ორფის თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორფის თეორია – ჩამოყალიბებულ იქნა XX ს. 30-40-იან წწ.-ში გერმანელი კომპოზიტორის და დრამატურგის კარლ ორფის მიერ მე-20 ს. დასაწყისის ნოვატორული იდეების გავლენით. ამ თეორიის მიხედვით, დაუშვებელია სიუჟეტის პირდაპირი გადმოცემა, აუცილებელია ქარაგმა, ალეგორია, სიმბოლო, მოქმედება უნდა შეიცვალოს „სცენური სურათებით“, ილუსტრირებული თხრობით.