რიპიცეფალუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:პარაზიტიფორმული ტკიპები]]
 
[[კატეგორია:პარაზიტიფორმული ტკიპები]]
 
[[კატეგორია:ფეხსახსრიანები]]
 
[[კატეგორია:ფეხსახსრიანები]]
[[კატეგორია:ობობასნაირნი]]
+
[[კატეგორია:ობობასებრები]]

17:04, 29 მარტი 2023-ის ვერსია

რიპიცეფალუსი – (Rhipicephalus; ბერძნ. rhipis მარაო + kephale თავი), პარაზიტიფორმული ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს.

Rhipicephalus bursa (ლათ. ტომარა, ჩანთა) – ორმასპინძლიანი ტკიპი, გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. მისი ბიოტოპებია – ყამირი საძოვრები და იშვიათი ბუჩქნარებიანი საბალახო ფართობები. იგი ცხვრის ბაბეზიოზის, პიროპლაზმოზისა და ავიტელინოზის აღმძვრელების გადამტანია.

Rh.sanguineus (ლათ. სისხლიანი) – ძაღლის პიროპლაზმოზის აღმძვრელის გადამტანი; Rh.rossicus (ლათ. რუსული) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პიროპლაზმოზის აღმძვრელის გადამტანი;

Rh.turanicus (ლათ. თურანიდან – მდებარეობს აზიაში) – ცხენის ნუტალიოზისა და ღორის პიროპლაზმოზის აღმძვრელების გადამტანი. გარდა ამისა, სავეტერინარო მნიშვნელობა აქვს რიპიცეფალუსის გვარის 10 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები