აფხაზეთის ავტონომია
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
:4. ამ კომისიისგან შემუშავებული დებულებები შეტანილი უნდა იყოს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში]]. | :4. ამ კომისიისგან შემუშავებული დებულებები შეტანილი უნდა იყოს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში]]. | ||
− | საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთის სტატუსის მიმართ ნათლად გამოხატა [[ნოე ჟორდანია|ნოე ჟორდანიამ]] დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას: | + | საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთის სტატუსის მიმართ ნათლად გამოხატა [[ნოე ჟორდანია|ნოე ჟორდანიამ]] დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას: „ჩვენ მათი (აფხაზეთის სახალხო საბჭოს) ყველა მოთხოვნა, რაც [[ავტონომია|ავტონომიას]] ეხება, როგორი ფართოც არ უნდა იყოს, შეგვიძლია, მივიღოთ. არ შეგვიძლია, მივიღოთ მხოლოდ ერთი: გამოყოფა ჩვენგან და [[დენიკინი ანტონ|დენიკინთან]] მიერთება“. |
ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შემმუშავებელ შერეულ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისია|საკონსტიტუციო კომისიაში]] აზრთა სხვადასხვაობა იყო [[ავტონომია|ავტონომიის]] დონის თაობაზე, ეთნიკური აფხაზი დეპუტატების ნაწილი კი საერთოდ ეწინააღმდეგებოდა ავტონომიას. დებატები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. შეიქმნა რამდენიმე წინასწარი პროექტი, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმების აუცილებელი ორი მესამედი. იყო ინტენსიური კონსულტაციები [[თბილისი|თბილისთან]]. საბოლოოდ, ძირითადი შიდა უთანხმოებების გადალახვა მოხერხდა. 1920 წლის 1 ივლისს აფხაზეთის სახალხო საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის სამი პროექტი, დამფუძნებელი კრების სხდომაზე ერთ-ერთი მათგანის დამტკიცების მიზნით. ამ პროექტებს აერთიანებდა შემდეგი ძირითადი დებულებები: | ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შემმუშავებელ შერეულ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისია|საკონსტიტუციო კომისიაში]] აზრთა სხვადასხვაობა იყო [[ავტონომია|ავტონომიის]] დონის თაობაზე, ეთნიკური აფხაზი დეპუტატების ნაწილი კი საერთოდ ეწინააღმდეგებოდა ავტონომიას. დებატები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. შეიქმნა რამდენიმე წინასწარი პროექტი, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმების აუცილებელი ორი მესამედი. იყო ინტენსიური კონსულტაციები [[თბილისი|თბილისთან]]. საბოლოოდ, ძირითადი შიდა უთანხმოებების გადალახვა მოხერხდა. 1920 წლის 1 ივლისს აფხაზეთის სახალხო საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის სამი პროექტი, დამფუძნებელი კრების სხდომაზე ერთ-ერთი მათგანის დამტკიცების მიზნით. ამ პროექტებს აერთიანებდა შემდეგი ძირითადი დებულებები: | ||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
:3. აფხაზეთის სახალხო საბჭოს კომისარიატის გამგებლობაში რჩება აფხაზეთის ცხოვრების ყველა დანარჩენი სფერო. | :3. აფხაზეთის სახალხო საბჭოს კომისარიატის გამგებლობაში რჩება აფხაზეთის ცხოვრების ყველა დანარჩენი სფერო. | ||
− | 1920 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი და გააგზავნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. კონსტიტუცია ადასტურებდა აფხაზეთის ავტონომიურ სტატუსს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. პროექტის პირველ მუხლში ეწერა: | + | 1920 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი და გააგზავნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. კონსტიტუცია ადასტურებდა აფხაზეთის ავტონომიურ სტატუსს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. პროექტის პირველ მუხლში ეწერა: „აფხაზეთი, [[მდინარე]] მეხადირიდან მდინარე ენგურამდე, და შავი ზღვის სანაპიროებიდან კავკასიონის ქედამდე – საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად მართავს თავის საშინაო საქმეებს“. |
ამგვარად, შეთანხმება ავტონომიისა და თბილისსა და სოხუმს შორის სახელისუფლებო უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ მიღულ იქნა. 1920 წლის 29 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელი კრების მცირე საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო „ავტონომიური აფხაზეთის მართვის დებულება“. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ აფხაზეთის ავტონომიის ძირითადი პრინციპები შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 107, 108). | ამგვარად, შეთანხმება ავტონომიისა და თბილისსა და სოხუმს შორის სახელისუფლებო უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ მიღულ იქნა. 1920 წლის 29 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელი კრების მცირე საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო „ავტონომიური აფხაზეთის მართვის დებულება“. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ აფხაზეთის ავტონომიის ძირითადი პრინციპები შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 107, 108). | ||
− | + | ||
+ | ბონდო კუპატაძე | ||
+ | |||
ხაზი 25: | ხაზი 27: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვეთი მეორე, 1917-1993, თბ., 2007. | ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვეთი მეორე, 1917-1993, თბ., 2007. | ||
− | |||
== წყარო == | == წყარო == | ||
ხაზი 31: | ხაზი 32: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | [[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | ||
+ | [[კატეგორია:აფხაზეთის ისტორია]] | ||
+ | [[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა]] | ||
[[კატეგორია:აფხაზეთის ავტონომია]] | [[კატეგორია:აფხაზეთის ავტონომია]] | ||
− | |||
− |
მიმდინარე ცვლილება 15:28, 26 ივლისი 2022 მდგომარეობით
აფხაზეთის ავტონომია - პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც ფლობდა აფხაზეთი (ყოფილი რუსეთის იმპერიის სოხუმის ოკრუგი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში.
1919 წლის 20 მარტს ახლად არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო „აქტი ავტონომიის შესახებ“ და დასამტკიცებლად საქართველოს დამფუძნებელ კრებას წარუდგინა. მასში ნათქვამი იყო:
- 1. აფხაზეთი შედის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ავტონომიურ ელემენტად, რაზედაც აცნობებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას;
- 2. ავტონომიური აფხაზეთისთვის უნდა შეიქმნას კონსტიტუცია, რომელიც დაარეგულირებს ცენტრალურ (საერთო-ქართულ) და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის დამოკიდებულებას;
- 3. კონსტიტუციის შესადგენად უნდა ჩამოყალიბდეს შერეული პარიტეტული კომისია სახალხო საბჭოს წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისგან;
- 4. ამ კომისიისგან შემუშავებული დებულებები შეტანილი უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში.
საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთის სტატუსის მიმართ ნათლად გამოხატა ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას: „ჩვენ მათი (აფხაზეთის სახალხო საბჭოს) ყველა მოთხოვნა, რაც ავტონომიას ეხება, როგორი ფართოც არ უნდა იყოს, შეგვიძლია, მივიღოთ. არ შეგვიძლია, მივიღოთ მხოლოდ ერთი: გამოყოფა ჩვენგან და დენიკინთან მიერთება“.
ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შემმუშავებელ შერეულ საკონსტიტუციო კომისიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო ავტონომიის დონის თაობაზე, ეთნიკური აფხაზი დეპუტატების ნაწილი კი საერთოდ ეწინააღმდეგებოდა ავტონომიას. დებატები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. შეიქმნა რამდენიმე წინასწარი პროექტი, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმების აუცილებელი ორი მესამედი. იყო ინტენსიური კონსულტაციები თბილისთან. საბოლოოდ, ძირითადი შიდა უთანხმოებების გადალახვა მოხერხდა. 1920 წლის 1 ივლისს აფხაზეთის სახალხო საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის სამი პროექტი, დამფუძნებელი კრების სხდომაზე ერთ-ერთი მათგანის დამტკიცების მიზნით. ამ პროექტებს აერთიანებდა შემდეგი ძირითადი დებულებები:
- 1. აფხაზეთი ავტონომიური ერთეულია საქართველოს შემადგენლობაში;
- 2. საქართველოს ცენტრალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები პასუხს აგებენ საგარეო პოლიტიკაზე, თავდაცვაზე, საფინანსო, საგადასახადო და სასამართლო სისტემებზე, ფოსტაზე, ტელეგრაფზე, რკინიგზის და საავტომობილო გზების ქსელებზე;
- 3. აფხაზეთის სახალხო საბჭოს კომისარიატის გამგებლობაში რჩება აფხაზეთის ცხოვრების ყველა დანარჩენი სფერო.
1920 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი და გააგზავნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. კონსტიტუცია ადასტურებდა აფხაზეთის ავტონომიურ სტატუსს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. პროექტის პირველ მუხლში ეწერა: „აფხაზეთი, მდინარე მეხადირიდან მდინარე ენგურამდე, და შავი ზღვის სანაპიროებიდან კავკასიონის ქედამდე – საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად მართავს თავის საშინაო საქმეებს“.
ამგვარად, შეთანხმება ავტონომიისა და თბილისსა და სოხუმს შორის სახელისუფლებო უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ მიღულ იქნა. 1920 წლის 29 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელი კრების მცირე საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო „ავტონომიური აფხაზეთის მართვის დებულება“. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ აფხაზეთის ავტონომიის ძირითადი პრინციპები შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 107, 108).
ბონდო კუპატაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვეთი მეორე, 1917-1993, თბ., 2007.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი