ხარისთვალა (ბალახი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Kharistvala.jpg|thumb|300პქ|ხარისთვალა - Paris incompleta Bieb.]]
 
[[ფაილი:Kharistvala.jpg|thumb|300პქ|ხარისთვალა - Paris incompleta Bieb.]]
'''Fam. Trilliaceae''' – ოჯ. ტრილიასებრნი  
+
'''Fam. Trilliaceae''' – ოჯ. ტრილიასებრნი <br />
 
+
'''Paris incompleta Bieb.''' – '''ხარისთვალა'''<br />
'''Paris incompleta Bieb.''' – '''ხარისთვალა'''.
+
 
+
 
მეგრულად – '''ხოჯიშთოლი.'''
 
მეგრულად – '''ხოჯიშთოლი.'''
  
ხაზი 24: ხაზი 22:
  
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:მრავალწლიანი
 
[[კატეგორია:ქოლგოსნები]]
 
[[კატეგორია:ქოლგოსნები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

22:55, 20 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ხარისთვალა - Paris incompleta Bieb.

Fam. Trilliaceae – ოჯ. ტრილიასებრნი
Paris incompleta Bieb.ხარისთვალა
მეგრულად – ხოჯიშთოლი.

მრავალწლოვანი, გრძელფესურიანი ბალახოვანი მცენარეა 15-20 სმ სიმაღლის ღეროთი და რგოლურად განლაგებული, მოგრძო-ოვალური, სამძარღვიანი, ძირისკენ შევიწროვებული და ბოლოწაწვეტებული ფოთლებით. ყვავილი ერთია, კენწრული, ორსქესიანი; ყვავილსაფარი შედგება 4 მომწვანო ფერის ფოთლისაგან. ნაყოფი ლეგა-მოშავო, მრავალთესლიანი კენკრაა. ყვ. IV-V; ნაყ. VII-VIII.

ტყის მცენარეა, იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ალპური სარტყლის ჩათვლით ტყეებში, ტყის პირებში, ბუჩქნარში, მდელოებზე, უმთავრესად წიფლნარებსა და წაბლნარებში.

მცენარე ხასიათდება უსიამოვნო სუნით, იწვევს თავის ტკივილს. მასში აღმოჩენილია გლიკოზიდები პარიდინი და პარისტიფნინი. ისინი ტოქსიკურად მოქმედებენ გულზე (ისეთივეს როგორც სათითურა), ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ნარკოტიკული მოქმედება) და უმთავრესად კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე (ადგილობრივ საპონინის მსგავსი მოქმედება), რაც ამ ბოლო შემთხვევაში იწვევს ტკივილებს, გულის რევას და ფაღარათს. რუსულ ხალხურ მედიცინაში ნაყენს მცირე დოზებით ღებულობენ ფილტვების ტუბერკულიოზის, ნერვული დაავადებების, ნერვული კანკალისას; ფოთლებისა და ნაყოფების ნახარშს იყენებენ ასევე ნევრალგიის, ლარინგიტის, ბრონქიტის, შაკიკის, მოთენთილობის, ფსიქიური მოშლილობის, გაძლიერებული გულისცემის, სმენის მოშლილობისას და თვალის დაავადებებისას.

სადღეისოდ მცენარე გამოიყენება მხოლოდ ჰომეოპატიაში თვალის დაავადებისა და სხვა სულიერი აშლილობისას. მცენარე რეკომენდირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების შესასწავლად.

ხარისთვალა სასიკვდილოდ საშიში შხამიანი მცენარეა. თვით ერთმა ნაყოფმაც კი შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. სახლის პირობებში მისი გამოყენება ყოვლად შეუძლებელია.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები