თაქთაქიშვილი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: თამარ თაქთაქიშვილი '''თაქთაქიშვილი თა...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თამარ თაქთაქიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „თაქთაქიშვილი თამარ“)

16:44, 22 მაისი 2017-ის ვერსია

თამარ თაქთაქიშვილი

თაქთაქიშვილი თამარ შალვას ასული - (17. III. 1928, თბილისი- 17 XI, 2005 ), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი.

1951 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). 1950-73 თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია. 1973-დან აქვე მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად. მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალიზმი, ვოკალურ-სცენური ოსტატობა. თაქთაქიშვილს შესრულებული აქვს მრავალი საოპერო პარტია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), მზია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), ტოსკა, ბატერფლაი (პუჩინის „ტოსკა“, „ჩიო-ჩიო-სანი“), ნედა (ლეონკავალოს „ჯამბაზები,“), მარგარიტა (გუნოს „ფაუსტი“), ლეონორა (ვერდის „ტრუბადური“), სოფია (პროკოფიევის „სემიონ კოტკო“) და სხვ. 1976-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე (დოცენტი).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")


იხილე აგრეთვე

თამარ თაქთაქიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები