გაკვეთილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გაკვეთილი''' - გაკვეთილი სწავლისათვის განკუთვნილი დროის სტ...)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
და ერთი მოსწავლე; (3) ფორმალური სწავლის დრო მასწავლებლის გარეშე სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიის გამოყენებით; (4) ვიდეოკონფერენცია: საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სივრცეში (ოთახში) განთავსებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ერთობლივად წარმართონ სასწავლო პროცესი.
 
 +
====გაკვეთილის აქტივობა====
 +
აქტივობა არის მასწავლებლის მიერ დაგეგმილი მოსწავლეების ის ქმედებები, რომლებიც სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება. მიზნიდან გამომდინარე, მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს ერთი ან რამდენიმე აქტივობა და, ასევე, მათი ჩატარების თანამიმდევრობა. აქტივობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შენარჩუნდეს მოსწავლეთა ინტერესები და მოტივაცია. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს, თუ კონკრეტულად რის გაკეთება მოეთხოვებათ მოსწავლეებს და ის, თუ რა როლი უნდა შეასრულოს მან მთლიანად ამ პროცესში.
 +
 +
გაკვეთილის აქტივობის დაგეგმვის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა [[ცოდნა (უნარ-ჩვევა)|ცოდნა]] და [[უნარი|უნარები]], მათი შესაძლებლობები და გამოცდილება.
 +
 +
====გაკვეთილის გეგმა (სცენარი)====
 +
მასწავლებელი ადგენს გაკვეთილის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს გაკვეთილის სტრუქტურას. გაკევთილის გეგმას გაკვეთილის სცენარსაც უწოდებენ. გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილის მიზანს, შესაბამის აქტივობებს, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას,
 +
დროის განაწილებას, რესურსების ჩამონათვალს და შეფასებას. გაკვეთილის ყოველი აქტივობის შესრულება (როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლისა) გაწერილი უნდა იყოს დროში. სასურველია, რომ მასწავლებელმა წერილობით შეადგინოს გაკვეთილის გეგმა ანუ სცენარი, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ის, თუ რა მოხდება გაკვეთილზე: მასწავლებლის აქტივობები და მოსწავლეების მოსალოდნელი პასუხები. მაგალითად, მასწავლებელმა წინასწარ უნდა ჩამოწეროს, თუ რა შეკითხვების დასმას აპირებს, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩართოს დისკუსიაში. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, მასწავლებელს წინასწარ დაწერილი გაკვეთილის სცენარის შეცვლაც (ანუ იმპროვიზაცია) უნდა შეეძლოს; გაკვეთილის გეგმის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების წინასწარი ცოდნა, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს ერთგვაროვანი. ასევე, ის, თუ როგორ შეიძლება ამ ცოდნის ამოქმედება გაკვეთილის დაწყებისთანავე, მოსწავლეების მოტივაცია, საჭირო რესურსების არსებობა და ა.შ. მოსწავლეთა შესაფასებლად, მასწავლებელმა უნდა გამოყოს მიზნის მიღწევის კრიტერიუმები, ანუ მოკლედ აღწეროს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გაკვეთილის მიზანი განხორციელებულად, შესაძლებელია მიზნის მიღწევის დონეების გამოყოფაც - ანუ შეფასების სქემის - რუბრიკის შედგენა.
 +
 +
ასევე, საჭიროა მასწავლებელმა მოახდინოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ანალიზი: რა შესრულდა მის მიერ შედგენილი გეგმიდან კარგად, რამ შეუშალა ხელი გაკვეთილის მიზნის მიღწევაში და რა უნდა გამოსწორდეს მომავალში;
 +
 +
არსებობს გაკვეთილის დაგეგმვის სხვადასხვა სტრატეგია. ყველაზე ეფექტურია, როდესაც მასწავლებელი ჯერ გეგმავს გაკვეთილის სასწავლო მიზანს, შემდეგ ამ მიზნის მიღწევის შემოწმების ფორმებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქტივობებსა და საჭირო რესურსებს.
  
21:56, 15 დეკემბერი 2021-ის ვერსია

გაკვეთილი - გაკვეთილი სწავლისათვის განკუთვნილი დროის სტრუქტურირებული პერიოდია. არსებობს გაკვეთილის სხვადასხვა ფორმატი. კერძოდ, (1) ერთი მასწავლებელი და ბევრი მოსწავლე; (2) კერძო მეცადინეობა: ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე; (3) ფორმალური სწავლის დრო მასწავლებლის გარეშე სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიის გამოყენებით; (4) ვიდეოკონფერენცია: საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სივრცეში (ოთახში) განთავსებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ერთობლივად წარმართონ სასწავლო პროცესი.

გაკვეთილის აქტივობა

აქტივობა არის მასწავლებლის მიერ დაგეგმილი მოსწავლეების ის ქმედებები, რომლებიც სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება. მიზნიდან გამომდინარე, მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს ერთი ან რამდენიმე აქტივობა და, ასევე, მათი ჩატარების თანამიმდევრობა. აქტივობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შენარჩუნდეს მოსწავლეთა ინტერესები და მოტივაცია. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს, თუ კონკრეტულად რის გაკეთება მოეთხოვებათ მოსწავლეებს და ის, თუ რა როლი უნდა შეასრულოს მან მთლიანად ამ პროცესში.

გაკვეთილის აქტივობის დაგეგმვის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ცოდნა და უნარები, მათი შესაძლებლობები და გამოცდილება.

გაკვეთილის გეგმა (სცენარი)

მასწავლებელი ადგენს გაკვეთილის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს გაკვეთილის სტრუქტურას. გაკევთილის გეგმას გაკვეთილის სცენარსაც უწოდებენ. გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილის მიზანს, შესაბამის აქტივობებს, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას, დროის განაწილებას, რესურსების ჩამონათვალს და შეფასებას. გაკვეთილის ყოველი აქტივობის შესრულება (როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლისა) გაწერილი უნდა იყოს დროში. სასურველია, რომ მასწავლებელმა წერილობით შეადგინოს გაკვეთილის გეგმა ანუ სცენარი, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ის, თუ რა მოხდება გაკვეთილზე: მასწავლებლის აქტივობები და მოსწავლეების მოსალოდნელი პასუხები. მაგალითად, მასწავლებელმა წინასწარ უნდა ჩამოწეროს, თუ რა შეკითხვების დასმას აპირებს, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩართოს დისკუსიაში. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, მასწავლებელს წინასწარ დაწერილი გაკვეთილის სცენარის შეცვლაც (ანუ იმპროვიზაცია) უნდა შეეძლოს; გაკვეთილის გეგმის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების წინასწარი ცოდნა, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს ერთგვაროვანი. ასევე, ის, თუ როგორ შეიძლება ამ ცოდნის ამოქმედება გაკვეთილის დაწყებისთანავე, მოსწავლეების მოტივაცია, საჭირო რესურსების არსებობა და ა.შ. მოსწავლეთა შესაფასებლად, მასწავლებელმა უნდა გამოყოს მიზნის მიღწევის კრიტერიუმები, ანუ მოკლედ აღწეროს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გაკვეთილის მიზანი განხორციელებულად, შესაძლებელია მიზნის მიღწევის დონეების გამოყოფაც - ანუ შეფასების სქემის - რუბრიკის შედგენა.

ასევე, საჭიროა მასწავლებელმა მოახდინოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ანალიზი: რა შესრულდა მის მიერ შედგენილი გეგმიდან კარგად, რამ შეუშალა ხელი გაკვეთილის მიზნის მიღწევაში და რა უნდა გამოსწორდეს მომავალში;

არსებობს გაკვეთილის დაგეგმვის სხვადასხვა სტრატეგია. ყველაზე ეფექტურია, როდესაც მასწავლებელი ჯერ გეგმავს გაკვეთილის სასწავლო მიზანს, შემდეგ ამ მიზნის მიღწევის შემოწმების ფორმებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქტივობებსა და საჭირო რესურსებს.

წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები