კილიგრიუ თომას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თომას კილიგრიუ''' – (1612-1683) ინგლისელი დრამატურგი და თეატრის მე...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თომას კილიგრიუ“ გადაიტანა გვერდზე „კილიგრიუ თომას“ გადამისამ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 23:01, 9 ივლისი 2023 მდგომარეობით

თომას კილიგრიუ – (1612-1683) ინგლისელი დრამატურგი და თეატრის მენეჯერი. პატარაობაშივე უფლება მოიპოვა უფასოდ ენახა სპექტაკლები თეატრში და ყოფილიყო ასისტენტი სასამართლოში. სპეციალური განათლება არ მიუღია, მისი სკოლა სასამართლო და თეატრი იყო. ინგლისის სამამულო ომის პერიოდში დაიწყო პიესების წერა, მისი ყველაზე პოპულარული პიესაა „პარსონის ქორწილი“ (The Parson’s Wedding (1637). მის ნაწარმოებებს ხშირად აკრიტიკებდნენ უხეში იუმორის გამო, მაგრამ მათ ქმნიდა პოეტ ჯონ დონის გავლენით, რაც მას უნარჩუნებდა მხატვრულ ხარისხს და დონეს, რომელიც გათვლილი იყო მაღალი საზოგადოების მოთხოვნებზე.

თომას კილიგრიუ ბევრს მოგზაურობდა და ცხოვრობდა ევროპაში: ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. ერთი პერიოდი ჩარლზ II-ის წარმომადგენელი იყო ვენეციაში. 1660 წელს დაჯილდოვდა სამეფო ორდენით თეატრის გახსნისთვის, რომელიც ახალი დრამატურგიის სათავე უნდა ყოფილიყო ბრიტანეთში. 1663 წლიდან სათავეში ჩაუდგა მისსავე დაარსებულ დრური ლეინის თეატრს. მას არ მიიჩნევენ კომპეტენტურ მენეჯერად, რადგან მუდმივი დაპირისპირებები ჰქონდა მსახიობებთან. თავისი პიესების გარდა, დგამდა აფრა ბენის, ჯონ დრაიდენის, უილიამ ვაიჩერლეის პიესებს, ასევე შექსპირის კომედიებსა და ტრაგედიებს, რადგანაც მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა შექსპირის პიესები. 1677 წელს მეფის გადაწყვეტილებით დაატოვებინეს თეატრი, ის გაკოტრდა. გარდაიცვალა 1683 წელს. მისი პიესებია: „პატიმრები“ (ლონდონი, 1632-1635); „კლარისლა“ (რომი, 1936); „პრინცესა, ანუ სიყვარული პირველ ადგილას“ (ნეაპოლი, 1636); „პილიგრიმი“ (პარიზი); „ბელამირას ოცნება ანუ ჩრდილების სიყვარული“ (ორ მოქმედებად, ვენეცია) და სხვა.


ლაშა ჩხარტიშვილი


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები