ბერლიოზი ჰექტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ჰექტორ ბერლიოზი '''ბერლიოზი ჰექტორ''' - Berliozю (11....)
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Berliozi.png|thumb|200პქ|ჰექტორ ბერლიოზი]]
 
'''ბერლიოზი ჰექტორ''' - Berliozю (11. XII. 1803, კოტ-სენტ-ანდრე, საფრანგეთი, – 8. III. 1869, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკალური კრიტიკოსი, მწერალი.  
+
'''ბერლიოზი ჰექტორ''' - Berliozю (11. XII. 1803, კოტ-სენტ-ანდრე, [[საფრანგეთი]], – 8. III. 1869, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი, [[დირიჟორი]], მუსიკალური კრიტიკოსი, მწერალი.  
  
1826-30 სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში ჟ. ლესიუერთან (კომპოზიცია) და ა. რეიხასთან (პოლიფონია). 1830-32 ბერლიოზი იტალიაში გაემგზავრა მუსიკალური განათლების სრულყოფის მიზნით. 1832 პარიზში დაბრუნდა. შეუდგა საკომპოზიტორო, სადირიჟორო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1842 გამართა პირველი გასტროლები საზღვარგარეთ. 1847-48 თავის ნაწარმოებებს დირიჟორობდა ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, რუსეთში. 1867-68 ხელმეორედ ესტუმრა რუსეთს, დაუახლოვდა „მძლავრი ჯგუფის“ კომპოზიტორებს.  
 
ბერლიოზი ნეორომანტიკოსია. მის შემოქმედებაში აირეკლა ეპოქის წინააღმდეგობანი. ბერლიოზის სტილი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ „ფანტასტიკურ სიმფონიაში“ (1830), რომელიც მსოფლიო სიმფონიური შემოქმედების ერთ-ერთი შედევრია. ბერლიოზის სიმფონიური შემოქმედება ახალი ეტაპია საორკესტრო ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ბერლიოზმა რომანტიკულ სიმფონიურ მუსიკაში შემოიტანა კლასიკური ლიტერატურის სახეები. ასეთია ბაირონის ნაწარმოებთა მიხედვით შექმნილი სიმფონია ალტისა და ორკესტრისათვის „ჰაროლდი იტალიაში“ (1834), სიმფონია შექსპირის მიხედვით „რომეო და ჯულიეტა“ (1839) და კომიკური ოპერა „ბეატრიჩე და პენედიქტი“ (1862), გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით დრამატული ლეგენდა (ორატორია) „ფაუსტის განკიცხვა“ (1846). ამ ნაწარმოებში აშკარად ჩანს ბერლიოზის მისწრაფება გრანდიოზული მასშტაბებისაკენ, თვალსაჩინოა პროგრამული სიმფონიზმის პრინციპების შერწყმა საოპერო-ორატორიულ ჟანრებთან. 1830 ივლისის რევოლუციის, მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნა ბერლიოზმა გრანდიოზული „რეკეიემი“ და „სამგლოვიარო-ტრიუმფული სიმფონია“ (1840). ბერლიოზს ეკუთვნის აგრეთვე: ორატორია „ქრისტეს ბავშვობა“, ოპერა „ბენვენუტო ჩელინი“ (1838), ოპერა-დილოგია „ტროელები“ – ვერგილიუსის მიხედვით (1859), 6 კანტატა, საორკესტრო უვერტიურები, რომანსები და სხვ.  
+
ბერლიოზი ნეორომანტიკოსია. მის შემოქმედებაში აირეკლა ეპოქის წინააღმდეგობანი. ბერლიოზის სტილი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ „ფანტასტიკურ სიმფონიაში“ (1830), რომელიც მსოფლიო სიმფონიური შემოქმედების ერთ-ერთი შედევრია. ბერლიოზის სიმფონიური შემოქმედება ახალი ეტაპია საორკესტრო ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ბერლიოზმა რომანტიკულ სიმფონიურ მუსიკაში შემოიტანა კლასიკური ლიტერატურის სახეები. ასეთია ბაირონის ნაწარმოებთა მიხედვით შექმნილი სიმფონია [[ალტი (ხემიანი საკრავი)|ალტისა]] და ორკესტრისათვის „ჰაროლდი იტალიაში“ (1834), სიმფონია შექსპირის მიხედვით „რომეო და ჯულიეტა“ (1839) და კომიკური ოპერა „ბეატრიჩე და პენედიქტი“ (1862), გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით დრამატული [[ლეგენდა]] ([[ორატორია]]) „ფაუსტის განკიცხვა“ (1846). ამ ნაწარმოებში აშკარად ჩანს ბერლიოზის მისწრაფება გრანდიოზული მასშტაბებისაკენ, თვალსაჩინოა პროგრამული სიმფონიზმის პრინციპების შერწყმა საოპერო-ორატორიულ ჟანრებთან. 1830 ივლისის რევოლუციის, მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნა ბერლიოზმა გრანდიოზული „რეკეიემი“ და „სამგლოვიარო-ტრიუმფული სიმფონია“ (1840). ბერლიოზს ეკუთვნის აგრეთვე: ორატორია „ქრისტეს ბავშვობა“, [[ოპერა]] „ბენვენუტო ჩელინი“ (1838), ოპერა-დილოგია „ტროელები“ – ვერგილიუსის მიხედვით (1859), 6 [[კანტატა]], საორკესტრო უვერტიურები, რომანსები და სხვ.  
  
ბერლიოზი გამოჩენილი დირიჟორი იყო, მან ვაგნერთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სადირიჟორო ხელოვნების ახალ რომანტიკულ სტილს. თითქმის 30 წელი ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპული მუსიკის კრიტიკის განვითარებაში. გ. ტორაძე
+
ბერლიოზი გამოჩენილი დირიჟორი იყო, მან [[ვაგნერი რიხარდ|ვაგნერთან]] ერთად საფუძველი ჩაუყარა სადირიჟორო ხელოვნების ახალ რომანტიკულ სტილს. თითქმის 30 წელი ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპული მუსიკის კრიტიკის განვითარებაში. გ. ტორაძე
  
ხაზი 12: ხაზი 12:
  
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
+
==წყარო==
 +
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:კომპოზიტორები]]
 
[[კატეგორია:კომპოზიტორები]]
 +
[[კატეგორია:ფრანგი კომპოზიტორები]]
 
[[კატეგორია:დირიჟორები]]
 
[[კატეგორია:დირიჟორები]]
 +
[[კატეგორია:ფრანგი დირიჟორები]]

მიმდინარე ცვლილება 21:24, 15 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ჰექტორ ბერლიოზი

ბერლიოზი ჰექტორ - Berliozю (11. XII. 1803, კოტ-სენტ-ანდრე, საფრანგეთი, – 8. III. 1869, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკალური კრიტიკოსი, მწერალი.

1826-30 სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში ჟ. ლესიუერთან (კომპოზიცია) და ა. რეიხასთან (პოლიფონია). 1830-32 ბერლიოზი იტალიაში გაემგზავრა მუსიკალური განათლების სრულყოფის მიზნით. 1832 პარიზში დაბრუნდა. შეუდგა საკომპოზიტორო, სადირიჟორო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1842 გამართა პირველი გასტროლები საზღვარგარეთ. 1847-48 თავის ნაწარმოებებს დირიჟორობდა ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, რუსეთში. 1867-68 ხელმეორედ ესტუმრა რუსეთს, დაუახლოვდა „მძლავრი ჯგუფის“ კომპოზიტორებს.

ბერლიოზი ნეორომანტიკოსია. მის შემოქმედებაში აირეკლა ეპოქის წინააღმდეგობანი. ბერლიოზის სტილი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ „ფანტასტიკურ სიმფონიაში“ (1830), რომელიც მსოფლიო სიმფონიური შემოქმედების ერთ-ერთი შედევრია. ბერლიოზის სიმფონიური შემოქმედება ახალი ეტაპია საორკესტრო ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ბერლიოზმა რომანტიკულ სიმფონიურ მუსიკაში შემოიტანა კლასიკური ლიტერატურის სახეები. ასეთია ბაირონის ნაწარმოებთა მიხედვით შექმნილი სიმფონია ალტისა და ორკესტრისათვის „ჰაროლდი იტალიაში“ (1834), სიმფონია შექსპირის მიხედვით „რომეო და ჯულიეტა“ (1839) და კომიკური ოპერა „ბეატრიჩე და პენედიქტი“ (1862), გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით დრამატული ლეგენდა (ორატორია) „ფაუსტის განკიცხვა“ (1846). ამ ნაწარმოებში აშკარად ჩანს ბერლიოზის მისწრაფება გრანდიოზული მასშტაბებისაკენ, თვალსაჩინოა პროგრამული სიმფონიზმის პრინციპების შერწყმა საოპერო-ორატორიულ ჟანრებთან. 1830 ივლისის რევოლუციის, მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნა ბერლიოზმა გრანდიოზული „რეკეიემი“ და „სამგლოვიარო-ტრიუმფული სიმფონია“ (1840). ბერლიოზს ეკუთვნის აგრეთვე: ორატორია „ქრისტეს ბავშვობა“, ოპერა „ბენვენუტო ჩელინი“ (1838), ოპერა-დილოგია „ტროელები“ – ვერგილიუსის მიხედვით (1859), 6 კანტატა, საორკესტრო უვერტიურები, რომანსები და სხვ.

ბერლიოზი გამოჩენილი დირიჟორი იყო, მან ვაგნერთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სადირიჟორო ხელოვნების ახალ რომანტიკულ სტილს. თითქმის 30 წელი ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპული მუსიკის კრიტიკის განვითარებაში. გ. ტორაძე

[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები