ტერენციუსი პუბლიუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''პუბლიუს ტერენციუსი''' − (''ლათ.'' Publius Terentius Afer, დაახლ. 195-159 ძვ.წ.), ძველრომაელი დრამატურგი.  
 
'''პუბლიუს ტერენციუსი''' − (''ლათ.'' Publius Terentius Afer, დაახლ. 195-159 ძვ.წ.), ძველრომაელი დრამატურგი.  
  
ადრეულ ასაკში იყო სენატორის მონა, რომელმაც მისცა განათლება და გაანთავისუფლა იგი. დაწერა 6 [[კომედია]] [[პალიატა]]ს ჟანრში: „ანდრიანელი ქალი“, „დედამთილი“, „საკუთარი თავის დამსჯელი“, „საჭურისი“, „ფორმიონი“, „ძმები“. თავის შემოქმედებაში იგი ძირითადად ორიენტირებული იყო [[მენანდრე]]ზე და არა [[პლავტუსი ტიტუს მაქციუსი|პლავტუსზე]] (უარყოფდა [[ბუფონადა]]ს, ილუზიის დარღვევას და ა.შ.), მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა ხასიათების შექმნაზე. იგი იყენებდა [[ახალი ატიკური კომედია|ახალი ატიკური კომედიისთვის]] დამახასიათებელ სიტუაციებს (ძალადობა, განხორციელებული გოგონას მიმართ უცნობი ჭაბუკის მიერ; ბავშვის დაკარგვა ან მოტაცება მისი შემდგომი „ამოცნობით“; ახალგაზრდების სიყვარული, რომელსაც ეწინააღმდეგებიან მშობლები). მისმა ნაწარმოებებმა დიდად შეუწყო ხელი ახალი ევროპული კომედიის წარმოქმნას.
+
ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, პუბლიუს ტერენციუსი წარმომავლობით კართაგენელი იყო, რის გამოც მიიღო ზედწოდება აფრი (აფრიკელი). კართაგენიდან რომში გასაყიდად ჩამოყვანილი ყმაწვილი სენატორ ტერენციუს ლუკანუსის მონა აღმოჩნდა. სენატორმა მასში ნიჭიერი ახალგაზრდა ამოიცნო, კარგი განათლება მისცა და შემდგომში, თავისუფლებაც უბოძა. თავისუფლება მინიჭებულმა ყმაწვილმა კი თავისი პატრონის სახელი მიიღო. ტერენციუსის ნიჭის დამფასებლები მაღალი წრის სხვა წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ. მწერალი მეგობრობდა კართაგენის დამპყრობლობით სახელმოხვეჭილ უმცროს სტიპიონთან და კონსულ გაიუს ლელიუსთან. სტიპიონ ემალიანუსის ლიტერატურული წრე კულტურის, ენისა და განათლების განვითარებაზე, გავრცელებაპოპულარიზაციაზე ზრუნავდა. მწერლის არაკეთილმოსურნეებმა ჭორები გაუვრცელეს, თითქოს მისი პიესების ნამდვილი ავტორები უმცროსი სტიპიონი და გაიუს ლელიუსი იყვნენ, რომელთა მეტად წარმოჩინებული სოციალური მდგომარეობა თითქოს საჩოთიროს ხდიდა მათთვის კომედიების ავტორობის აღიარებას. ტერენციუსის მფარველებისთვის ამგვარი ჭორები მაამებლური აღმოჩნდა და ტერენციუსიც აქტიურად არ აპროტესტებდა მისი ავტორობის უარმყოფელ სიცრუეს. მწერლის ლიტერატურული მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მან სულ ექვსი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესის]] დაწერა მოასწრო. ყოველმა მათგანმა ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. გადმოცემით, [[მენანდროსი]]ს [[კომედია|კომედიების]] თარგმანის მოსაპოვებლად მოგზაურობისას
 
+
ზღვაში დაიხრჩო. მისი დაღუპვის ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, დაღუპვისას ტერენციუსი 35 წელს არ აღემატებოდა,
 +
– შესაძლოა, ბევრად უფრო ახალგაზრდაც ყოფილიყო.
  
 +
ტერენციუსის კომედიები მის სიცოცხლეშივე დადგმულია, მაგრამ, უმეტესწილად, დიდი წარმატება არ მოუპოვებია. [[პლავტუსი ტიტუს მაქციუსი|პლავტუსი]]ს მსგავსად, ტერენციუსიც [[პალიატა]]ს ჟანრში მოღვაწეობს და [[კონტამინაცია|კონტამინაციის]] ხერხს მიმართავს. მისი პიესების სიუჟეტურ წყაროს მენანდროსის დრამატურგია წარმოადგენს. პლავტუსისგან განსხვავებით, ტერენციუსის კომედიებში არ ხდება ბერძნულ-რომაული ყოფისა და კოლორიტის შეჯერება. მისი შემოქმედება უფრო ბერძნულ ნიადაგზე „დამყნობადაა“ აღიარებული. პლავტუსის კომედიებისგან გამორჩეულ, ტერენციუსის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ თვისებებად მიიჩნევა – როგორც სიუჟეტური, ასევე ენობრივი სისადავე, ნაკლებ სკაბრეზული იუმორი, ნაკლებად გესლიანი ხუმრობები, – ასევე სიმღერის, ცეკვის, კალამბურების, [[კანტიკა|კანტიკების]], [[ბუფონადა|ბუფონადებისა]] და ფარსის ელემენტების სიმწირე.
 +
სიუჟეტური [[ინტრიგა (დრამატურგიაში)|ინტრიგისა]] და [[დიალოგი (დრამატული)|დიალოგი]]ს სისადავის პარალელურად
 +
იზრდება გმირის ხასიათის სირღმისეულად წარმოჩენის ტენდენცია. მართალია, ტერენციუსი ანტიკურ დრამატურგიაში კარგად ცნობილ [[ნიღაბი (თეატრალური)|ნიღბებს]] მიმართავს (იქნება ეს შეყვარებულთა წყვილი, მოხერხებული მსახური, ბაქია მეომარი, ხარბი მაჭანკალი თუ მკაცრი მამა), მაგრამ ამ ტიპიური ნიღბებისგან ძალზე არასტანდარტულ, არაერთგვაროვან ხასიათებს ქმნის.
  
 +
''მაია გოშაძე''
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი I]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 +
[[კატეგორია:კომედიოგრაფები]]
 +
[[კატეგორია:რომაელი კომედიოგრაფები]]
 
[[კატეგორია:რომაელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:რომაელი დრამატურგები]]

17:03, 23 ივნისი 2023-ის ვერსია

პუბლიუს ტერენციუსი

პუბლიუს ტერენციუსი − (ლათ. Publius Terentius Afer, დაახლ. 195-159 ძვ.წ.), ძველრომაელი დრამატურგი.

ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, პუბლიუს ტერენციუსი წარმომავლობით კართაგენელი იყო, რის გამოც მიიღო ზედწოდება აფრი (აფრიკელი). კართაგენიდან რომში გასაყიდად ჩამოყვანილი ყმაწვილი სენატორ ტერენციუს ლუკანუსის მონა აღმოჩნდა. სენატორმა მასში ნიჭიერი ახალგაზრდა ამოიცნო, კარგი განათლება მისცა და შემდგომში, თავისუფლებაც უბოძა. თავისუფლება მინიჭებულმა ყმაწვილმა კი თავისი პატრონის სახელი მიიღო. ტერენციუსის ნიჭის დამფასებლები მაღალი წრის სხვა წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ. მწერალი მეგობრობდა კართაგენის დამპყრობლობით სახელმოხვეჭილ უმცროს სტიპიონთან და კონსულ გაიუს ლელიუსთან. სტიპიონ ემალიანუსის ლიტერატურული წრე კულტურის, ენისა და განათლების განვითარებაზე, გავრცელებაპოპულარიზაციაზე ზრუნავდა. მწერლის არაკეთილმოსურნეებმა ჭორები გაუვრცელეს, თითქოს მისი პიესების ნამდვილი ავტორები უმცროსი სტიპიონი და გაიუს ლელიუსი იყვნენ, რომელთა მეტად წარმოჩინებული სოციალური მდგომარეობა თითქოს საჩოთიროს ხდიდა მათთვის კომედიების ავტორობის აღიარებას. ტერენციუსის მფარველებისთვის ამგვარი ჭორები მაამებლური აღმოჩნდა და ტერენციუსიც აქტიურად არ აპროტესტებდა მისი ავტორობის უარმყოფელ სიცრუეს. მწერლის ლიტერატურული მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მან სულ ექვსი პიესის დაწერა მოასწრო. ყოველმა მათგანმა ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. გადმოცემით, მენანდროსის კომედიების თარგმანის მოსაპოვებლად მოგზაურობისას ზღვაში დაიხრჩო. მისი დაღუპვის ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, დაღუპვისას ტერენციუსი 35 წელს არ აღემატებოდა, – შესაძლოა, ბევრად უფრო ახალგაზრდაც ყოფილიყო.

ტერენციუსის კომედიები მის სიცოცხლეშივე დადგმულია, მაგრამ, უმეტესწილად, დიდი წარმატება არ მოუპოვებია. პლავტუსის მსგავსად, ტერენციუსიც პალიატას ჟანრში მოღვაწეობს და კონტამინაციის ხერხს მიმართავს. მისი პიესების სიუჟეტურ წყაროს მენანდროსის დრამატურგია წარმოადგენს. პლავტუსისგან განსხვავებით, ტერენციუსის კომედიებში არ ხდება ბერძნულ-რომაული ყოფისა და კოლორიტის შეჯერება. მისი შემოქმედება უფრო ბერძნულ ნიადაგზე „დამყნობადაა“ აღიარებული. პლავტუსის კომედიებისგან გამორჩეულ, ტერენციუსის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ თვისებებად მიიჩნევა – როგორც სიუჟეტური, ასევე ენობრივი სისადავე, ნაკლებ სკაბრეზული იუმორი, ნაკლებად გესლიანი ხუმრობები, – ასევე სიმღერის, ცეკვის, კალამბურების, კანტიკების, ბუფონადებისა და ფარსის ელემენტების სიმწირე. სიუჟეტური ინტრიგისა და დიალოგის სისადავის პარალელურად იზრდება გმირის ხასიათის სირღმისეულად წარმოჩენის ტენდენცია. მართალია, ტერენციუსი ანტიკურ დრამატურგიაში კარგად ცნობილ ნიღბებს მიმართავს (იქნება ეს შეყვარებულთა წყვილი, მოხერხებული მსახური, ბაქია მეომარი, ხარბი მაჭანკალი თუ მკაცრი მამა), მაგრამ ამ ტიპიური ნიღბებისგან ძალზე არასტანდარტულ, არაერთგვაროვან ხასიათებს ქმნის.

მაია გოშაძე


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები