კარნავალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Karnavali.PNG|thumb|250პქ|კარნავალი დიუნკერკში]]
 
[[ფაილი:Karnavali.PNG|thumb|250პქ|კარნავალი დიუნკერკში]]
'''კარნავალი''' –  (იტალ. саrnevalе), თეატრალიზებული ხასიათის მასობრივი სახალხო სეირნობა ღია ცის ქვეშ. საწყისებს იღებს საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო და საბაზრო დღესასწაულებთან. ეს სახელწოდება მიიღო XIII საუკუნის ბოლოს [[იტალია]]ში. კარნავალს თან ახლავს [[აკრობატიკა|აკრობატული]] და სპორტული თამაშობები, კოსტიუმირებული მსვლელობანი [[თეატრალური ნიღაბი|ნიღბების]] მონაწილეობით და სხვ.
+
'''კარნავალი''' –  (იტალ. саrnevalе), სინკრეტული, საწესჩვეულებო-სანახაობითი, მასობრივი ქმედების ფორმა, რომელსაც აქვს სიმბოლური შინაარსი და მოქცეულია სპეციფიკურ მხატვრულ სისტემაში.  
  
კარნავალის მონაწილენი გამოდიან სამასკარადო ტანსაცმლითა და ნიღბებით. კარნავალს თან ახლავს სხვადასხვა სახის გასართობები, თამაშობები, ცეკვები, მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივების თუ ინდივიდუალურ შემსრულებელთა გამოსვლები და . .
+
კარნავალი სათავეს იღებს სატურნალიებად წოდებულ ანტიკური ხანის საწესჩვეულებო [[რიტუალი]]დან. ეს არის „სამყარო უკუღმა“: ჩვეულებრივ პირობებში წოდებრივ-იერარქიული და ცხოვრებრივ-ყოფითი ბარიერებით ერთმანეთისგან იზოლირებული ადამიანები, კარნავალურ ზეიმზე ერთმანეთს უკავშირდებიან თავისუფალი, განწმენდილი, უდისტანციო ურთიერთობით. ამაში მათ ხელს უწყობს ექსცენტრიკა, პროფანაცია, მეზალიანსი. კარნავალს აქვს თავისი მსოფლმხედველობითი [[ქვეტექსტი]], მაგრამ ეს არ აღიქმება მონაწილეთა მხრიდან, ისინი კონკრეტულად განიცდიან სახალხო ზეიმის ნახევრად რეალურ და ნახევრად ფანტასტიკურ ატმოსფეროს.
 +
 
 +
კარნავალის განუყოფელი ნაწილია [[ნიღაბი (აქსესუარი)|ნიღბები]], საკარნავალო კოსტიუმები, [[ცეკვა|ცეკვები]], [[სიმღერა|სიმღერები]]. ჩასახვის ხანიდან მოყოლებული (XIII ს.), კარნავალმა დღემდე შეინარჩუნა თავისი ძირითადი თვისება – იცინოს და იმხიარულოს ყველაფერზე, რაც მეტისმეტად გასერიოზულებულია ადამიანთა საზოგადოებაში.
 +
 
 +
გარეგნული სტიქიურობის მიუხედავად, კარნავალი არის კარგად ორგანიზებული სახალხო დღესასწაული. მასში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მსახიობებიც, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ, ამაღლებულ [[ფიცარნაგი|ფიცარნაგებზე]] უჩვენებენ [[პანტომიმა|პანტომიმის]], სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებას, გაითამაშებენ პატარ-პატარა სცენებს საყოფაცხოვრებო თემატიკიდან. და ბოლოს, კარნავალის განუყოფელი ნაწილია ცეკვები, რომელშიც მონაწილეობს ყველა მსურველი – განურჩევლად სქესისა, წოდებისა თუ ასაკისა.
 +
 
 +
კარნავალი, თავისი არსით, სინკრეტული თეატრისა და საწესჩვეულებო რიტუალების ნაზავია და ამასთანავე არის ერთგვარი ნოსტალგიაც ადამიანთა სულიერ ერთობაზე.
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სახალხო დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:სახალხო დღესასწაულები]]
[[კატეგორია:თეატრალიზებული წარმოდგენა]]
+
[[კატეგორია:თეატრალიზებული სანახაობები]]
[[კატეგორია:კარნავალი]]
+

მიმდინარე ცვლილება 12:16, 11 მაისი 2023 მდგომარეობით

კარნავალი დიუნკერკში

კარნავალი – (იტალ. саrnevalе), სინკრეტული, საწესჩვეულებო-სანახაობითი, მასობრივი ქმედების ფორმა, რომელსაც აქვს სიმბოლური შინაარსი და მოქცეულია სპეციფიკურ მხატვრულ სისტემაში.

კარნავალი სათავეს იღებს სატურნალიებად წოდებულ ანტიკური ხანის საწესჩვეულებო რიტუალიდან. ეს არის „სამყარო უკუღმა“: ჩვეულებრივ პირობებში წოდებრივ-იერარქიული და ცხოვრებრივ-ყოფითი ბარიერებით ერთმანეთისგან იზოლირებული ადამიანები, კარნავალურ ზეიმზე ერთმანეთს უკავშირდებიან თავისუფალი, განწმენდილი, უდისტანციო ურთიერთობით. ამაში მათ ხელს უწყობს ექსცენტრიკა, პროფანაცია, მეზალიანსი. კარნავალს აქვს თავისი მსოფლმხედველობითი ქვეტექსტი, მაგრამ ეს არ აღიქმება მონაწილეთა მხრიდან, ისინი კონკრეტულად განიცდიან სახალხო ზეიმის ნახევრად რეალურ და ნახევრად ფანტასტიკურ ატმოსფეროს.

კარნავალის განუყოფელი ნაწილია ნიღბები, საკარნავალო კოსტიუმები, ცეკვები, სიმღერები. ჩასახვის ხანიდან მოყოლებული (XIII ს.), კარნავალმა დღემდე შეინარჩუნა თავისი ძირითადი თვისება – იცინოს და იმხიარულოს ყველაფერზე, რაც მეტისმეტად გასერიოზულებულია ადამიანთა საზოგადოებაში.

გარეგნული სტიქიურობის მიუხედავად, კარნავალი არის კარგად ორგანიზებული სახალხო დღესასწაული. მასში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მსახიობებიც, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ, ამაღლებულ ფიცარნაგებზე უჩვენებენ პანტომიმის, სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებას, გაითამაშებენ პატარ-პატარა სცენებს საყოფაცხოვრებო თემატიკიდან. და ბოლოს, კარნავალის განუყოფელი ნაწილია ცეკვები, რომელშიც მონაწილეობს ყველა მსურველი – განურჩევლად სქესისა, წოდებისა თუ ასაკისა.

კარნავალი, თავისი არსით, სინკრეტული თეატრისა და საწესჩვეულებო რიტუალების ნაზავია და ამასთანავე არის ერთგვარი ნოსტალგიაც ადამიანთა სულიერ ერთობაზე.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები