ესპერენის ბერგამოტი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Bergamoti wiTeli.jpg|thumb|250პქ|ბერგამოტი წითელი]]
 
[[ფაილი:Bergamoti wiTeli.jpg|thumb|250პქ|ბერგამოტი წითელი]]
'''ესპერენის ბერგამოტი''' - ''('''Bergamotte Espéren, Poire Espéren, Esperens Bergamotte''').'' მსხლის ჯიში ესპერენის ბერგამოტი წარმოშობით [[ბელგია|ბელგიიდანაა]], სადაც ორიგინატორ ესპერენის მიერ 1830 წ. იქნა მიღებული, როგორც თესლნერგი.
+
'''ესპერენის ბერგამოტი''' - ''('''Bergamotte Espéren, Poire Espéren, Esperens Bergamotte''').'' [[მსხალი|მსხლის]] ჯიში ესპერენის ბერგამოტი წარმოშობით [[ბელგია|ბელგიიდანაა]], სადაც ორიგინატორ ესპერენის მიერ 1830 წ. იქნა მიღებული, როგორც თესლნერგი.
  
 
[[საქართველო|საქართველოში]] ესპერენის ბერგამოტი არ არის ფართოდ გავრცელებული, იგი გვხვდება [[ქართლი]]ს მეხილეობის ზოგიერთ რაიონში, [[კახეთი|კახეთში]] – იშვიათად, ხოლო თითო-ოროლა ხის სახით კი – [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხეში]]; შედარებით ხშირად გვხვდება სამხრეთ ოსეთის მეხილეობის რაიონებში, დასავლეთ საქართველოში კი სრულებით არ გვხვდება.
 
[[საქართველო|საქართველოში]] ესპერენის ბერგამოტი არ არის ფართოდ გავრცელებული, იგი გვხვდება [[ქართლი]]ს მეხილეობის ზოგიერთ რაიონში, [[კახეთი|კახეთში]] – იშვიათად, ხოლო თითო-ოროლა ხის სახით კი – [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხეში]]; შედარებით ხშირად გვხვდება სამხრეთ ოსეთის მეხილეობის რაიონებში, დასავლეთ საქართველოში კი სრულებით არ გვხვდება.

14:12, 24 აგვისტო 2022-ის ვერსია

ბერგამოტი წითელი

ესპერენის ბერგამოტი - (Bergamotte Espéren, Poire Espéren, Esperens Bergamotte). მსხლის ჯიში ესპერენის ბერგამოტი წარმოშობით ბელგიიდანაა, სადაც ორიგინატორ ესპერენის მიერ 1830 წ. იქნა მიღებული, როგორც თესლნერგი.

საქართველოში ესპერენის ბერგამოტი არ არის ფართოდ გავრცელებული, იგი გვხვდება ქართლის მეხილეობის ზოგიერთ რაიონში, კახეთში – იშვიათად, ხოლო თითო-ოროლა ხის სახით კი – ახალციხეში; შედარებით ხშირად გვხვდება სამხრეთ ოსეთის მეხილეობის რაიონებში, დასავლეთ საქართველოში კი სრულებით არ გვხვდება.

ახალ ნარგავებში მას ადგილი სულ არ აქვს დათმობილი, მიუხედავად იმისა, რომ ესპერენის ბერგამოტი საუკეთესო ღირსების ნაყოფს იძლევა, ამის მიზეზი ისაა, რომ მსხლის ეს ჯიში იშვიათი დიდი მომთხოვნია გარემო პირობებისადმი და ნიადაგის ფიზიკური თვისებებისა და ნაყოფიერების მიმართაც. განსაკუთრებით ადვილად და ძლიერ ავადდება ქეცით ჭარბტენიანი ნიადაგისა და ჰავის პირობებში და ცუდი კვების პირობებში; მშრალი ჰავის პირობებში კი დაბალი ხარისხისა და გრანულაციებით სავსე ნაყოფს იძლევა. ესპერენის ნაყოფი, თუ ცოტა ნაადრევად დაიკრიფა, საწყობში ჭკნება და კანი ეჭმუჭნება, ხოლო თუ დაგვიანებით არის დაკრეფილი, მაშინ გვიან გაზაფხულამდე არ სძლებს.

ბერგამოტი ჭრელი

ნაგალა საძირეზე კარგად მიდის და ნაყოფიერ ნიადაგებზე, თბილ და მყუდრო ადგილებში იშვიათად მსხვილ და მაღალი ღირსების ნაყოფს იძლევა. ეს ჯიში ბაღის მოყვარულთათვის იშვიათ ჯიშად უნდა ჩაითვალოს, ხოლო ინტენსიური აგროტექნიკის და ოპტიმალურ გარემო პირობებში, შეიძლება მისი კულტურა ფართო სამრეწველო მიმართულებითაც იქნეს წარმართული.

ნაყოფი საშუალო ზომისა აქვს, თუ ძლიერ საძირეზეა დამყნილი, ხოლო თუ სუსტ საძირეზეა – მაშინ გიგანტურ ნაყოფს იძლევა, წონით 400–500 გრამს და ხან მეტსაც. ნაყოფი გარეგნობით მეტად პოლიმორფულია, უფრო ხშირად კი მობრტყო-მორგვალოა, წახნაგოვანი და ბორცვიანი ზედაპირით.

სხმა კუნწულ-კუნწულად იცის 4–5 ერთად, გრძელ წკეპლა ტოტებზე.

ჯამი ღია აქვს, ზის განიერ ბორცვიან ღრუში.

ნაყოფის კანი თავდაპირველად სქელი და უხეშია, თანაც ხაოიანი. მოკრეფისას მონაცრისფრო-მწვანეა, ნაყოფის კანის ზედაპირი მოფენილია წვრილი და უხვი მორუხო წერტილებით და ჟანგაროს ბადისებრი ქსელით. სრული სიმწიფისას კანი ძლიერ თხელდება და ნაყოფის ხორცთან ერთად მთლად მდნარი ხდება, ლიმონისფერ-ყვითელ ფერს ღებულობს, მზის მხარეზე კი ყვითელ-ოქროსფერი და ხშირად ღია ვარდისფერი ელფერი გადაჰკრავს და გამჭვირვალე შესახედაობისაა.

ნაყოფის ხორცი მოყვითალოა, სურნელოვანი, მთლიანად მდნარი, წვნიანი, ძლიერ ტკბილი, მეტად სასიამოვნო შეხამებული გამახალისებელი მჟავიანობით; საერთოდ უძვირფასესი ნაზი გემოსია, მაგრამ ჯიშისათვის დამახასიათებელი უძვირფასესი გემოს ნაყოფის მიღება ყველგან და ყველა აგროტექნიკის პირობებში არ შეიძლება; ხის ზრდა-განვითარებისათვის მხოლოდ ზედმიწევნით ოპტიმალური პირობების შეჰქმნა უზრუნველჰყოფს ნაყოფის იშვიათ გემოს.

ხე საკმაოდ ძლიერი და ჩქარი ზრდისაა. ინვითარებს მაღალ, ვიწრო პირამიდულ ვარჯს. კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს, შემდეგში კი ზრდაში ჩერდება და საშუალო ტანის ხედ იზრდება. მოსავლის მოცემას ადრე იწყებს, ისხამს წელგამოშვებით. ინვითარებს პართენოკარპულ ნაყოფსაც, თვითსტერილია. ხე კარგად გვარობს კომშზე თუ ნიადაგი შესაფერი აქვს და მაღალი აგროტექნიკური ღონისძიებები იქნა ჩატარებული.


Logo1.JPG ბერგამოტი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები