნაკლ ზმნებსაც უწოდებენ (ზ. ჭუმბურიძე).

ძვ. ქართულში სრული და უსრული ასპექტის ფუძეები სერიების მიხედვით იყო გარჩეული: I სერიის ფორმები უსრულ ასპექტს გამოხატავდა: (აღ)აშᲱნებს, II სერიისა – სრულს: (აღ)აშᲱნა, ზმნისწინი ასპექტს არ აწარმოებდა.

ივარაუდება, რომ ქართული ენის განვითარების ადრეულ ეტაპზე დროის კატეგორიას წინ უსწრებდა ზმნათა ცვლა ასპექტის მიხედეით. ასპექტი იყო ორგვარი: განგრძობითი (დიურატიული) და მომენტობრიეი (წერტილებრივი). განგრძობით ასპექტს გადმოსცემდა პერმანსივი, მომენტობრივს – აორისტი (არნ. ჩიქობავა).

თანამედროვე ქართულში, გარკეეულ შემთხვევებში, ზმნას შესაძლებლობა აქეს აღნიშნოს მოქმედების განგრძობითობა-წყვეტილობა, ერთგზისობა-მრავალგზისობა. ასპექტის ამგვარ ფუნქციურ ვარიანტებს მოქმედების სახეს უწოდებენ (ზ. ჭუმბურიძე).

უკანასკნელ ხანს ასპექტის კატეგორიას განიხილავენ უფრო ფართოდ – არა მსოლოდ ზმნის, არამედ გამოთქმისა (წინადადების, მყარი სინტაქსური კონსტრუქციების) და ტექსტის დონეზე.

ნ. ლოლაძე



ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ., ჰპერმანსივის („ხოლმეობითის") ისტორიული ადგილისათვის ქართული ზმნის უღელილების სისტემაში. – „სმამ“, 1943, ტ.4, № 1;
  • შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძელები, I, თბ., 1951;
  • მაჭავარიანი გ. ასპექტის კატეგორია ქართველურ ენებში. – კრ: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, IV, თბ. 1974;
  • ჭუმბურიძე ზ., მყოფადი ქართველურ ენებში, თბ., 1986.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები