ორბელიანი ვახტანგ (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 41: ხაზი 41:
 
[[კატეგორია:რუსეთის არმიის ქართველი გენერლები]]‏‎  
 
[[კატეგორია:რუსეთის არმიის ქართველი გენერლები]]‏‎  
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:1932 წლის შეთქმულების მონაწილეები]]
+
[[კატეგორია:1832 წლის შეთქმულების მონაწილეები‏‎]]
 
[[კატეგორია:ორბელიანები]]
 
[[კატეგორია:ორბელიანები]]

12:14, 3 მაისი 2022-ის ვერსია

ორბელიანი ვახტანგ – (168? – 1739), (ჯამბაკურ-ორბელიანი) ერეკლე II ასულის თეკლე ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელსა და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1830 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო 1932 წლის შეთქმულების მონაწილე, რის გამოც კალუგაში გადაასახლეს. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში. 1855 წელს ქართველ გრენადერთა პოლკის უფროსია. 1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

ვახტანგ ორბელიანი ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის პოეტურ შემოქმედებას სათავე დაუდო სამშობლოდან გადასახლებით გამოწვეულმა ღრმა განცდებმა („გამოსალმება” - 1834). ვ. ორბელიანი ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა 80-იანი წლებიდან. მისი პოეზიის ძირითადი თემა საქართველოს წარსულია. დიდ ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანობაზე („ჯვარი ვაზისა”, 1880), რამაც, მისი აზრით, საქართველო იხსნა; უკვდავი სული, რაც ქვეყნისა და ხალხის გადარჩენის საწინდარია („იმედი”, 1888); სამშობლოს წარსული სიდიადე, მისი ულამაზესი ბუნება, ქართველი ხალხის შემოქმედების მაღალი ნიჭი გამოვლინდა ვ. ორბელიანის ლექსებში „კახეთს” (1880); „სამშობლო ქვეყნის პასუხი” (1883) და სხვა. საქართველოს აღდგენისა და გაძლიერების პერსპექტივას იგი ქრისტიანულ მოთმინებაში ეძიებდა, იმედი ჰქონდა წარსულის აღორძინებისა. მისი პოეტური მრწამსის გასათვალისწინებლად გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება პოეტის დაუმთავრებელ ლექსს „პოეტი” (1884), აშუღურყარაჩოხულ პოეზიას − „მუხამბაზის კილოს”. ვახტანგ ორბელიანის ლექსთა ნაწილი გამოიცა 1879 და 1881 წლებში. პირველი მნიშვნელოვანი კრებული − 1894 წელს, 1949 წელს ასევე გამოიცა მისი ლექსების კრებული.


პოეტს
მე არ მიყვარს კილო მუხამაზისა,
კინტოთ კილო, კილო შუა-ბაზრისა;
იმ კილოთი რა იმღერო, პოეტო,
თუ არ ღვინო, ტოლუბაში და კინტო,
მათ დუდუკი , დიპლიპიტო და ზურნა,
მათ უაზრო ლაზღანდრობა, ყიჟინა?
მე არ მიყვარს სურათები ამგვარი.
მუხამბაზით სხვას რას იტყვი, მითხარი?
მე მომეცი კილო რუსთაველისა,
გაფურჩვნილი, ვით ყვავილი ველისა,
მოკამკამე, როგორც წყარო მცინარი,
ვით მდინარე, მშვენივრად მომდინარი.
იმ კილოთი გვაჩვენე სხვა სურათნი,
დაგვანახვე ველნი, ბორცვნი და მთანი;
მაღლა ზეცა, ქვეშ ზღვა განუსაზღვრელი;
მთლად ბუნება, დიდი, გასაკვირველი.
ველნი, ბორცვნი ტურფად იფურჩვნებოდნენ,
წვერნი მთათა ცის კარს ებჯინებოდნენ;
ცის კამარა ბრწყინავდეს მნათობთ სხივით,
ან გრგვინავდეს ელვითა და ქუხილით;
კაშკაშებდეს მზის სხივითა ზღვის გული,
თვის ნაპირზედ მშვიდად მიძინებული;
ან მრისხანე ცაში ზვირთებს ისვრიდეს
და თვის მკერდზედ
ნავთ ხომალდებს მუსვრიდეს.
დაგვანახვე დიდებული ბუნება,
იმის დიდი მრავალგვარი შვენება.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები