დანამატი წიაღების გამოკვლევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რენტგენოლოგიური კვლევა. მარცხენა სურათი: 1. ჰაიმორის წიაღი, 2. თვალბუდე, 3. ძგიდე, ისრები – ექსუდატი ფრონტალურ წიაღში მარჯვენა სურათი: 1. ძირითადი წიაღი, 2. ფრონტალური წიაღი 3. ჰაიმორის წიაღი.

დანამატი წიაღების გამოკვლევა — ამ სტრუქტურის გამოკვლევის ბევრი მეთოდი არსებობს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ექოსკოპია, ნაკლებად გამოიყენება. სიზუსტით ის ვერ შეედრება რადიოლოგიურ კვლევებს. ვგულისხმობთ რენტგენს და, უკეთეს შემთხვევაში, როდესაც საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

კომპიუტერული ტომოგრაფია 1. ქვედა ნიჟარა, 2. შუა ნიჟარა, 3. concha bullosa, 4. სფენოიდალური წიაღი, 5. sella turcica, 6. ეთმოიდური უჯრედები, 7. ფრონტალური წიაღი.

ამის გარდა, უპრიანია პაციენტის ყვრიმალების და შუბლის მიდამოს პალპაცია, მგრძნობელობის შესაფასებლად.

რადიოლოგიური კვლევები

სტანდარტული რენტგენი დღეს მეორე ცხოვრებას იწყებს და, გამომდინარე მისი ფასის და დასხივების სიმცირიდან, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

თუმცა, მისი გამოყენება გარკვეული ჩვენებების დროს უნდა მოხდეს. მიუხედავად ეფექტურობისა, იგი მაინც ვერ ცვლის კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მაგნიტურ რეზონანსს.

CT და MRT არ გახლავთ პირველი მოთხოვნის პარაკლინიკური კვლევები. მათი ჩატარება მორეციდივე ან ქრონიკული სინუსიტების და სიმსივნეების შემთხვევაშია აუცილებელი დიფერენციალური დიაგნოზის დასასმელად. აქ რენტგენოლოგიური ან ექოსკოპიური კვლევის მონაცემებით დიაგნოზი აღარ ისმება. რადიოლოგიური კვლევების დროს აუცილებელია ადამიანის სხეულის ტოპოგრაფიული მიმართულებების (როგორიც არის, მაგალითად, სხეულის დისტალური და კაუდალური ნაწილი აქსიალური და კორონარული ჭრილები და ასე შემდეგ) ცოდნა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები