გრიგოლ ხარჭაშნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „გრიგოლ ხარჭაშნელი“ გადაიტანა გვერდზე „სეფაშვილი გრიგოლ“)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „გრიგოლ სეფაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ ხარჭაშნელი“ გადამ...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 10:09, 25 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

გრიგოლ ხარჭაშნელი (სეფაშვილი) — (1736–1797), მწიგნობარი, საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე (ხარჭაშნის ეპისკოპოსი). 1759 წ. რუსეთში გაჰყვა ნიკოლოზ ალავერდელს. 1783 წ. საქართველოში დაბრუნდა. ამ დროს აკურთხეს მღვდელმთავრად. 1784 წ. ერეკლე მეორის ბრძანებით კვლავ მოსკოვს მიემგზავრება (ფიქრობენ, რომ ამ მოგზაურობას საიდუმლო პოლიტიკური სარჩული ჰქონდა). დროდადრო საქართველოში ჩამოდიოდა. გრიგოლ ხარჭაშნელი იყო ბიბლიოფილი. მას ბევრი ხელნაწერი გადაუნუსხავს და ბევრიც სქოლიოებით შეუმკია. იგი ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ტრადიციის გამგრძელებლად გვევლინება (ავსებს და აგრძელებს ძველ ქრონიკებს, კინკლოსებს, პასხალიებს). საინტერესოა მისი ავტობიოგრაფიულ-მემუარისტული ნაშრომიც.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ტ. რუხაძე, მწერალი ხარჭაშნელი, თსუ შრომები, XXIX-B, თბ., 1946.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები