ფურცელაძე ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 33: ხაზი 33:
 
::ნუთუ ჯერაც არ გაივსო
 
::ნუთუ ჯერაც არ გაივსო
 
::მსხვერპლით თხრემლი, წინ რომ გვიდევს.
 
::მსხვერპლით თხრემლი, წინ რომ გვიდევს.
 +
::და უფსკრულის თვისის ძირით
 +
::კიდევ ბევრ ხანს დაგვაშორებს?..
 +
::იკმარევი შეწირული,
 +
::ისმინე ხმა ვედრებისა:
 +
::გამობრწყინდი, ნეტარებავ,
 +
::მომეც სხივი ცხოვრებისა!
 +
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

16:59, 14 აპრილი 2022-ის ვერსია

ანტონ ფურცელაძე

ფურცელაძე ანტონ − (1839 − 1913), ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ მერეთში (გორი). 11 წლის ასაკში ქალაქ ორიოლის კადეტთა კორპუსში მიიღეს სახელმწიფო ხარჯზე, სადაც სამიოდე წელი დარჩა. 1854 წელს იგი ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო იძულებული გახდა სასწავლებელი დაეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. დაბრუნების შემდეგ ერთხანს თავის სოფელში დარჩა და დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერლის თანამდებობაზე დაიწყო სამსახური, თუმცა მალე თბილისში გადმოვიდა.

1861 წელს მან თანამშრომლობა დაიწყო ჟურნალ „ცისკართან”. პირველ ხანებში მეტწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა. „ცისკარში” თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ იგი „დროებაში” გადავიდა და 1869-1870 წლებში შექმნა რომანი „მაცი ხვიტია”, ხოლო 1899 წელს − ტრაგედია „დიდი მოურავი”. 1869 წლიდან ანტონ ფურცელაძის თაოსნობით გამოსვლა დაიწყო ყოველთვიურმა სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალმა „მნათობმა”, 1873 წლიდან კი რედაქტორობდა პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე „გუთნის დედას”. 1905 წელს ანტონ ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911 წელს მან ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად სოფელ არბოში დასახლდა.


ჩემს სანეტაროს
მოქანცული ტყვედა ვგდივარ,
ვიბრძვი მაგრად შებოჭვილი,
შენ მოგელტვი, ვერ გავსწყვიტე
ამირანის ჯაჭვი მსხვილი.
შენდა სატრფოდ თავგანწირულს
გული მერჩის, ხელი აღარ...
მითხარ, ჩემო ნეტარებავ,
დამენახვე, ნეტამც სად ხარ?
მთლად მომწყვიტა ცხარე ბრძოლამ,
სიბნელისგან თვალთ მაკლდება,
მხნე ხმა ჩემი, შემზარავი
დღეს არს კვნესა და ვაება;
და, რამდენიც გეტანები,
გარს მეხვევა ბნელი მევე...
სად ხარ, ჩემო ნეტარებავ?..
დემენახვე, გამამხნევე!
თუ იმედი არა მქონდეს,
რომ ოდესმე შეგეყრები, −
უშენობით ვერ გავძლებ და
თავს მოვიკლავ, გეფიცები!..
ამ სიცოცხლეს სჯობს სიკვდილი,
თუ ვიცოცხლო − ვგვანდე ცოცხალს!..
სად ხარ, ჩემო ნეტარებავ,
რად არ მასმენ ცხოვრების ხმას?
ნუთუ ჯერაც არ გაივსო
მსხვერპლით თხრემლი, წინ რომ გვიდევს.
და უფსკრულის თვისის ძირით
კიდევ ბევრ ხანს დაგვაშორებს?..
იკმარევი შეწირული,
ისმინე ხმა ვედრებისა:
გამობრწყინდი, ნეტარებავ,
მომეც სხივი ცხოვრებისა!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები