რიპიცეფალუსი
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Ricipefalusi.JPG|thumb|რიპიცეფალუსი]] | ||
'''რიპიცეფალუსი''' – (Rhipicephalus; ბერძნ. rhipis მარაო + kephale თავი), პარაზიტიფორმული [[ტკიპები]]ს გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს. | '''რიპიცეფალუსი''' – (Rhipicephalus; ბერძნ. rhipis მარაო + kephale თავი), პარაზიტიფორმული [[ტკიპები]]ს გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:59, 6 აპრილი 2023 მდგომარეობით
რიპიცეფალუსი – (Rhipicephalus; ბერძნ. rhipis მარაო + kephale თავი), პარაზიტიფორმული ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს.
Rhipicephalus bursa (ლათ. ტომარა, ჩანთა) – ორმასპინძლიანი ტკიპი, გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. მისი ბიოტოპებია – ყამირი საძოვრები და იშვიათი ბუჩქნარებიანი საბალახო ფართობები. იგი ცხვრის ბაბეზიოზის, პიროპლაზმოზისა და ავიტელინოზის აღმძვრელების გადამტანია.
Rh.sanguineus (ლათ. სისხლიანი) – ძაღლის პიროპლაზმოზის აღმძვრელის გადამტანი; Rh.rossicus (ლათ. რუსული) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პიროპლაზმოზის აღმძვრელის გადამტანი;
Rh.turanicus (ლათ. თურანიდან – მდებარეობს აზიაში) – ცხენის ნუტალიოზისა და ღორის პიროპლაზმოზის აღმძვრელების გადამტანი. გარდა ამისა, სავეტერინარო მნიშვნელობა აქვს რიპიცეფალუსის გვარის 10 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში.