კავკასიური იორდასალამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „კავკასიური იორდასალამი“ გადაიტანა გვერდზე „იორდასალამი“) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „იორდასალამი“ გადაიტანა გვერდზე „კავკასიური იორდასალამი“ გადა...) |
11:27, 2 დეკემბერი 2023-ის ვერსია
კავკასიური იორდასალამი – (Paeonia caucasica [Schipcz.] Schipcz. = Paeonia daurica corifolia [Rupr.] D.Y. Hong); ოჯახი: იორდასალამისებრნი (Paeoniaceae). 50-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია ან ოდნავ დაკლაკნილი. შეფოთლილი. ფოთოლი ორივე მხარეს შიშველია ან ქვემოდან შებუსული. ფოთლის ნაკვთები მოგრძო-ოვალურიდან თითქმის მომრგვალომდეა. ყვავილი მეწამული ფერისაა, გვირგვინის ფურცლები უკუკვერცხისებურია. მტვრიანას ძაფები მეწამულ-წითელია. ყვ. ნაყ. IV-VI. დაბლობისა და მთის ქვედა სარტყლის მცენარეა. იზრდება მუხნარებსა და რცხილნარებში, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების – უჯარმისა და ბაკურციხის – მიდამოებში, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში.