კულმუხო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Kulmuxo.jpg|thumb|250პქ|კულმუხო]]
 
[[ფაილი:Kulmuxo.jpg|thumb|250პქ|კულმუხო]]
'''კულმუხო''' - (Inula helenicum L.); ოჯახი: [[რთულყვავილოვანთა ოჯახი|რთულყვავილოვნები]] (Asteraceae).  
+
'''კულმუხო''' - (Inula helenicum L.); <br />
 +
ოჯახი: [[რთულყვავილოვანთა ოჯახი|რთულყვავილოვნები]] (Asteraceae).  
 
მეგრულად – '''კუმუხო''', '''კუმუხა.'''
 
მეგრულად – '''კუმუხო''', '''კუმუხა.'''
  
60-250 სმ მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორი, ზედა ნაწილში დატოტვილი. შებუსული. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, 40-50 სმ სიგრძისა და 15-25 სმ სიგანის. ფორმით – ელიფსური, ყუნწად შევიწროებული და არ თანაბარხერხკბილა. ზედა ფოთლები კვერცხისებურია, ღერომხვევი. კალათების ღერძები არათანაბარი ზომისაა, საბურვლის გარეთა ფოთლები კვერცხის ფორმისაა, შიგნითა – უფრო ვიწრო და მეწამული არშიით შემოვლებული, ენის მსგავსი ყვავილები ოქროსფერ–ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება დაბლობიდან თითქმის ტყის ზედა სარტყლამდე, ბუჩქნარებსა და ტყის პირას. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში.
+
60-250 სმ მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორი, ზედა ნაწილში დატოტვილი. შებუსული. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, 40-50 სმ სიგრძისა და 15-25 სმ სიგანის. ფორმით – ელიფსური, ყუნწად შევიწროებული და არ თანაბარხერხკბილა. ზედა [[ფოთოლი|ფოთლები]] კვერცხისებურია, ღერომხვევი. კალათების ღერძები არათანაბარი ზომისაა, საბურვლის გარეთა ფოთლები კვერცხის ფორმისაა, შიგნითა – უფრო ვიწრო და მეწამული არშიით შემოვლებული, ენის მსგავსი [[ყვავილი|ყვავილები]] ოქროსფერ–ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება დაბლობიდან თითქმის ტყის ზედა სარტყლამდე, ბუჩქნარებსა და ტყის პირას. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში.
 
+
აჭარაში კულმუხო (ანდუზა) თიაქარის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ფესვებს წყალში დანაყავდნენ, გაწურავდნენ და ავადმყოფს ასმევდნენ, ხოლო გაცხელებულ ფოთლებს, იმავდროულად, წელზე შემოაფენდნენ. ცეცხლზე შემთბარი, ზოგჯერ კი − მოხარშული ფოთლები იარის სამკურნალოდაც გამოიყენებდა.
+
 
+
იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში ტენიან ადგილებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, დაბლობ ადგილებში.
+
  
კულმუხო უძველეს სამკურნალო მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ფესურა და ფესვები. ნედლეულს აგროვებენ მცენარის სიცოცხლის მეორე წელს, ნაყოფების მომწიფების შემდგომ აგვისტო-სექტემბერში ან ადრე გაზაფხულზე, პირველი ფოთლის წარმოქმნისას; ფესურა შეიცავს ინულინს (44 %¬მდე) და სხვა პოლისახარიდებს, მწარე ნივთიერებებს, ეთერზეთებს (4,5 %-მდე), საპონინებს, ფისებს, ლორწოს, გუმფისს, მცირე რადენობის ალკალოიდებს, ჰელენინს, ფისებს, ლორწოს, დიჰიდროალანოლაქტონს, ფრიდელინს, სტიგმასტერინს, ფიტომელანს, პექტინებს, ცვილს, გუმფისს, ვიტამინ; ბალახში აღინიშნება ეთერზეთები (3%), ასკორბინის მჟავა, E ვიტამინი. კულმუხოს ბიოლოგიურად აქტიურ ძირითად ნივთიერებად ითვლება ალანტოლაქტონი და მისი თანმხლები ტერპენოიდები.
 
ხაზი 24: ხაზი 21:
  
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
* [[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
+
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები]]
[[კატეგორია:სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 01:52, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

კულმუხო

კულმუხო - (Inula helenicum L.);
ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მეგრულად – კუმუხო, კუმუხა.

60-250 სმ მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორი, ზედა ნაწილში დატოტვილი. შებუსული. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, 40-50 სმ სიგრძისა და 15-25 სმ სიგანის. ფორმით – ელიფსური, ყუნწად შევიწროებული და არ თანაბარხერხკბილა. ზედა ფოთლები კვერცხისებურია, ღერომხვევი. კალათების ღერძები არათანაბარი ზომისაა, საბურვლის გარეთა ფოთლები კვერცხის ფორმისაა, შიგნითა – უფრო ვიწრო და მეწამული არშიით შემოვლებული, ენის მსგავსი ყვავილები ოქროსფერ–ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება დაბლობიდან თითქმის ტყის ზედა სარტყლამდე, ბუჩქნარებსა და ტყის პირას. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში.

კულმუხო უძველეს სამკურნალო მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ფესურა და ფესვები. ნედლეულს აგროვებენ მცენარის სიცოცხლის მეორე წელს, ნაყოფების მომწიფების შემდგომ აგვისტო-სექტემბერში ან ადრე გაზაფხულზე, პირველი ფოთლის წარმოქმნისას; ფესურა შეიცავს ინულინს (44 %¬მდე) და სხვა პოლისახარიდებს, მწარე ნივთიერებებს, ეთერზეთებს (4,5 %-მდე), საპონინებს, ფისებს, ლორწოს, გუმფისს, მცირე რადენობის ალკალოიდებს, ჰელენინს, ფისებს, ლორწოს, დიჰიდროალანოლაქტონს, ფრიდელინს, სტიგმასტერინს, ფიტომელანს, პექტინებს, ცვილს, გუმფისს, ვიტამინ; ბალახში აღინიშნება ეთერზეთები (3%), ასკორბინის მჟავა, E ვიტამინი. კულმუხოს ბიოლოგიურად აქტიურ ძირითად ნივთიერებად ითვლება ალანტოლაქტონი და მისი თანმხლები ტერპენოიდები.

ფესურების პრეპარატები ხასიათდება ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტისიმსივნური, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ნაწლავების პერისტალტიკის მომადუნებელი, კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლმომარაგების გამაძლიერებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ჭრილობების შემახორცებელი, ჭიისმდენი მოქმედებით; აუმჯობესებს მადას, ამცირებს ნაწლავების პერისტალტიკას, აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას.

გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებების, კუჭისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ბუასილის, ეპილეპსიის, შაქრიანი დიაბეტის, არარეგულარული მენსტრუაციის დროს. ფესურიდან მიღებულია პრეპარატი – ალანტონი, რომელიც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ გამოიყენება.

სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში ფესურების ნაყენები და ექსტრაქტები შინაგანად იხმარება ტახიკარდიის, ეპილეპსიის, მალარიის, შეშუპების, კანისა და შარდკენჭოვანი დაავადებებისას; ნახარში - როგორც ამოსახველებელი საშუალება ყივანახველის, ბრონქიალური ასთმის დროს. თესლები ქალური დაავადებების სამკურნალოდ. ნედლი ფესვების ღვინის ნაყენს იყენებდნენ ჰიპოაციდური გასტრიტის დროს.

ი. შაბლოვსკის (1886) თანახმად, სამეგრელოში ადგილობრივი მოსახლეობა კულმუხოს ფესურას ნახარშს იყენებდა კუსკარისა და ბუასილიკარების საწინააღმდეგო ნაკრებების შემადგენლობაში, ხოლო გარეგანად ხმარობდნენ ღორის ცხიმზე დამზადებული მალამოს სახით მუნის საწინაღმდეგოდ.

უკუმაჩვენებელია თირკმელების დაავადებების, ფეხმძიმობის დროს.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები