ცოდნა (უნარ-ჩვევა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცოდნა - ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. ბ. ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
- ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება
- კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა
- ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა
- კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა:
ა) წესების და კანონების ცოდნა;
ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა;
გ) კრიტერიუმების ცოდნა;
დ) მეთოდების ცოდნა;
- სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით;