დანამატი წიაღების გამოკვლევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Rendgenuli kvleva.PNG|thumb|<small>რენტგენოლოგიური კვლევა. მარცხენა სურათ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[კატეგორია:ცხვირი, ცხვირ-ხახა და დანამატი წიაღები]]
 
[[კატეგორია:ცხვირი, ცხვირ-ხახა და დანამატი წიაღები]]
 
[[კატეგორია:კლინიკური და პარაკლინიკური კვლევები]]
 
[[კატეგორია:კლინიკური და პარაკლინიკური კვლევები]]
[[კატეგორია:დანამატი წიაღების გამოკვლევა]]
+
[[კატეგორია:სამედიცინო კვლევები]]

მიმდინარე ცვლილება 11:29, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

რენტგენოლოგიური კვლევა. მარცხენა სურათი: 1. ჰაიმორის წიაღი, 2. თვალბუდე, 3. ძგიდე, ისრები – ექსუდატი ფრონტალურ წიაღში მარჯვენა სურათი: 1. ძირითადი წიაღი, 2. ფრონტალური წიაღი 3. ჰაიმორის წიაღი.

დანამატი წიაღების გამოკვლევა — ამ სტრუქტურის გამოკვლევის ბევრი მეთოდი არსებობს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ექოსკოპია, ნაკლებად გამოიყენება. სიზუსტით ის ვერ შეედრება რადიოლოგიურ კვლევებს. ვგულისხმობთ რენტგენს და, უკეთეს შემთხვევაში, როდესაც საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

კომპიუტერული ტომოგრაფია 1. ქვედა ნიჟარა, 2. შუა ნიჟარა, 3. concha bullosa, 4. სფენოიდალური წიაღი, 5. sella turcica, 6. ეთმოიდური უჯრედები, 7. ფრონტალური წიაღი.

ამის გარდა, უპრიანია პაციენტის ყვრიმალების და შუბლის მიდამოს პალპაცია, მგრძნობელობის შესაფასებლად.

[რედაქტირება] რადიოლოგიური კვლევები

სტანდარტული რენტგენი დღეს მეორე ცხოვრებას იწყებს და, გამომდინარე მისი ფასის და დასხივების სიმცირიდან, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

თუმცა, მისი გამოყენება გარკვეული ჩვენებების დროს უნდა მოხდეს. მიუხედავად ეფექტურობისა, იგი მაინც ვერ ცვლის კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მაგნიტურ რეზონანსს.

CT და MRT არ გახლავთ პირველი მოთხოვნის პარაკლინიკური კვლევები. მათი ჩატარება მორეციდივე ან ქრონიკული სინუსიტების და სიმსივნეების შემთხვევაშია აუცილებელი დიფერენციალური დიაგნოზის დასასმელად. აქ რენტგენოლოგიური ან ექოსკოპიური კვლევის მონაცემებით დიაგნოზი აღარ ისმება. რადიოლოგიური კვლევების დროს აუცილებელია ადამიანის სხეულის ტოპოგრაფიული მიმართულებების (როგორიც არის, მაგალითად, სხეულის დისტალური და კაუდალური ნაწილი აქსიალური და კორონარული ჭრილები და ასე შემდეგ) ცოდნა.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები