გოგნიაშვილი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რევაზ გოგნიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გოგნიაშვილი რევაზ“ გად...)
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:GogniaSvili revaz.jpg|thumb|200პქ|რევაზ გოგნიაშვილი]]
 
[[ფაილი:GogniaSvili revaz.jpg|thumb|200პქ|რევაზ გოგნიაშვილი]]
'''გოგნიაშვილი რევაზ დიმიტრის ძე''' - (26. X. 1893, ქვემო ხოდაშენი, – 20. III. 1967, [[თბილისი]]), კომპოზიტორი და დირიჟორი. თბილისის საოპერო სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერის „ქრისტინეს“ ავტორი.  
+
'''გოგნიაშვილი რევაზ დიმიტრის ძე''' (26.X.1893, სოფ. ქვემო ხოდაშენი - 20.III.1967, [[თბილისი]]) - კომპოზიტორი, [[დირიჟორი]], პედაგოგი, ლოტბარი, ლიბრეტისტი. სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერის „ქრისტინეს“ ავტორი.
  
პირველდაწყებითი სამუსიკო განათლება მიიღო თბილისის სამუსoკო სასწავლებელში. 1913 დაამთავრა პარიზის კონსერვატორია საკომპოზიციო განხრით (პედაგოგები: პროფ. პენიო, გრავარე, ივადონი). აქვე გამოიცა გოგნიაშვილის საფორტეპიანო პიესა „სევდა“. 1914 დაბრუნდა საქართველოში. შეუდგა ქართული ხალხური სიმღერების შეკრებას და დამუშავებას, მუშაობას ოპერა „ქრისტინეზე“ (მისივე ლიბრეტო, ე. ნინოშვილის მოთხრობისა და პ. ირეთელის პიესის მიხედვით). 1918 წ. 21 მაისს „ქართველ მომღერალთა კავშირის“ თაოსნობით „ქართული კლუბის“ სცენაზე გაიმართა „ქრისტინეს“ პრემიერა (რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი, დირიჟორი ნ. ქართველიშვილი; იასონის პარტიას ასრულებდა ვ. სარაჯიშვილი), ხოლო 17 ივნისს დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. გოგნიაშვილის სხვა ნაწარმოებები: 2 ოპერა: „ჯადოსანი“ (ქართული ხალხური ზღაპრის მოტივებზე), რომლებიც ნაწყვეტების სახით სრულდებოდა და საკულტო-რიტუალური ხასიათის „მზის ქურუმი“, აგრეთვე ვოკალურ-საკრავიერი და კამერული ნაწარმოებები. მის საკონცერტო მინიატიურებს ასრუელებდა ვ. სარაჯიშვილი. გოგნიაშვილს დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული თეატრებისათვის (სატირის, თოჯინების, მოზარდ მაყურებელთა და სხვ.). სულ 100-მდე სპექტაკლისათვის. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამუსიკო სკოლებში. (გ. ტორაძე)
+
====ბიოგრაფია====
 +
დაწყებითი მუსიკალური განათლება თბილისის სამუსიკო სასწავლებელში მიიღო. ქართულმა საზოგადოებამ 1910 ჟურ. „[[თეატრი და ცხოვრება (ჟურნალი)|თეატრი და ცხოვრების]]“ ფურცლებიდან გაიცნო. იმ დროს მისი რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები [[სარაჯიშვილი ვანო|ვ. სარაჯიშვილის]] რეპერტუარში შედიოდა. არის პირველი ქართველი კომპოზიტორი, რომლის საფორტეპიანო ნაწარმოებების კრ. „Arabesques” გამოიცა [[ევროპა|ევროპაში]] (პარიზი, 1910). 1913 წელს დაამთავრა პარიზის კონსერვატორია საკომპოზიტორო განხრით. მისი პედაგოგები იყვნენ: პროფ. პენიო, გრავარე დაივადონი. იმავე წელს [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნდა. 1914, [[წუწუნავა ალექსანდრე|ა. წუწუნავა]]ს თხოვნით, დაიწყო მუშაობა [[ოპერა|ოპერაზე]] „ქრისტინე“, რომლის ლიბრეტოსაც საფუძვლად დაედო ე. ნინოშვილის იმავე სახელწოდების ნაწარმოები. ოპერაზე მუშაობა სამ წელიწადში დაასრულა. ცარიზმის ცენზურის გამო, ლიბრეტო რუსულად დაიწერა. 1918 [[გუნია ვალერიან|ვ. გუნიამ]] ქართულად თარგმნა.
  
 +
[[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე]] სულ რამდენიმე დღით ადრე, 21.V.1918, ქართული კლუბის სცენაზე (დღევანდელი გრიბოედოვის თეატრი), ქართველ მომღერალ-მუსიკოსთა კავშირის თაოსნობით, „ქრისტინეს“ [[პრემიერა]] მოეწყო (რეჟ. [[ანდრონიკაშვილი კონსტანტინე|კ. ანდრონიკაშვილი]], დირიჟორი ნ. ქართველიშვილი; იასონის როლში - ვ. სარაჯიშვილი). წარმოდგენისას, კლასიკურ ინსტრუმენტებთან ერთად, ხალხური საკრავები - [[დუდუკი]] და [[დოლი]] გამოიყენეს. 17.VI.1918 „ქრისტინე” [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერის თეატრის]] სცენაზეც დაიდგა
  
  
 +
ოპერა განმეორებით გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის დეკემბერშიც დაიდგა. შექმნა კიდევ ორი ოპერა: „მზის ქურუმი“ (ლიბრ. მ. ხერხეულიძის) და „ჯადოსანი“ (სხვა ვერსიით - „კუდიანი“), ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით. მას ეკუთვნის ასევე რამდენიმე ვოკალური ნაწარმოებიც. 1925-27 წლებში იყო თბილისში დაარსებული პირველი სატირის თეატრის კომპოზიტორი. 1930-იან წლებში - თელავის მუსიკალური სკოლის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად თბილისის, ქუთაისისა და გორის მუსიკალურ სასწავლებლებში. თანამშრომლობდა ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთისა და თელავის დრამატულ თეატრებთან. ჭიათურის თეატრში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა პროფესიონალი მუსიკოსებისაგან შემდგარ ორკესტრს. გაფორმებული აქვს
 +
200-ზე მეტი [[სპექტაკლი]]. სიცოცხლის ბოლოს მუშაობდა ოპერაზე „გიორგი სააკაძე“.
  
 +
''ზურაბ ლეჟავა''
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
 +
* ა. გაჩეჩილაძ ე, „ღვაწლმოსილი ხელოვანი“, ჟურ. „დროშა“, 1967, №17;
 +
* შ. აბრახამია, „ქართული ოპერის პირველი მერცხალი“, ჟურ., „ისტორიანი“, 2013, №7;
 +
* „მუსიკა და სახიობა“, ჟურ., „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №9, №14.
 +
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002208/ რევაზ გოგნიაშვილი]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002208/ რევაზ გოგნიაშვილი]
  
[[კატეგორია:კომპოზიტორები]]
+
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:დირიჟორები]]
+
[[კატეგორია:ქართველი დირიჟორები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ლიბრეტისტები]]

მიმდინარე ცვლილება 21:18, 20 დეკემბერი 2021 მდგომარეობით

რევაზ გოგნიაშვილი

გოგნიაშვილი რევაზ დიმიტრის ძე (26.X.1893, სოფ. ქვემო ხოდაშენი - 20.III.1967, თბილისი) - კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ლოტბარი, ლიბრეტისტი. სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერის „ქრისტინეს“ ავტორი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაწყებითი მუსიკალური განათლება თბილისის სამუსიკო სასწავლებელში მიიღო. ქართულმა საზოგადოებამ 1910 ჟურ. „თეატრი და ცხოვრების“ ფურცლებიდან გაიცნო. იმ დროს მისი რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები ვ. სარაჯიშვილის რეპერტუარში შედიოდა. არის პირველი ქართველი კომპოზიტორი, რომლის საფორტეპიანო ნაწარმოებების კრ. „Arabesques” გამოიცა ევროპაში (პარიზი, 1910). 1913 წელს დაამთავრა პარიზის კონსერვატორია საკომპოზიტორო განხრით. მისი პედაგოგები იყვნენ: პროფ. პენიო, გრავარე დაივადონი. იმავე წელს საქართველოში დაბრუნდა. 1914, ა. წუწუნავას თხოვნით, დაიწყო მუშაობა ოპერაზე „ქრისტინე“, რომლის ლიბრეტოსაც საფუძვლად დაედო ე. ნინოშვილის იმავე სახელწოდების ნაწარმოები. ოპერაზე მუშაობა სამ წელიწადში დაასრულა. ცარიზმის ცენზურის გამო, ლიბრეტო რუსულად დაიწერა. 1918 ვ. გუნიამ ქართულად თარგმნა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 21.V.1918, ქართული კლუბის სცენაზე (დღევანდელი გრიბოედოვის თეატრი), ქართველ მომღერალ-მუსიკოსთა კავშირის თაოსნობით, „ქრისტინეს“ პრემიერა მოეწყო (რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი, დირიჟორი ნ. ქართველიშვილი; იასონის როლში - ვ. სარაჯიშვილი). წარმოდგენისას, კლასიკურ ინსტრუმენტებთან ერთად, ხალხური საკრავები - დუდუკი და დოლი გამოიყენეს. 17.VI.1918 „ქრისტინე” თბილისის ოპერის თეატრის სცენაზეც დაიდგა


ოპერა განმეორებით გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის დეკემბერშიც დაიდგა. შექმნა კიდევ ორი ოპერა: „მზის ქურუმი“ (ლიბრ. მ. ხერხეულიძის) და „ჯადოსანი“ (სხვა ვერსიით - „კუდიანი“), ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით. მას ეკუთვნის ასევე რამდენიმე ვოკალური ნაწარმოებიც. 1925-27 წლებში იყო თბილისში დაარსებული პირველი სატირის თეატრის კომპოზიტორი. 1930-იან წლებში - თელავის მუსიკალური სკოლის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად თბილისის, ქუთაისისა და გორის მუსიკალურ სასწავლებლებში. თანამშრომლობდა ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთისა და თელავის დრამატულ თეატრებთან. ჭიათურის თეატრში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა პროფესიონალი მუსიკოსებისაგან შემდგარ ორკესტრს. გაფორმებული აქვს 200-ზე მეტი სპექტაკლი. სიცოცხლის ბოლოს მუშაობდა ოპერაზე „გიორგი სააკაძე“.

ზურაბ ლეჟავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • ა. გაჩეჩილაძ ე, „ღვაწლმოსილი ხელოვანი“, ჟურ. „დროშა“, 1967, №17;
  • შ. აბრახამია, „ქართული ოპერის პირველი მერცხალი“, ჟურ., „ისტორიანი“, 2013, №7;
  • „მუსიკა და სახიობა“, ჟურ., „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №9, №14.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

რევაზ გოგნიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები