ვეშაპელი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 12 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:VeshapeliGrigoli.jpg|250პქ|thumb|'''გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე)''']]
 
[[ფაილი:VeshapeliGrigoli.jpg|250პქ|thumb|'''გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე)''']]
'''გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი (ვეშაპიძე)''' (. 1812, გლეხის შვილის ოჯახში. ლიტერატორი. რედაქტორი გაზეთ „კლდისა“.  
+
'''ვეშაპელი (ვეშაპიძე) გრიგოლ გიორგის ძე''' ''(1892, სოფ. საირხე, შორაპნის მაზრა - 10.VI.1926, პარიზი)'' - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, [[საქართველო]]ს [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი.  
  
თბილისის ადრესი – იზმაილოვის ქ. 27, № 3. ტელეფონი 10–25. სოფლის ადრესი – ს. საირხე (ზემო იმერეთი) საკუთარი მამული.
+
====ბიოგრაფია====
 +
1910 ვერცხლის მედლით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იღებდა [[კავკასია|კავკასიის]] სასწავლო ოლქის სტიპენდიას. პერიოდულ პრესაში წერილებს გიმნაზიის პერიოდიდან აქვეყნებდა, სტუდენტობისას, ქართულის გარდა, თანამშრომლობდა მოსკოვურ გამოცემებთან (გაზეთი „Русские ведомости“ და ჟურნალი „Голос минувшего“). იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ ერთი ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის ერთი წლით გარიცხული იყო უნივერსიტეტიდან, რომელიც 1916 წელს დაამთავრა და სწავლა იქვე იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1916-1917 წლებში მოსკოვში გამოიცა გრიგოლ ვეშაპელის ორი ნაშრომი: „Турецкая Грузия: Лазистан, Трапезунд и Чорох. Край“ (ეს წიგნი 1919 ბერნში ფრანგულ ენაზეც დაიბეჭდა) და „Единство Грузии и русский протекторат: Рус.-груз. трактат 1783 г. и союз. договор Карталино-Кахетии, Имеретии, Мингрелии и Гурии“ (1918 ქართულ ენაზე გამოქვეყნდა [[თბილისი|თბილისშიც]]).  
  
==პარტიული რწმენა==
+
1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ გრიგოლ ვეშაპელი საქართველოში დაბრუნდა. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1917 წლის აპრილიდან 1918 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნულ-დემოკრატიული გაზეთ „[[საქართველო (გაზეთი)|საქართველო]]ს“ რედაქტორი. 1917 წლის ივნისში, როგორც საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრმა, აქტიური მონაწილეობა მიიღო ედპ-ის დაფუძნებაში, პარტიის პირველ ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის შესახებ. ყრილობამ პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, მთავარმა კომიტეტმა კი პრეზიდიუმის წევრობა და პარტიის თავმჯდომარის მოადგილეობა მიანდო. 1917 ედპ-ის სიით შედიოდა [[საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო|საქართველოს ინტერპარტიული საბჭო]]ს შემადგენლობაში, აქტიური მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს ეროვნული ყრილობის]] მოწვევასა და მუშაობაში. 1917 წლის ნოემბერში ეროვნულმა ყრილობამ [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] წევრად, საბჭომ კი თავისი აღმასკომის, მისი პრეზიდიუმისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. არჩეული იყო საბჭოს სარეგლამენტო, სარედაქციო, საზავო და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] საარჩევნო კომისიების წევრად. მონაწილეობდა [[ტრაპიზონის საზავო კონფერენცია|ტრაპიზონის საზავო მოლაპარაკება]]ში, ასევე [[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების]] მოსამზადებელ საქმიანობაში, 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მანვე რუსულ ენაზე წაიკითხა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი]].
დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატი (ფრაქციის თავმჯდომარე)
+
  
==განათლება==
+
1918 წლის 13 სექტემბერს ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციას გამოეყო ექვსკაციანი ჯგუფი გრიგოლ ვეშაპელის ხელმძღვანელობით, რომელმაც ჯერ „დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული ფრაქცია“, ხოლო იმავე წლის დეკემბერში [[ეროვნული პარტია]] (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია) დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარე და მთავრი ბეჭდური ორგანოს (ჯერ გაზეთი „[[კლდე (გაზეთი)|კლდე]]“, შემდეგ, მონაცვლეობით, გაზეთები: „სალი კლდე“, „პიტალო კლდე“, „[[ნაციონალისტი (გაზეთი)|ნაციონალისტი]]“ და „[[მიწა (გაზეთი)|მიწა]]“) რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი იყო. 1919 წლის სექტემბერში, [[საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები|დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნების]] შედეგად გრიგოლ ვეშაპელი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - დეპუტატი გახდა. ოპოზიციაში ედგა სოციალ-დემოკრატიულ უმრავლესობას, რომელსაც უპირისპირდებოდა ნაციონალისტური პოზიციიდან. 1921 წლის იანვარში ედპ-საგან გამოყოფილი ორგანიზაციები გაერთიანდნენ, მათვე დაემატათ [[უპარტიოთა კავშირი|უპარტიოთა კავშირიც]] და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული პარტია. გრიგოლ ვეშაპელი პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
პირველი სწავლა მიიღო მამისაგან; საშუალო სწავლა მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, დაამთავრა იგი („ვერცხლის მედალი“) 1910 წელს. გიმნაზისტობის დროს დაიწყო თანამშრომლობა ქართულ და რუსულ პრესაში.
+
  
იმავე 1910 წელს დაენიშნა „კავკასიის ოლქის სახაზინო სტიპენდია“. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ყოფნის დროს თანამშრომლობდა როგორც თბილისის, ისე მოსკოვის პრესაში („Русскія Вђдомости,[...]). მუშაობდა და იყო გამგეობის წევრად ქართულ სტუდენტურ სათვისტომოში, აგრეთვე მოსკოვის ქართულ კოლონიის საკულტურო სამეცნიერო საზოგადოებაში.
+
====ემიგრაცია====
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის]] დროიდან (1921) გრიგოლ ვეშაპელი [[ემიგრაცია]]ში წავიდა და გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის სახელით ჩაერთო პოლიტიკური ემიგრაციის მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ. 1922 წელს მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“, არჩეულ იქნა ამ პრეზიდიუმის წევრად. იმყოფებოდა [[იტალია]]ში, ინგლისში, [[გერმანია]]ში, შეისწავლა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. იყო ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველი ლიგის ქართული განყოფილების წევრი. 1924 წლის მაისიდან მწვავედ დაუპირისპირდა საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას, დაგმო საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის იდეა, რომელიც დასავლეთიდან რეალური დახმარების გარეშე განუხორციელებლად მიაჩნდა. [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|აგვისტოს აჯანყების]] მარცხმა გრიგოლ ვეშაპელი ბოლშევიკურ [[რეჟიმი|რეჟიმთან]] ბრძოლის უპერსპექტივობაში დაარწმუნა, რასაც მის მსოფლმხედველობაში დიამეტრული ცვლილება მოჰყვა. იგი დაუახლოვდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს [[ევროპა|ევროპაში]] და ჩადგა კომუნისტური რეჟიმის სამსახურში. გრიგოლ ვეშაპელმა 1924 წლის ნოემბერში პარიზში დააარსა გაზეთი „ახალი საქართველო“ (გამოდიოდა 1926 წლამდე პარიზსა და ბერლინში), რომლის ფურცლებიდანაც ქართველ ემიგრატებს საბჭოთა საქართველოში დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა. საქართველოს ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლმა ძალებმა გრიგოლ ვეშაპელის მოქმედება შეუწყნარებლად მიიჩნიეს.  
  
უნივერსიტეტში ყოფნის დროს ერთი აკადემიური წლით გამორიცხული იყო ფაკულტეტიდან სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის.
+
1926 წლის 10 ივნისს იგი პარიზში რამდენიმე გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა ა. მერაბაშვილმა. დაკრძალეს პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე. ნეკროლოგები გამოაქვეყნა საქართველოს საბჭოურმა პრესამ („Заря Востока“, „[[კომუნისტი (გაზეთი)|კომუნისტი]]“). ჰყავდა მეუღლე - ნინო ელიაშვილი. 1928 წელს მშობლების თხოვნით, გრიგოლ ვეშაპელის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1937 მისი ნეშტი დიდუბიდან ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს.
  
ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1916 წელს, შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის ლექციებს ისმენდა – ისტ. ფილოლ. ფაკულტეტზე ყოფნის დროსაც. 1916 წლიდან იღებდა უახლოეს მონაწილეობას გაზეთ „საქართველოში“.
+
::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ოთარ ჯანელიძე'''''
  
1917 წელს, რევოლუციის დაწყების შემდეგ თავი გაანება იურიდიულ ფაკულტეტს და დაბრუნდა [[საქართველო|საქართველოში]]. 1917 წლის აპრილიდან ვიდრე 1918 წლამდის იყო გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორად და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დამფუძნებელი კონფერენციის მიერ არჩეულ იყო პარტიის მთავარ კომიტეტში.
+
==თხზულებები==
 +
* გ. ვეშაპელი, სიტყვები ნათქვამი პარლამენტში [ეროვნულ საბჭოში], თფ., 1919;
 +
* მისივე, ნაციონალ-დემოკრატიული პარტია; თფ., 1918;
 +
* მისივე, აჯანყების შემდეგ;
 +
* La polItIque realIste GeorgIenne: Годовщина газеты „Новая Грузия“, ParIs, 1925;
  
==პოლიტიკური მოღვაწეობა==
+
==ლიტერატურა==
იმავე წელს არჩეული იყო პარტიის სიით თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნათ. ინტერპარტიულ საბჭოს შედგენის შემდეგ იყო პარტიის დელეგატათ საბჭოში და მის აღმასრულებელ კომიტეტში; საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოემბერში იყო ყრილობის პრეზიდიუმში და შემდეგ პირველი სესიის ეროვნულ საბჭოში იყო აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგათ (ვიდრე საქართველოს მთავრობა შესდგებოდა).
+
* მ. ნიქაბაძე, გრიგოლ გიორგის-ძე ვეშაპელის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი: დისერტაცია ისტორ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად, ქუთ., 2007 (ხელნაწ. უფლებით); *ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
 +
* დ. ჭუმბურიძე, ისტორიული პორტრეტები: დასაწყისი XX საუკუნისა, თბ., 2008.
  
1918 წელს თებერვალში იღებდა მონაწილეობას ტრაპიზონის საზავო კონფერენციაში, როგორც [[ამიერკავკასიის სეიმი|ამიერ-კავკასიის სეიმის]] საზავო დელეგაციის ეროვნულ სეკრეტარიატის წევრი.
+
==იხილე აგრეთვე==
 
+
*[http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000273/ ქართველები უცხოეთში]
კონფერენციის შეწყვეტის შემდეგ როგორც ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელი დარჩა რამოდენიმე ხანი ოსმალეთში, ენვერ-ფაშასთან მოსალაპარაკებლად.
+
*[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008441/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 
+
*[https://civiledu.wordpress.com/2019/05/15/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1/ ვეშაპელი გრიგოლ]
ეროვნულ საბჭოს პარლამენტად გამოცხადების შემდეგ იყო ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის თავმჯდომარის ამხანაგად.
+
 
+
1918 წლის ენკენისთვიდან, ნაც.-დემ. პარტიის გაყოფის შემდეგ, არჩეულ იქმნა დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარ კომიტეტის და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ;
+
 
+
==შრომები==
+
ვეშაპელს აქვს დაბეჭდილი სამი ნაშრომი დაწერილი სტუდენტობის დროს; წიგნი გამოცემულია რუსულ ენაზედ, მამულის ქართულ კულტურულ საზოგადოების მიერ („Турецкая Грузія“ და „Единство Грузіи“...) მესამე წიგნი გამოცემულია ქართულ ენაზედ თბილისში, („საქართველო და რუსეთი“).
+
 
+
:::::::::::::::::::::::::'''''დაწერილია საბჭოს წევრის გ. ვეშაპელის მიერ'''''
+
:::::::::::::::::::::::::::'''''ქვესტორისათვის'''''
+
 
+
:::::::::::::::::::::::::::::'''''16. IX. 1918.'''''
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]  
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]  
 
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]
 
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]
[[კატეგორია:ამიერკავკასიის რესპუბლიკა]]
+
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 23:22, 4 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე)

ვეშაპელი (ვეშაპიძე) გრიგოლ გიორგის ძე (1892, სოფ. საირხე, შორაპნის მაზრა - 10.VI.1926, პარიზი) - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1910 ვერცხლის მედლით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იღებდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიას. პერიოდულ პრესაში წერილებს გიმნაზიის პერიოდიდან აქვეყნებდა, სტუდენტობისას, ქართულის გარდა, თანამშრომლობდა მოსკოვურ გამოცემებთან (გაზეთი „Русские ведомости“ და ჟურნალი „Голос минувшего“). იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ ერთი ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის ერთი წლით გარიცხული იყო უნივერსიტეტიდან, რომელიც 1916 წელს დაამთავრა და სწავლა იქვე იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1916-1917 წლებში მოსკოვში გამოიცა გრიგოლ ვეშაპელის ორი ნაშრომი: „Турецкая Грузия: Лазистан, Трапезунд и Чорох. Край“ (ეს წიგნი 1919 ბერნში ფრანგულ ენაზეც დაიბეჭდა) და „Единство Грузии и русский протекторат: Рус.-груз. трактат 1783 г. и союз. договор Карталино-Кахетии, Имеретии, Мингрелии и Гурии“ (1918 ქართულ ენაზე გამოქვეყნდა თბილისშიც).

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გრიგოლ ვეშაპელი საქართველოში დაბრუნდა. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1917 წლის აპრილიდან 1918 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნულ-დემოკრატიული გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი. 1917 წლის ივნისში, როგორც საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრმა, აქტიური მონაწილეობა მიიღო ედპ-ის დაფუძნებაში, პარტიის პირველ ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის შესახებ. ყრილობამ პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, მთავარმა კომიტეტმა კი პრეზიდიუმის წევრობა და პარტიის თავმჯდომარის მოადგილეობა მიანდო. 1917 ედპ-ის სიით შედიოდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს შემადგენლობაში, აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევასა და მუშაობაში. 1917 წლის ნოემბერში ეროვნულმა ყრილობამ ეროვნული საბჭოს წევრად, საბჭომ კი თავისი აღმასკომის, მისი პრეზიდიუმისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. არჩეული იყო საბჭოს სარეგლამენტო, სარედაქციო, საზავო და საქართველოს დამფუძნებელი კრების საარჩევნო კომისიების წევრად. მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო მოლაპარაკებაში, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მოსამზადებელ საქმიანობაში, 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მანვე რუსულ ენაზე წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

1918 წლის 13 სექტემბერს ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციას გამოეყო ექვსკაციანი ჯგუფი გრიგოლ ვეშაპელის ხელმძღვანელობით, რომელმაც ჯერ „დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული ფრაქცია“, ხოლო იმავე წლის დეკემბერში ეროვნული პარტია (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია) დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარე და მთავრი ბეჭდური ორგანოს (ჯერ გაზეთი „კლდე“, შემდეგ, მონაცვლეობით, გაზეთები: „სალი კლდე“, „პიტალო კლდე“, „ნაციონალისტი“ და „მიწა“) რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი იყო. 1919 წლის სექტემბერში, დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნების შედეგად გრიგოლ ვეშაპელი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - დეპუტატი გახდა. ოპოზიციაში ედგა სოციალ-დემოკრატიულ უმრავლესობას, რომელსაც უპირისპირდებოდა ნაციონალისტური პოზიციიდან. 1921 წლის იანვარში ედპ-საგან გამოყოფილი ორგანიზაციები გაერთიანდნენ, მათვე დაემატათ უპარტიოთა კავშირიც და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული პარტია. გრიგოლ ვეშაპელი პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

[რედაქტირება] ემიგრაცია

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის დროიდან (1921) გრიგოლ ვეშაპელი ემიგრაციაში წავიდა და გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის სახელით ჩაერთო პოლიტიკური ემიგრაციის მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ. 1922 წელს მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“, არჩეულ იქნა ამ პრეზიდიუმის წევრად. იმყოფებოდა იტალიაში, ინგლისში, გერმანიაში, შეისწავლა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. იყო ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველი ლიგის ქართული განყოფილების წევრი. 1924 წლის მაისიდან მწვავედ დაუპირისპირდა საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას, დაგმო საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის იდეა, რომელიც დასავლეთიდან რეალური დახმარების გარეშე განუხორციელებლად მიაჩნდა. აგვისტოს აჯანყების მარცხმა გრიგოლ ვეშაპელი ბოლშევიკურ რეჟიმთან ბრძოლის უპერსპექტივობაში დაარწმუნა, რასაც მის მსოფლმხედველობაში დიამეტრული ცვლილება მოჰყვა. იგი დაუახლოვდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპაში და ჩადგა კომუნისტური რეჟიმის სამსახურში. გრიგოლ ვეშაპელმა 1924 წლის ნოემბერში პარიზში დააარსა გაზეთი „ახალი საქართველო“ (გამოდიოდა 1926 წლამდე პარიზსა და ბერლინში), რომლის ფურცლებიდანაც ქართველ ემიგრატებს საბჭოთა საქართველოში დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა. საქართველოს ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლმა ძალებმა გრიგოლ ვეშაპელის მოქმედება შეუწყნარებლად მიიჩნიეს.

1926 წლის 10 ივნისს იგი პარიზში რამდენიმე გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა ა. მერაბაშვილმა. დაკრძალეს პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე. ნეკროლოგები გამოაქვეყნა საქართველოს საბჭოურმა პრესამ („Заря Востока“, „კომუნისტი“). ჰყავდა მეუღლე - ნინო ელიაშვილი. 1928 წელს მშობლების თხოვნით, გრიგოლ ვეშაპელის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1937 მისი ნეშტი დიდუბიდან ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ოთარ ჯანელიძე

[რედაქტირება] თხზულებები

  • გ. ვეშაპელი, სიტყვები ნათქვამი პარლამენტში [ეროვნულ საბჭოში], თფ., 1919;
  • მისივე, ნაციონალ-დემოკრატიული პარტია; თფ., 1918;
  • მისივე, აჯანყების შემდეგ;
  • La polItIque realIste GeorgIenne: Годовщина газеты „Новая Грузия“, ParIs, 1925;

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მ. ნიქაბაძე, გრიგოლ გიორგის-ძე ვეშაპელის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი: დისერტაცია ისტორ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად, ქუთ., 2007 (ხელნაწ. უფლებით); *ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
  • დ. ჭუმბურიძე, ისტორიული პორტრეტები: დასაწყისი XX საუკუნისა, თბ., 2008.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები