გუდიაშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი  
+
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
==იხილეთ აგრეთვე==

მიმდინარე ცვლილება 17:09, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

ნიკოლოზ გუდიაშვილი

გუდიაშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე - (19. V. 1913, თბილისი, – 17. IV. 1998, იქვე), კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

1937 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი), 1941 – ასპირანტურა (პ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით). 1937-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო, 1981-იდან პროფესორი. გუდიაშვილი ძირითადად მუშაობდა სიმფონიურ კამერულ-საკრავიერი, კამერულ-ვოკალური, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში. მისი საფორტეპიანო კვინტეტი (1948) ამ ჟანრის ერთ-ერთ პირველ და საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ქართულ მუსიკაში.

გუდიაშვილს ეკუთვნის ოპერები: „ელისო“ (ა. ყაზბეგის მიხედვით, 1944), „ქეთევან წამებული“ (1960); ერთაქტიანი „სისხლიანი სუფრა“, „შურისძიება“ და „ვივა ივერია“ (სამივე 1971), ორი ბალეტი „დედის მანდილი“ (1951) და „ნარიყალას ციხესთან“ (1958). ოპერეტები: „შეხვედრა აგარაკზე“ (1950), „საჩუქარი“ (1951), „სალხინობელი“ (1954), „ვახშამზე“ (1959, ოთხივე დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში), 4 სიმფონია (1941, 1949, 1968, 1980), 5 საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1946, 1948, 1961, 1980), 2 სავიოლინო კონცერტი (1955, 1965), 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო კვინტეტი (1948), ცნობილი საფორტეპიანო სონატინა (1950), 24 პრელუდია და ფუგა (1975) (პირველად საქართველოში), რომანსები, ხალხური თემებზე აგებული საორკესტრო საესტრადო ჟანრის „ქართული ფანტაზია“. (გ. ტორაძე)


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

ნიკოლოზ გუდიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები