ვებერი ფრანსის
(→წყარო) |
|||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | * XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები | + | *[[XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები]] |
+ | |||
[[კატეგორია:დრამატურგები]] | [[კატეგორია:დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]] | [[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]] |
მიმდინარე ცვლილება 12:56, 20 ივნისი 2023 მდგომარეობით
ვებერი ფრანსის - (ფრ. WEBER FRANCIS) ფრანსის ვებერი პოპულარული ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი და დრამატურგია, რომელიც მიეკუთვნება ტრადიციული კომედიოგრაფების ოჯახს. საუკუნის დასაწყისში წარმატებით იდგმებოდა მისი ბაბუის პიერ ვებერის ვოდევილები. ბაბუამისი ას სამოცდაათამდე პიესის ავტორი იყო. მამა და ბიძა სცენარისტები იყვნენ, რომელთაც მრავალი კომედიური სიუჟეტი შექმნეს.
ფრანსის ვებერმა სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო პარიზის რადიოში, ლიტერატურული რედაქტორის თანამდებობაზე. წერდა სკეტჩებს ცნობილი კომიკოსი მსახიობის გი ბედოსთვის და მცირე პიესებს ტელევიზიისთვის. მისი პირველი კომედიაა „მოტაცება“ (1969), ედუარდ მერვეს თეატრში წარმოდგინეს.
1970 წელს გამოდის მისი კომედია „კონტრაქტი“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და იყო ეკრანიზებული სახელწოდებით „აბეზარა“.