შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - შსო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შსო“ გადაიტანა გვერდზე „შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - შსო...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - შსო“ გადაიტანა გვერდზე „ILO“) |
01:01, 15 იანვარი 2023-ის ვერსია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო) - (International Labour Organization - ILO) - შეიქმნა 1919 წელს მოსახლეობის შრომის პირობებისა და სოციალური დაცვის მიზნით ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე. 1946 წლიდან გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელშიც წარმოდგენილი არიან როგორც წევრი მთავრობები, ისე პროფკავშირები და მეწარმეთა ორგანიზაციები. შსო-ს შემუშავებული აქვს შრომის ბაზრის ანალიზისა და პროგნოზირების მაჩვენებელთა სისტემა, ინდიკატორები და კრიტერიუმები. მისი შტაბ-ბინა ჟენევაშია. იკვლევს სამუშაო ძალის მიწოდების, მომზადების და გამოყენების, შიდა და ქვეყანათაშორისი მიგრაციული ნაკადების პრობლემებს. მისი მთავარი ამოცანაა მსოფლიო წარმოების ზრდაზე ზემოქმედება, ცხოვრების დონის ამაღლება შრომითი რესურსების რაციონალურად გამოყენების გზით.