ებრაელთა ღვთისმსახურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 19: ხაზი 19:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
[[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]]
[[კატეგორია:რელიგია]]
+
 
 
[[კატეგორია: ღვთისმსახურება]]
 
[[კატეგორია: ღვთისმსახურება]]
 
[[კატეგორია:იუდაიზმი]]
 
[[კატეგორია:იუდაიზმი]]

მიმდინარე ცვლილება 23:26, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

ებრაელთა ღმრთისმსახურება - შედგებოდა სხვადასხვა მსხვერპლთა შეწირვისაგან. მსხვერპლშეწირვა იყო ორგვარი: სისხლიანი და უსისხლო. უსისხლო მსხვერპლი შედგებოდა ზეთის, ფქვილის და საკმევლისაგან. სწირავდნენ ზეთში მოზელილ და თონეში გამომცხვარ პურსაც. აღთქმის ქვეყანაში რომ შევიდნენ ებრაელები, მაშინ დაიწყეს ღვინის შეწირვაც.

  1. სისხლიანი მსხვერპლი შინაარსის მიხედვით 4 სახისა იყო:
  2. ყოვლად-დასაწველი;
  3. საცხოვრებელი ანუ ცხოვრებისა;
  4. მსხვერპლი ცოდვისათვის და
  5. მსხვერპლი ბრალისა.

აქედან უმთავრესი იყო - ყოვლად-დასაწველი, რომლისთვისაც შეიძლებოდა შეეწირათ როგორც მსხვილფეხა (ძროხა, ხარი), ასევე წვრილფეხა - (კრავი, თიკანი) ცხოველები და ფრინველებიც - მტრედის მართვე ან გვრიტი; მსხვერპლი აუცილებლად ხვადი (მამალი), უბიწო, უმანკო და საღი უნდა ყოფილიყო.

ცხოვრების მსხვერპლად შეიწირებოდა ორივე სქესის მსხვილფეხა და წვრილფეხა უმანკო, საღი, წმინდა საქონელი. წმინდად ის ცხოველები ითვლებოდა, რომელთაც ჩლიქები შუაზე ჰქონდათ გაყოფილი და თან იცოხნებოდნენ. საჭმელადაც მხოლოდ წმინდა ცხოველები გამოიყენებოდა. ცხოვრების მსხვერპლი იყო სამგვარი: ა) საქებელი, ბ) აღთქმითი და გ) ნებსითი - სამადლობელოდ მიღებული წყალობისათვის. მსხვერპლი ცოდვისათვის იყო ხბო. ბრალის მსხვერპლი იყო კრავი. მსხვერპლი ბრალისა შეიწირებოდა მაშინ, თუ ბრალეული თავის ცოდვით არღვევდა კარვისა და მის მსახურთა უფლებებს.

უფლის ბრძანებით ხალხის ცოდვათა გამოსასყიდად აარონი აარჩევდა ორ ვაცს, რომელთაგან წილის ყრით ერთს დაკლავდა და მის სისხლს აპკურებდა საწმინდარს ანუ წმიდათაწმიდას. მეორე ვაცზე კი წაიკითხავდა მთელი ერის ცოდვებსა და უკეთურობებს და საგანგებოდ შერჩეული კაცის ხელით გაუშვებდა უდაბნოში. ამ ვაცს ეწოდებოდა „განტევების ვაცი“. სანამ ვაცს შესწირავდა, მანამ მღვდელმთავარს თავისი და თავისი ოჯახის ცოდვების გამოსასყიდად უნდა დაეკლა ხბო, მისი სისხლით გაეწმინდა თავისი თავი და თავისი ოჯახი. ეს ხდებოდა წელიწადში ერთხელ მე-7 თვის ე.ი. სექტემბრის 10 რიცხვში, შენდობის დღეს ანუ შენდობის დღესასწაულზე. ცოდვის გამოსასყიდი ხბოც და დაკლული ვაციც ტყავითა და შიგთავსითურთ უნდა დაეწვათ ბანაკის გარეთ საგანგებოდ შერჩეული კაცის ხელით, ხოლო ხორცი ეკლესიის მრევლს ურიგდებოდა.




[რედაქტირება] წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები