თბილისის ბოტანიკური ბაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[კატეგორია:თბილისის ბაღები]]
 
[[კატეგორია:თბილისის ბაღები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ბოტანიკური ბაღები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ბოტანიკური ბაღები]]
 +
[[კატეგორია:ბოტანიკური ბაღები]]

მიმდინარე ცვლილება 16:19, 14 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

თბილისის ბოტანიკური ბაღი

თბილისის ბოტანიკური ბაღი − (ინგლ. National Botanical Garden of Georgia), ყოფილი სამეფო ბაღი, ისტორიული ბაღი თბილისში , სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში. 1845 წელს მას რუსეთის მეფისნაცვლის, გრაფ ვორონცოვის ბრაძანებით ბოტანიკური ბაღი ეწოდა. ის 128 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.

თბილისის ბოტნიკური ბაღი ერთ-ერთ უძველესია მსოფლიოში. მისი ისტორია 1636 წლიდან იწყება. ბაღის წინამორბედი იყო სოლოლაკის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში (ლეღვთახევში) გაშენებული დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების „სამეფო ბაღი”. მას „ციხის ბაღს”, იგივე „სეიდაბადის” ბაღს, ან „ცოდნის წყაროსაც” უწოდებდნენ. ადრე ეს მცირე ფართობი წარმოადგენდა დასასვენებელ პარკს. შემდეგ კი გაშენდა 3 პატარა ბაღი: სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულითა და ხეხილით. ბაღს წავკისის წყალი ორ ნაწილად ყოფს. მდინარეზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის ყველაზე მეტად ჩანჩქერზე გადებული თაღებიანი ხიდი გამოირჩევა, რომელიც 1914 წელს გაკეთდა.

თბილისის ბოტანიკური ბაღი

XX საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა ფართო მასშტაბით გაშალა კვლევითი სამუშაოები ბოტანიკის, მცენარეთა ფიზიოლოგიის მცენარეთა სელექციის მცენარეთა დაცვის სახით. ყოველივე ამან დასაბამი მისცა ბოტანიკური ბაღის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფორმირებას. 1934 წლიდან ბაღს გამოეყო ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელსაც გადაეცა ჰერბარიუმი, ბიბლიოთეკა, მცენარეთა ფიზოოლოგიის ლაბორატორია და მცენარეთა სელექციის განყოფილება. დამოუკიდებელ კვლევით ერთეულებად ჩამოყალიბდა მცენარეთა დაცვის, ზოოლოგიის, მემინდვრეობის ინსტიტუტები, აგრეთვე საქართველოს სასელექციო სადგური. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის (ხმელთაშუა ზღვისპირეთი, ჩრდილო ამერიკა, ჩინეთი, იაპონია, ჰიმალაის მთები, ციმბირი) ფლორის 3500-მდე ნაირსახეობა. მათ შორისაა საქართველოს ენდემური, იშვიათი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის: მოღვინისფრო პიონი „მაიკო”, იბერიული ირისი, ჩინური ხიმონანტუსი, ჯუჯა ფიჭვები, ცხრატყავა, უთხოვარი და სხვ. მცენარეების ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით. აქვე გვხვდება ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიც: მელიები, ტურები, ზღარბები, ციყვები, ქვეწარმავლები და ა.შ. ბოტანიკური ბაღი არის სპეციალურად გაშენებული ბაღი, სადაც გამოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და ატარებენ მათზე დაკვირვებებს.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები