ნათელაშვილი გელანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნათელაშვილი გელანა“ გადაიტანა გვერდზე „გელანა ნათელაშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გელანა ნათელაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ნათელაშვილი გელანა“ გ...)

15:01, 21 სექტემბერი 2023-ის ვერსია

გელანა ნათელაშვილი – მწყემსების მეთაური, ანუ როგორც ხშირად იხსენიება, „მწყემსთა სარდალი". ზოგ ვარიანტში შეცელილი სახელითა და გვარით გვხვდება: გიორგი დრეიძიშვილი, გელა ნათელაშვილი, გიორგი ვერძეული, გიორგა მეძღვარიშვილი... ყოფილა დუშელი, სოფელ ბაზალეთიდან. ჰყოლია ღორის კოლტი, რომელსაც მოჯამაგირეთა დახმარებით მწყემსავდა. გ. ნათელაშვილმა ლეკთა მარბიელ რაზმებთან ბრძოლაში ისე ისახელა თავი, რომ მისი ნახვა ერეკლეს მეფესაც მოუსურვებია. გელანა ნათელაშვილისადმი მიძღვნილი ხალხური ლექსი მესტვირულის ტიპიური ნიმუშია. ლექსი მხატვრული სახეებით არ გამოირჩევა, გვიზიდავს ამღერებული სტრიქონებით და ცხოვრებისეული სიმართლით.

ნ. შამანაძე


ლიტერატურა

  • ზ. მთაწმინდელი, გელა ნათელაშვილი ერთგული რაინდი მეფე ერეკლესი, „დროება“, 1878 წ., №169;
  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, 1934, გვ. 209;
  • ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1949, გე. 166;
  • მისივე, ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, II, 1964: გვ. 328;
  • ნ. შამანაძე, ფოლკლორული ეტიუდები, 1970.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები