ოლიმპიური ცეცხლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ოლიმპიური ცეცხლი - ხუთი რგოლის მსგავსა...)
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
ოლიმპიური ცეცხლი -  [[ოლიმპიური რგოლები|ხუთი რგოლის]] მსგავსად, [[ოლიმპიური თამაშები]]ს ყველაზე პოპულარული სიმბოლოა. ვიდრე ოლიმპიური სტადიონის მთავარ ჩირაღდანში აგიზგიზდება, ოლიმპიური ცეცხლი ათას კილომეტრსა და მრავალ თავგადასავალს გამოივლის.
+
[[ფაილი:Konstantine kandilisi.PNG|thumb|300პქ|ოლიმპიური ცეცხლის პირველი ესტაფეტის პირველი მეჩირაღდნე იყო ბერძენი მორბენალი კონსტანტინოს კონდილისი ]]
 +
'''ოლიმპიური ცეცხლი''' -  [[ოლიმპიური რგოლები|ხუთი რგოლის]] მსგავსად, [[ოლიმპიური თამაშები]]ს ყველაზე პოპულარული სიმბოლოა. ვიდრე ოლიმპიური სტადიონის მთავარ ჩირაღდანში აგიზგიზდება, ოლიმპიური [[ცეცხლი]] ათას კილომეტრსა და მრავალ თავგადასავალს გამოივლის.
  
ჩვენც გავყვეთ ამ გზას, რომელიც ანტიკურ ოლიმპიაში ცეცხლის დანთებით იწყება. ეს ტრადიცია ანტიკური [[საბერძნეთი]]დან მოდის. ბევრი მკვლევარი მას [[ზევსი|ზევსთან]] ცეცხლისთვის ბრძოლაში [[პრომეთე]]ს გმირობის ლეგენდას უკავშირებს -
 
ოლიმპიური ცეცხლი ანტიკური თამაშების მონაწილეებს პრომეთეს სიმამაცესა და თავდადებას ახსენებდა.
+
ოლიმპიური ცეცხლი [[ანტიკური ოლიმპიური თამაშები|ანტიკური თამაშები]]ს მონაწილეებს პრომეთეს სიმამაცესა და თავდადებას ახსენებდა.
  
ოლიმპიური ცეცხლი, როგორც თანამედროვე [[ოლიმპიური მოძრაობა|ოლიმპიური მოძრაობის]] [[სიმბოლო]], წარმოადგინა ამსტერდამის ოლიმპიური სტადიონის ჰოლანდიელმა არქიტექტორმა იან ვილისმა. აღსანიშნავია, რომ ამავე სტადიონის არქიტექტურისთვის ვილისმა ხელოვანთა კონკურსის ოქროს მედალი მიიღო. თამაშების გახსნის ცერემონიაზე ცეცხლი პირველად 1928 წელს ამსტერდამში, ზაფხულის IX ოლიმპიადაზე დაინთო. იგივე განმეორდა 1932 წელს ლოს ანჯელესის თამაშებზეც.  
+
ოლიმპიური ცეცხლი, როგორც თანამედროვე [[ოლიმპიური მოძრაობა|ოლიმპიური მოძრაობის]] [[სიმბოლო]], წარმოადგინა ამსტერდამის ოლიმპიური სტადიონის ჰოლანდიელმა არქიტექტორმა იან ვილისმა. აღსანიშნავია, რომ ამავე სტადიონის არქიტექტურისთვის ვილისმა ხელოვანთა კონკურსის ოქროს მედალი მიიღო. თამაშების გახსნის ცერემონიაზე ცეცხლი პირველად 1928 წელს ამსტერდამში, [[ამსტერდამის IX ოლიმპიური თამაშები (1928)|ზაფხულის IX ოლიმპიადაზე]] დაინთო. იგივე განმეორდა 1932 წელს ლოს ანჯელესის თამაშებზეც.  
  
უშუალოდ ოლიმპიაში ცეცხლის დანთების პირველი ცერემონია და ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა 1936 წელს ბერლინის
 
უშუალოდ ოლიმპიაში ცეცხლის დანთების პირველი ცერემონია და ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა 1936 წელს ბერლინის
ხაზი 21: ხაზი 22:
 
იმართება. ცერემონიაში ანტიკურ სამოსში გამოწყობილი მსახიობი ქალები მონაწილეობენ, რომლებიც [[ქურუმები|ქურუმებს]] განასახიერებენ. მთავარი ქურუმი ქალი, რომლის როლშიც რომელიმე ცნობილი ბერძენი მსახიობი გვევლინება, ქალღმერთ [[ჰერა]]ს
 
ტაძრის ნანგრევებზე ლოცვით შესთხოვს [[აპოლონი|აპოლონსა]] და ზევსს, რათა მათ მიწაზე წმინდა ოლიმპიური ცეცხლი მოავლინონ, თან, მუხლმორთხმულს, ჩირაღდანი პარაბოლულ სარკესთან მიაქვს. ცეცხლი აინთება თუ არა, მას ჯერ ძველბერძნულ
 
ამფორაში გადაიტანენ, შემდეგ კი რიტუალური ცეკვა სრულდება და ოლიმპიური ცეცხლი, [[ზეთისხილი]]ს რტოსთან ერთად,
+
ამფორაში გადაიტანენ, შემდეგ კი რიტუალური [[ცეკვა]] სრულდება და ოლიმპიური ცეცხლი, [[ზეთისხილი]]ს რტოსთან ერთად,
 
პირველ მეჩირაღდნეს გადაეცემა. იწყება ოლიმპიური ჩირაღდის რვადღიანი მოგზაურობა საბერძნეთის ტერიტორიაზე, რომელიც [[ათენი|ათენში]] მარმარილოს სტადიონზე სრულდება. იქ კი ცეცხლი მომავალი თამაშების ორგანიზატორებს გადაცემათ, რომლებსაც მოფიქრებული აქვთ, თუ როგორ ჩაიტანენ ცეცხლს სამშობლოში. [[თვითმფრინავი]]თ, გემით, თუ კოსმოსური სიგნალით გადაგზავნიან, როგორც ეს 1976 წელს, მონრეალის ოლიმპიადის წინ მოხდა.
 
[[ფაილი:Olimpiuri cecxli.PNG|thumb|250პქ|1928 წელს ამსტერდამში გამართული ზაფხულის IX ოლიმპიადა იმითაც შევიდა ისტორიაში, რომ სწორედ აქ, ამსტერდამში მთავარი არენის თავზე სიმბოლურად დაანთეს ოლიმპიური ცეცხლი]]
 
ყველა თამაშებისთვის განსხვავებული დიზაინის, ფორმისა და წონის ჩირაღდნები მზადდება. მეჩირაღდნეებს, რომლებიც დაახლოებით კილომეტრს დარბიან, ჩირაღდანი სუვენირად რჩებათ. ძირითად ცეცხლთან ერთად, ესტაფეტის ორგანიზატორებს მეშახტის სპეციალური ლამპარითაც გადააქვთ ცეცხლი, იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე ექსტრაორდინალური სიტუაცია შეიქმნება - ცეცხლი ჩაქრება ან მას ჩააქრობენ, რისი შემთხვევებიც სხვადასხვა დროს არაერთხელ ყოფილა.
 
მიმდინარე ცვლილება 16:42, 31 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ოლიმპიური ცეცხლის პირველი ესტაფეტის პირველი მეჩირაღდნე იყო ბერძენი მორბენალი კონსტანტინოს კონდილისი

ოლიმპიური ცეცხლი - ხუთი რგოლის მსგავსად, ოლიმპიური თამაშების ყველაზე პოპულარული სიმბოლოა. ვიდრე ოლიმპიური სტადიონის მთავარ ჩირაღდანში აგიზგიზდება, ოლიმპიური ცეცხლი ათას კილომეტრსა და მრავალ თავგადასავალს გამოივლის.

ჩვენც გავყვეთ ამ გზას, რომელიც ანტიკურ ოლიმპიაში ცეცხლის დანთებით იწყება. ეს ტრადიცია ანტიკური საბერძნეთიდან მოდის. ბევრი მკვლევარი მას ზევსთან ცეცხლისთვის ბრძოლაში პრომეთეს გმირობის ლეგენდას უკავშირებს - ოლიმპიური ცეცხლი ანტიკური თამაშების მონაწილეებს პრომეთეს სიმამაცესა და თავდადებას ახსენებდა.

ოლიმპიური ცეცხლი, როგორც თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის სიმბოლო, წარმოადგინა ამსტერდამის ოლიმპიური სტადიონის ჰოლანდიელმა არქიტექტორმა იან ვილისმა. აღსანიშნავია, რომ ამავე სტადიონის არქიტექტურისთვის ვილისმა ხელოვანთა კონკურსის ოქროს მედალი მიიღო. თამაშების გახსნის ცერემონიაზე ცეცხლი პირველად 1928 წელს ამსტერდამში, ზაფხულის IX ოლიმპიადაზე დაინთო. იგივე განმეორდა 1932 წელს ლოს ანჯელესის თამაშებზეც.

უშუალოდ ოლიმპიაში ცეცხლის დანთების პირველი ცერემონია და ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა 1936 წელს ბერლინის თამაშების წინ გაიმართა. ეს იდეა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურ მდივანს კარლ დიმს მას შემდეგ გასჩენია, რაც ანტიკურ ვაზაზე ჩირაღდნით მორბენალი ათლეტების გამოსახულება უნახავს.

ბერლინის თამაშების ცეცხლის ანთების ცერემონია ოლიმპიაში 1936 წლის 20 ივლისს გაიმართა. 11 ქურუმ ქალთაგან ერთ-ერთმა სპეციალური სარკის მეშვეობით, მზის სხივებით დაანთო ცეცხლი და „კრუპის” კონცერნში დამზადებულმა ჩირაღდანმა ბერლინისაკენ აიღო გეზი. ესტაფეტა ბულგარეთის, იუგოსლავიის, უნგრეთის, ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე გადიოდა და 3000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პირველ აგვისტოს, თამაშების გახსნის დღეს, ბერლინში ოლიმპიურ ცეცხლს ტრიუმფალური დახვედრა მოუწყვეს. ლამის მთელი ქალაქი ქუჩებში იყო გამოფენილი, ყველაზე იღბლიანი 100 ათასი კაცი კი ცეცხლის გამოჩენას ოლიმპიურ სტადიონზე ელოდა.

ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ცეცხლი პირველად 1936 წელს გარმიშ პარტენკირხენის თამაშებზე დაინთო, 1952 წლის ოსლოს თამაშებისთვის კი პირველად მოეწყო საჩირაღდნო ესტაფეტა, თუმცა ამჯერად ცეცხლი ოსლოდან 97 კილომეტრში მდებარე სოფელ მორგედალში, ნორვეგიული სათხილამურო სპორტის ფუძემდებლის სონდრე ნორდჰეიმის სახლ-მუზეუმის ბუხარში დაანთეს. 1956 წლის კორტინა დ’ამპეცოს ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლი რომში იუპიტერის ტაძარში დაინთო, 1960 წლის სკვო-ველის თამაშების ცეცხლი კი ისევ მორგედალში. ამის შემდეგ, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადების ცეცხლი მუდამ ოლიმპიაში ინთება.

ეს რიტუალი პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ანტიკურ ოლიმპიაში, თამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე იმართება. ცერემონიაში ანტიკურ სამოსში გამოწყობილი მსახიობი ქალები მონაწილეობენ, რომლებიც ქურუმებს განასახიერებენ. მთავარი ქურუმი ქალი, რომლის როლშიც რომელიმე ცნობილი ბერძენი მსახიობი გვევლინება, ქალღმერთ ჰერას ტაძრის ნანგრევებზე ლოცვით შესთხოვს აპოლონსა და ზევსს, რათა მათ მიწაზე წმინდა ოლიმპიური ცეცხლი მოავლინონ, თან, მუხლმორთხმულს, ჩირაღდანი პარაბოლულ სარკესთან მიაქვს. ცეცხლი აინთება თუ არა, მას ჯერ ძველბერძნულ ამფორაში გადაიტანენ, შემდეგ კი რიტუალური ცეკვა სრულდება და ოლიმპიური ცეცხლი, ზეთისხილის რტოსთან ერთად, პირველ მეჩირაღდნეს გადაეცემა. იწყება ოლიმპიური ჩირაღდის რვადღიანი მოგზაურობა საბერძნეთის ტერიტორიაზე, რომელიც ათენში მარმარილოს სტადიონზე სრულდება. იქ კი ცეცხლი მომავალი თამაშების ორგანიზატორებს გადაცემათ, რომლებსაც მოფიქრებული აქვთ, თუ როგორ ჩაიტანენ ცეცხლს სამშობლოში. თვითმფრინავით, გემით, თუ კოსმოსური სიგნალით გადაგზავნიან, როგორც ეს 1976 წელს, მონრეალის ოლიმპიადის წინ მოხდა.

1928 წელს ამსტერდამში გამართული ზაფხულის IX ოლიმპიადა იმითაც შევიდა ისტორიაში, რომ სწორედ აქ, ამსტერდამში მთავარი არენის თავზე სიმბოლურად დაანთეს ოლიმპიური ცეცხლი

ყველა თამაშებისთვის განსხვავებული დიზაინის, ფორმისა და წონის ჩირაღდნები მზადდება. მეჩირაღდნეებს, რომლებიც დაახლოებით კილომეტრს დარბიან, ჩირაღდანი სუვენირად რჩებათ. ძირითად ცეცხლთან ერთად, ესტაფეტის ორგანიზატორებს მეშახტის სპეციალური ლამპარითაც გადააქვთ ცეცხლი, იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე ექსტრაორდინალური სიტუაცია შეიქმნება - ცეცხლი ჩაქრება ან მას ჩააქრობენ, რისი შემთხვევებიც სხვადასხვა დროს არაერთხელ ყოფილა.

2004 წელს ათენის ოლიმპიადის წინ პირველად მოეწყო ოლიმპიური ცეცხლის მსოფლიო ესტაფეტა. 78 დღის განმავლობაში ცეცხლმა ხუთივე კონტინენტზე იმოგზაურა და 78 ათასი კილომეტრი დაფარა, ესტაფეტაში კი 11 300 მეჩირაღდნე მონაწილეობდა.

მეორედ მსოფლიო ესტაფეტა 2008 წელს პეკინის თამაშების წინ გაიმართა. ეს იყო ცეცხლის ყველაზე გრძელი მოგზაურობა, რომელიც 129 დღე გაგრძელდა. ოლიმპიური ჩირაღდანი ხუთივე კონტინენტს ესტუმრა და 137 ათასი კილომეტრი დაფარა, თუმცა ათას ხიფათსაც გადაეყარა. მას შემდეგ მსოფლიო ესტაფეტის გამართვა საერთოდ აიკრძალა.

როგორი გზა და მარშრუტიც არ უნდა გამოიაროს ოლიმპიურმა ცეცხლმა, მისი მოგზაურობის ბოლო წერტილი ოლიმპიური სტადიონია. თამაშების გახსნის ცერემონიის კულმინაციური მომენტი სწორედ სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის გამოჩენაა. როგორც წესი, ბოლო ეტაპებზე ჩირაღდნის ტარებისა და ოლიმპიურიცეცხლის მთავარ ჩირაღდანში დანთების უფლებას ორგანიზატორები თავის ყველაზე გამორჩეულ ათლეტებს ან სხვა, რაიმე განსაკუთრებული ნიშნით შერჩეულ პირებს აძლევენ.

ოლიმპიურ სტადიონზე ცეცხლი მთელი თამაშების განმავლობაში ანთია და ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე ქრება. ოლიმპიური თამაშებიც ამ ბოლო, ნაღვლიანი აკორდით მთავრდება.

თბილისმა 2015 წელს უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს ათენის მარმარილოს სტადიონზე დანთებული ოლიმპიური ცეცხლი იმავე დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციამ თვითმფრინავით ჩვენს ქვეყანაში ჩამოიტანა. ცეცხლოვანმა ესტაფეტამ მთელი საქართველო მოიცვა.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები