არაჰა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''არაჰა''' ''(ყალ. Араhа)'' – ურჩხული ყალმუხურ მითოლოგიაში; იწვევს მზისა და მთვარის დაბნელებას. მითოლოგიური გადმოცემების თანახმად, ლაქები მთვარეზე – ეს თავად არაჰა და რკინის საზიდავია, რომელზედაც ის ჯაჭვით არის მიკრული. არაჰას შესახებ არსებული თქმულებები მოგვითხრობს: ღმერთებმა უკვდავების სასმელი – არშანი – შექმნეს. ბოროტმა არაჰამ იგი მალულად დალია და დაცარიელებულ ჭურჭელში ჩაშარდა. ერთ-ერთი ღმერთი გაქცეულ ავსულს დაედევნა. მზემ და მთვარემ ღმერთს არაჰას ადგილსამყოფელი შეატყობინეს. ღმერთმა იგი შეიპყრო და ორად გაჭრა: არაჰას ქვედა ნაწილი მიწაში ჩავიდა, რისგანაც გაჩნდა სნეულებები, ქვეწარმავლები და მწერები, ხოლო ზედა ნაწილი ღმერთებმა მთვარეს მიაჯაჭვეს. მზესა და მთვარეზე განრისხებული არაჰა დროდადრო ყლაპავს მათ, მაგრამ მნათობები მალევე თავისუფლდებიან, რამდენადაც ურჩხულს ქვედა ნახევარი არა აქვს. ასე ხდება მნათობთა დაბნელება. ეს სიუჟეტი, გავრცელებული მონღოლური მოდგმის ხალხებში, ინდური მითოლოგიიდან მომდინარეობს. ძველინდური [[მითი]]ს თანახმად, ურჩხულმა მოტყუებით შეძლო ღმერთების უკვდავების სასმელის – [[ამრიტა|ამრიტის]] – მოპოვება და რამდენიმე ყლუპი დალია. მზემ და მთვარემ რაჰუ ღმერთებს შორის შეამჩნიეს და ამხილეს. მაშინ ღმერთმა [[ვიშნუ]]მ თავისი მძლავრი იარაღით რაჰუს თავი მოკვეთა. მაგრამ რამდენადაც ამრატმა ურჩხულის თავი უკვდავი გახადა, იგი კი არ მოკვდა, არამედ ზეცად ამაღლდა. იმ დროიდან მოყოლებული შურისმაძიებელი რაჰუს თავი მნათობებს პერიოდულად ყლაპავს.
+
'''არაჰა''' ''(ყალ. Араhа)'' – ურჩხული ყალმუხურ მითოლოგიაში; იწვევს მზისა და მთვარის დაბნელებას. მითოლოგიური გადმოცემების თანახმად, ლაქები მთვარეზე – ეს თავად არაჰა და რკინის საზიდავია, რომელზედაც ის ჯაჭვით არის მიკრული. არაჰას შესახებ არსებული თქმულებები მოგვითხრობს: ღმერთებმა უკვდავების სასმელი – არშანი – შექმნეს. ბოროტმა არაჰამ იგი მალულად დალია და დაცარიელებულ ჭურჭელში ჩაშარდა. ერთ-ერთი ღმერთი გაქცეულ ავსულს დაედევნა. მზემ და მთვარემ ღმერთს არაჰას ადგილსამყოფელი შეატყობინეს. ღმერთმა იგი შეიპყრო და ორად გაჭრა: არაჰას ქვედა ნაწილი მიწაში ჩავიდა, რისგანაც გაჩნდა სნეულებები, ქვეწარმავლები და [[მწერები]], ხოლო ზედა ნაწილი ღმერთებმა მთვარეს მიაჯაჭვეს. მზესა და მთვარეზე განრისხებული არაჰა დროდადრო ყლაპავს მათ, მაგრამ მნათობები მალევე თავისუფლდებიან, რამდენადაც ურჩხულს ქვედა ნახევარი არა აქვს. ასე ხდება მნათობთა დაბნელება. ეს სიუჟეტი, გავრცელებული მონღოლური მოდგმის ხალხებში, ინდური მითოლოგიიდან მომდინარეობს. ძველინდური [[მითი]]ს თანახმად, ურჩხულმა მოტყუებით შეძლო ღმერთების უკვდავების სასმელის – [[ამრიტა|ამრიტის]] – მოპოვება და რამდენიმე ყლუპი დალია. მზემ და მთვარემ რაჰუ ღმერთებს შორის შეამჩნიეს და ამხილეს. მაშინ ღმერთმა [[ვიშნუ]]მ თავისი მძლავრი იარაღით რაჰუს თავი მოკვეთა. მაგრამ რამდენადაც ამრატმა ურჩხულის თავი უკვდავი გახადა, იგი კი არ მოკვდა, არამედ ზეცად ამაღლდა. იმ დროიდან მოყოლებული შურისმაძიებელი რაჰუს თავი მნათობებს პერიოდულად ყლაპავს.
  
  

მიმდინარე ცვლილება 13:56, 6 მარტი 2023 მდგომარეობით

არაჰა (ყალ. Араhа) – ურჩხული ყალმუხურ მითოლოგიაში; იწვევს მზისა და მთვარის დაბნელებას. მითოლოგიური გადმოცემების თანახმად, ლაქები მთვარეზე – ეს თავად არაჰა და რკინის საზიდავია, რომელზედაც ის ჯაჭვით არის მიკრული. არაჰას შესახებ არსებული თქმულებები მოგვითხრობს: ღმერთებმა უკვდავების სასმელი – არშანი – შექმნეს. ბოროტმა არაჰამ იგი მალულად დალია და დაცარიელებულ ჭურჭელში ჩაშარდა. ერთ-ერთი ღმერთი გაქცეულ ავსულს დაედევნა. მზემ და მთვარემ ღმერთს არაჰას ადგილსამყოფელი შეატყობინეს. ღმერთმა იგი შეიპყრო და ორად გაჭრა: არაჰას ქვედა ნაწილი მიწაში ჩავიდა, რისგანაც გაჩნდა სნეულებები, ქვეწარმავლები და მწერები, ხოლო ზედა ნაწილი ღმერთებმა მთვარეს მიაჯაჭვეს. მზესა და მთვარეზე განრისხებული არაჰა დროდადრო ყლაპავს მათ, მაგრამ მნათობები მალევე თავისუფლდებიან, რამდენადაც ურჩხულს ქვედა ნახევარი არა აქვს. ასე ხდება მნათობთა დაბნელება. ეს სიუჟეტი, გავრცელებული მონღოლური მოდგმის ხალხებში, ინდური მითოლოგიიდან მომდინარეობს. ძველინდური მითის თანახმად, ურჩხულმა მოტყუებით შეძლო ღმერთების უკვდავების სასმელის – ამრიტის – მოპოვება და რამდენიმე ყლუპი დალია. მზემ და მთვარემ რაჰუ ღმერთებს შორის შეამჩნიეს და ამხილეს. მაშინ ღმერთმა ვიშნუმ თავისი მძლავრი იარაღით რაჰუს თავი მოკვეთა. მაგრამ რამდენადაც ამრატმა ურჩხულის თავი უკვდავი გახადა, იგი კი არ მოკვდა, არამედ ზეცად ამაღლდა. იმ დროიდან მოყოლებული შურისმაძიებელი რაჰუს თავი მნათობებს პერიოდულად ყლაპავს.



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Басаев Д. Э. Космогонические легенды калмыков // Вестник Адыгейского государственного университета. Серия 2: Филология и искусствоведение. Вып. № 6, 2008;
  • Семь звезд. Калмыцкие легенды и предания. Сост. Д. Э. Басаева. Элиста, 2004.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები