გვარსახელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 22: ხაზი 22:
 
ადრე –ძე-თი იწარმოებოდა. ზოგიერთი -ურ სუფიქსიანი გვარიც XVIII-XIX სს. მიჯნაზე -ძე და -შვილი დაბოლოებით შეიცვალა. მართალია, -ძე და -შვილი (გვარის ფუძის ნათესაობითი ბრუნვის ფორმაზე დართული) საკმაოდ ადრეული ხანის წერილობით ძეგლებშია დადასტურებული, მაგრამ საქართველოში ფეოდალური ურთიეროობის პერიოდში, კერძოდ. VIII ს-იდან ჩნდება -ელ სუფიქსიანი გვარსახელები. თავდაპირველად მთელი საქართველოსათვის დამახასიათებელი იყო  
 
ადრე –ძე-თი იწარმოებოდა. ზოგიერთი -ურ სუფიქსიანი გვარიც XVIII-XIX სს. მიჯნაზე -ძე და -შვილი დაბოლოებით შეიცვალა. მართალია, -ძე და -შვილი (გვარის ფუძის ნათესაობითი ბრუნვის ფორმაზე დართული) საკმაოდ ადრეული ხანის წერილობით ძეგლებშია დადასტურებული, მაგრამ საქართველოში ფეოდალური ურთიეროობის პერიოდში, კერძოდ. VIII ს-იდან ჩნდება -ელ სუფიქსიანი გვარსახელები. თავდაპირველად მთელი საქართველოსათვის დამახასიათებელი იყო  
 
-ან(-იან), -ურ(-ულ) და -ეთ(-თ) სუფიქსიანი გვარები. დღეს [[სამეგრელო]]ში -ა სუფიქსით დაბოლოებული გვარები თავის დროზე -იან (-ან) სუფიქსით უნდა ყოფილიყო გაფორმებული. საკმაოდ ადრე ამ გვარებში თანხმოვანი „ნ“ დაიკარგა: ნაცვლად კვარაცხელიანისა მივიღეთ კვარაცხელია, გაბუნიანისა – გაბუნია, კაჭარანისა – კაჭარაა (კაჭარავა), გობეჩიანისა – გობეჩია. თავის დროზე ფართოდ იყო გავრცელებული -სკირი, -ჭკორი, -ში(-შ), -ტი, -ყეა სუფიქსიანი გვარებიც. დღეს ისინი ერთგვარ რელიქტებს წარმოადგენენ.
 
-ან(-იან), -ურ(-ულ) და -ეთ(-თ) სუფიქსიანი გვარები. დღეს [[სამეგრელო]]ში -ა სუფიქსით დაბოლოებული გვარები თავის დროზე -იან (-ან) სუფიქსით უნდა ყოფილიყო გაფორმებული. საკმაოდ ადრე ამ გვარებში თანხმოვანი „ნ“ დაიკარგა: ნაცვლად კვარაცხელიანისა მივიღეთ კვარაცხელია, გაბუნიანისა – გაბუნია, კაჭარანისა – კაჭარაა (კაჭარავა), გობეჩიანისა – გობეჩია. თავის დროზე ფართოდ იყო გავრცელებული -სკირი, -ჭკორი, -ში(-შ), -ტი, -ყეა სუფიქსიანი გვარებიც. დღეს ისინი ერთგვარ რელიქტებს წარმოადგენენ.
 +
 +
შესაძლებელია სუფიქსების მიხედვით ქალისა და კაცის გვარსახელების განსხვავებაც. ასეთი ფუნქცია ზანურსა და დასავლეთ საქართველოს დიალექტებში (ქვემო იმერულში, გურულში) ჰქონდა -ფხე||ხე სუფიქსს. მამაკაცის გვარსახელს – კახიძეს
 +
შეესატყვისებოდა ქალის გვარსახელი – კახიფხე. შესაბამისად: წულაძე – წულაფხე, ხინიკიძე – ხინიკიფხე, თურქია – თურქიხე, ქოიაეა – ქოიახე. მდედრობითი სქესის გამოხატვის ფუნქცია შეუძენია გარკვეულ ეტაპზე -ურ(-ულ) სუფიქსსაც. ზემო იმერეთში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლსა]] და [[კახეთი|კახეთში]] (ისტორიულად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც) გათხოვილი ქალის ქალიშვილობის გვარს -ურ(-ულ) სუფიქსით აწარმოებენ: გელაშვილის
 +
ქალზე იტყვიან „გელაური“, მიქაცაძეზე – „მიქაცოური“, შანშიაშვილზე – „შანშიაური“.

00:33, 6 დეკემბერი 2023-ის ვერსია

გვარსახელი – ოჯახის მემკეიდრეობითი სახელი, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის.

საქართველოში გვარსახელი უფრო დიდი სოციალური ერთეულის, რამდენიმე ათეული და ხშირად ასეული ოჯახის სახელწოდებაა, რომლებიც თავიანთ წარმომავლობას ერთ პიროევნებას უკავშირებენ, აქვთ საერთო თვითშეგნება ნათესაობის შესახებ, მიეკუთვნებიან ერთ გვარს. ქართული გვარისათვის დამახასიათებელი ეგზოგამია (გვარის შიგნით ქორწინების აკრძალეა) ადასტურებს, რომ ქართველებში მოხდა პირველყოფილი გვარის უწყვეტი გადასელა გვიანდელ გვარში, რაც სწორედ გვარსახელებშია ასახული. ქართული წერილობით ძეგლებში არაერთგზის გვხედება ტერმინი „გვარი“ იმ გაგებით, რაც დღესა აქვს. ძველ ქართულში გვარსახელის პარალელური ტერმინია სახლი.

საქართველოში გვარსახელის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მხედველობაში თუ არ მივიღებთ „სერაპიონ ზარსმელის ცხოვრებაში“ (X ს.) მოხსენიებულ უსუფიქსო ქართულ გვარსახელს ბაჰლაუნდი, ქართული გვარსახელი – დაფანჩული დადასტურებულია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ჰაგიოგრაფიული ძეგლის ავტორი აშოტ კურაპალატის ამბების (IX ს. 20-იან წლებამდე) აღწერისას წერს: „ხოლო იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა და ერქვა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული, და აწ ნათესავთა მისთა ჰქვიან დაფანჩულნი“. გვარსახელი დადასტურებულია IX ს. II ნახევრის ქართულ საისტორიო დოკუმენტშიც, რომელშიც ფავნელების ფეოდალურ გვართან ერთად დასახელებულია ორი გლეხური გვარიც – შულიასძე და ტარიკასძე. დღეს არსებული არაერთი ქართული გვარი საუკუნეების სიღრმეშია წარმოქმნილი და ბევრი მათგანი ცნობილია XII-XIII სს-იდან.

ქართ. გვარსახელების უმრავლესობა სუფიქსიანია. ისინი ჯგუფდებიან როგორც სუფიქსების, ისე ფუძეების (ძირეული სიტყვების) მიხედვით. სემანტიკური თვალსაზრისით ქართულ გვარსახელთა ფონდი ოთხ ჯგუფად იყოფა: ეპონიმური, ეთნონიმური, ტოპონიმური და პროფესიული.

ეპონიმურია ქართული გვარსახელების დიდი ნაწილი, მათ ძირითადად მამაკაცის კანონიზებული ქრისტიანული სახელი ან მეტსახელი უდევთ საფუძვლად: პავლიაშვილი, გიორგაძე, ალექსანდრია, დავითური… ძველი ქართული სახელებიდან ან მეტსახელებიდან მომდინარე გვარებია: ბედოიძე, ირემაშვილი, ვერძაული, ტურავა, გელოვანი…

ეთნონიმური ჯგუფის გვარებს რიცხვს მიეკუთვნება გვარსახელები, რომელთა საფუძველია ეთნონიმი. მაგრამ ეთნონიმური ფუძეები ყოველოვის ვერ გვაძლევს რეალურ ენობრივ და ისტორიულ ინფორმაციას, რადგან ეთნონიმებიც ანთროპონიმიზაციის პროცესს განიცდიდნენ: ლეკია, ოსია, ჩერქეზა, ბერძენა, თათარა, არაბა, თურქა და მისთ. უკვე მამაკაცის გაანთროპონიმებული სახელებია.

ტოპონიმებიდან არის ნაწარმოები ქართული გვარსახელების არცთუ უმნიშვნელო რაოდენობა, გარდა -ელ სუფიქსიანებისა, რპმელთაც ზოგჯერ მამაკაცის სახელი უდევთ საფუიძვლად. მაგ., გვარი სურამელაშვეილი – ფუძეში, მართლაც იკითხება ტოპონიმი სურამი, მაგრამ სინამდეილეში გვარსახელს საფუძელად უდევს გაანთროპონიმებული ტოპონიმი სურამელა.

პროფესიული ტიპის გვარსახელებს ფუძედ აქეთ ამა თუ იმ პროფესიის, თანამდებობის, ხელობა-მოსაქმეობის აღმნიშვნელი ტერმინები, რომლებიც ნათლად გვიჩვენებენ ქართელი ხალხის საქმიანობის მრავალმხრივობას. ამ სახელთა ფუძეები ხშირად ქართულთან ერთად აღმოსავლურიცაა (სპარსული, არაბული, თურქული). ამ ტიპის ქართული გვარსახელებია: მეგუთნიშვილი, მეტივიშვილი, მესტუმრე, ჭკადუა, მუშკუდიანი, მჭედლიძე, მჭედლიშვილი, სადუნიშვილი, ქეშიკიშვილი, მებუკე, მენაბდე…

ქართული (ქართველური) გვარსახელები სუფიქსების მრავალფეროვნებით, გამოირჩევა: -ძე, -შვილი, -ურ (-ულ), -ან(-იან), -ია, -ელ, -ა, -არ, -იშ, -ში, -სკირი, -ყვა… მათ უმეტესობას ერთი დატვირთვა და შინაარსი აქვს: ისინი ძირითადად კუთვნილებას და კრებითობას გამოხატავენ. ყველა სუფიქსი, რომლებიც გვარსახელების დაბოლოებადაა გამოყენებული, საერთოა ქართულ და ქართველური ენებისათვის. დღეს -შვილი დაბოლოებით ნაწარმოები გვარების უმეტესობა უფრო ადრე –ძე-თი იწარმოებოდა. ზოგიერთი -ურ სუფიქსიანი გვარიც XVIII-XIX სს. მიჯნაზე -ძე და -შვილი დაბოლოებით შეიცვალა. მართალია, -ძე და -შვილი (გვარის ფუძის ნათესაობითი ბრუნვის ფორმაზე დართული) საკმაოდ ადრეული ხანის წერილობით ძეგლებშია დადასტურებული, მაგრამ საქართველოში ფეოდალური ურთიეროობის პერიოდში, კერძოდ. VIII ს-იდან ჩნდება -ელ სუფიქსიანი გვარსახელები. თავდაპირველად მთელი საქართველოსათვის დამახასიათებელი იყო -ან(-იან), -ურ(-ულ) და -ეთ(-თ) სუფიქსიანი გვარები. დღეს სამეგრელოში -ა სუფიქსით დაბოლოებული გვარები თავის დროზე -იან (-ან) სუფიქსით უნდა ყოფილიყო გაფორმებული. საკმაოდ ადრე ამ გვარებში თანხმოვანი „ნ“ დაიკარგა: ნაცვლად კვარაცხელიანისა მივიღეთ კვარაცხელია, გაბუნიანისა – გაბუნია, კაჭარანისა – კაჭარაა (კაჭარავა), გობეჩიანისა – გობეჩია. თავის დროზე ფართოდ იყო გავრცელებული -სკირი, -ჭკორი, -ში(-შ), -ტი, -ყეა სუფიქსიანი გვარებიც. დღეს ისინი ერთგვარ რელიქტებს წარმოადგენენ.

შესაძლებელია სუფიქსების მიხედვით ქალისა და კაცის გვარსახელების განსხვავებაც. ასეთი ფუნქცია ზანურსა და დასავლეთ საქართველოს დიალექტებში (ქვემო იმერულში, გურულში) ჰქონდა -ფხე||ხე სუფიქსს. მამაკაცის გვარსახელს – კახიძეს შეესატყვისებოდა ქალის გვარსახელი – კახიფხე. შესაბამისად: წულაძე – წულაფხე, ხინიკიძე – ხინიკიფხე, თურქია – თურქიხე, ქოიაეა – ქოიახე. მდედრობითი სქესის გამოხატვის ფუნქცია შეუძენია გარკვეულ ეტაპზე -ურ(-ულ) სუფიქსსაც. ზემო იმერეთში, შიდა ქართლსა და კახეთში (ისტორიულად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც) გათხოვილი ქალის ქალიშვილობის გვარს -ურ(-ულ) სუფიქსით აწარმოებენ: გელაშვილის ქალზე იტყვიან „გელაური“, მიქაცაძეზე – „მიქაცოური“, შანშიაშვილზე – „შანშიაური“.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები