თაქთაქიშვილი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ თაქთაქიშვილი

თაქთაქიშვილი თამარ შალვას ასული - (17. III. 1928, თბილისი- 17 XI, 2005 ), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი.

1951 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). 1950-73 თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია. 1973-დან აქვე მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად.

მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალიზმი, ვოკალურ-სცენური ოსტატობა. თაქთაქიშვილს შესრულებული აქვს მრავალი საოპერო პარტია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), მზია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), ტოსკა, ბატერფლაი (პუჩინის „ტოსკა“, „ჩიო-ჩიო-სანი“), ნედა (ლეონკავალოს „ჯამბაზები,“), მარგარიტა (გუნოს „ფაუსტი“), ლეონორა (ვერდის „ტრუბადური“), სოფია (პროკოფიევის „სემიონ კოტკო“) და სხვ. 1976-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე (დოცენტი).



იხილე აგრეთვე

თამარ თაქთაქიშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები