ორფის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ორფის თეორია''' – შეიქმნა 30-40 იან წლებში XX საუკუნის დასაწყისი...)

13:34, 24 იანვარი 2022-ის ვერსია

ორფის თეორია – შეიქმნა 30-40 იან წლებში XX საუკუნის დასაწყისის ნოვატორული იდეების გავლენით. სიუჟეტის სიტყვასიტყვითი გაგების ნაცვლად ორფი გვაწვდის ქარაგმას, ალეგორიას, სიმბოლოს. მოქმედების ნაცვლად – „სცენური სურათებით“ ილუსტრირებულ თხრობას; დინამიკური დრამატურგიის ნაცვლად – განზრახ შექმნილ „სურათების“ სტატიკას; ინდივიდუალიზებული სახის ნაცვლად – განზოგადებულ „ტიპს“; მსახიობის მაქსიმალური გარდასახვის ნაცვლად – მის „გასხვისებას“ სახისაგან. ორფის ყოველ პიესას თავისი ჟანრული სპეციფიკა გააჩნია.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები