მაჯაღვერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]].
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]  
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]  
  

22:55, 2 ნოემბერი 2023-ის ვერსია

მაჯაღვერი

მაჯაღვერი - (Daphne glomerata Lam.); ოჯახი: მაჯაღვერასებრნი (Thymelaeceae). 50 სმ-მდე სიმაღლის შიშველი ბუჩქია. ღერო მსხვილია, მურა ნაცრისფერი ქერქით, ძირიდანვე დატოტვილი. ტოტები წამოწეულია, მარტივია ან ორთითასებრ დატოტვილი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა ან ნიჩბისებური, მჯდომარეა და თავმოყრილი ტოტების ბოლოებზე. ყვავილები სურნელოვანია, 3-16 ყვავილი ერთად კონებად არის შეკრებილი. ყვავილსაფარი გარედან ვარდისფერია. შიგნიდან – თეთრი. ყვავილსაფრის ნაკვთები ლანცეტაა. ნაყოფი წითელი. ყვ. ნაყ. VII-VIII. ეს მცენარე გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებზე და ბუჩქნარებს შორის, ძლიერ გადაძოვებულ ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფლების – ჯვარბოსლისა და კოკლათის – მიდამოებში.

სამკურნალოდ გამოიყენება ქერქი, მზადდება ადრე გაზაფხულზე წვენების მოძრაობის პერიოდში და ნაყოფები (გროვდება სრული სიმწიფის პერიოდში). ნედლეულთან მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან მცენარის ყველა ნაწილი ძლიერ შხამიანია. მცენარის შხამიან საწყის წარმოადგენს გლიკოზიდი დაფნინი, განსაკუთრებით ფისი – მეზერინი, რომელსაც ქერქი შეიცავს, ხოლო 10-15 კენკრის მიღება იწვევს სიკვდილს. ქერქში დაფნინის გარდა აღინიშნება უმბელიფერონი, საღებავი ნივთიერებები. ფენოლოგლიკოზიდები, დაფნოზიდი, მეზერინი, რომელიც წარმოადგენს მოყვითალო-მურა ფისს. ნაყოფებში აღინიშნება – ეთერზეთები, მწარე და საღებავი ნივთიერებები, დაფნინის მსგავსი ნივთიერება, ცხიმები, ცილები და სხვა ნივთიერებები; თესლებში – ცხიმზეთები და ალკალოიდები კვალის სახით.

წარსულში ქერქის სპირტიანი ნაყენი გამოიყენებოდა გარეგან საშუალებად რევმატიზმის, ნევრალგიების, იშიაზისა და რადიკულიტის, ნიკრისის ქარების, დამბლის, სიმსივნეების და წყლულების, დიათეზის სამკურნალოდ. არასწორი გამოყენების შემთხვევაში პრეპარატი იწვევს დამწვრობას, რომელსაც თან ერთვის კანის ანთებითი პროცესები.

ხალხურ მედიცინაში მცენარე გამოიყენება გარეგანად რადიკულიტის, იშიაზის და ა. შ. სამკურნალოდ. იშვიათად – გაციების, ტუბერკულოზის, სიყვითლის, დიზენტერიის, საყლაპავი მილის და ხახის სიმსივნეების სამკურნალოდ, აგრეთვე, როგორც ჭიების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება კბილების ტკივილისას.

მაღალი ტოქსიკურობიდან გამომდინარე, გამოყენებისას უკიდურესი სიფრთხილის დაცვაა საჭირო (ბიძინაშვილი, 2013).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები