გრეტრი ანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრეტრი ანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ანდრე გრეტრი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანდრე გრეტრი“ გადაიტანა გვერდზე „გრეტრი ანდრე“ გადამისამართე...)

12:32, 19 მაისი 2017-ის ვერსია

ანდრე გრეტრი

გრეტრი ანდრე ერნესტ მოდესტი - ფრ. André-Ernest-Modeste Grétry (8 ან 11. II. 1741, ლიეჟი, – 24. IX. 1813, მონმორანსი, პარიზის მახლობლად0, ფრანგი კომპოზიტორი, წარმოშობით ბელგიელი. საფრ. ინსტიტუტის წევრი (1795).

გრეტრი მუსიკას სწავლობდა ჯერ მამასთან, 1759-66 კი იტალიაში (1765 ჩაირიცხა ბოლონიის მუსიკალურ აკადემიაში). 1767-იდან ცხოვრობდა პარიზში. გრეტრმა დაწერა 60-მდე ოპერა, მ. შ. „გურონი“ (1768), „ლუსილი“ (1769), „რიჩარდ ლომგული“ (1784), „პეტრე დიდი“ (1790), „ვილჰელმ ტელი“ (1791) და სხვ. გრეტრის შემოქმედება, რომელზეც დიდი გავლენა მოახდინა ენციკლოპედისტების, განსაკუთრებით კი, ჟ. ჟ. რუსოს ესთეტიკამ, მნიშვნელოვანი ეტაპია XVIII ს. ფრანგული ოპერის ისტორიაში. მან საფუძველი მოუმზადა XIX ს. ფრანგულ ლირიკულ ოპერას. გრეტრი ინსტრუმენტული ნაწარმოებებისა (სიმფონია, კვარტეტები და სხვ.) და რამდენიმე ლიტერატურის ნაშრომის ავტორია. მისი „მემუარები“ ფრანგული სენტიმენტალიზმის ესთეტიკის მკაფიო ნიმუშია.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები