მედუზა (მითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მედუზა''' – ''(მედუსა) (ბერძნ.)'' გორგოთაგან ერთ-ერთი და. [[...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''მედუზა''' – ''(მედუსა) (ბერძნ.)'' [[გორგო|გორგოთაგან]] ერთ-ერთი და.
 
'''მედუზა''' – ''(მედუსა) (ბერძნ.)'' [[გორგო|გორგოთაგან]] ერთ-ერთი და.
[[ფაილი:Meduza.jpg|thumb|250პქ|'''მედუზა''' <br />ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 490 წ.), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი]]
+
[[ფაილი:Meduza.jpg|thumb|250პქ|'''მედუზა''' <br />ამფორას [[ფერწერა]] (ძვ.წ. 490 წ.), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი]]
ადრეული ხანის მითების თანახმად, იყო სამი და – ურჩხული. მათ [[გორგო|გორგოები]] ერქვათ. ევრიალე და [[სთენო]] უკვდავნი იყვნენ, ხოლო მედუზა – მოკვდავი. შემზარავი გარეგნობა ჰქონდათ ამ დებს. მათ თავზე გველები იკლაკნებოდნენ, ხოლო დაღრეჭილი კბილებიდან ენები ჰქონდათ
+
ადრეული ხანის მითების თანახმად, იყო სამი და – ურჩხული. მათ [[გორგო|გორგოები]] ერქვათ. ევრიალე და [[სთენო]] უკვდავნი იყვნენ, ხოლო მედუზა – მოკვდავი. შემზარავი გარეგნობა ჰქონდათ ამ დებს. მათ თავზე გველები იკლაკნებოდნენ, ხოლო დაღრეჭილი კბილებიდან ენები ჰქონდათ გამოჩრილი. გორგოთა ხილვისას ყველა მოკვდავი ქვად იქცეოდა.
გამოჩრილი. გორგოთა ხილვისას ყველა მოკვდავი ქვად იქცეოდა.
+
  
როდესაც [[პერსევსი]] მეფე [[პოლიდექტესი|პოლიდექტესს]] [[გორგო]]-მედუზას თავს შეჰპირდა ძღვნად, ქალღმერთი [[ათენა]] მოევლინა შემწედ.
+
როდესაც [[პერსევსი]] მეფე [[პოლიდექტესი|პოლიდექტესს]] [[გორგო]]-მედუზას თავს შეჰპირდა ძღვნად, ქალღმერთი [[ათენა]] მოევლინა შემწედ. არც მას უყვარდა ეს მედუზა და ამიტომ გმირს თავისი ფარი აჩუქა. სარკესავით ბზინავდა ფარი. სხვა ღმერთებისგანაც მიიღო პერსევსმა საჭირო აღსაჭურველი და გორგოთა სამყოფელს მიადგა. დებს ეძინათ. იცოდა გმირმა, რომ სახეში არ უნდა შეეხედა მედუზასათვის, თორემ იქვე გაქვავდებოდა. ამიტომ ათენას ნაბოძები ფარი იმგვარად მოიმარჯვა, რომ ზედ გორგო არეკლილიყო. გამოფხიზლება არ აცალა, ისე მოჰკვეთა პერსევსმა თავი მედუზას. ურჩხულის უთაო სხეულიდან ამოცვივდნენ ფრთოსანი ცხენი [[პეგასოსი]] და ბუმბერაზი [[ქრისაორი]].
არც მას უყვარდა ეს მედუზა და ამიტომ გმირს თავისი ფარი აჩუქა. სარკესავით ბზინავდა ფარი. სხვა ღმერთებისგანაც მიიღო პერსევსმა საჭირო აღსაჭურველი და გორგოთა სამყოფელს მიადგა. დებს ეძინათ. იცოდა გმირმა, რომ სახეში არ უნდა შეეხედა მედუზასათვის, თორემ იქვე გაქვავდებოდა.
+
ამიტომ ათენას ნაბოძები ფარი იმგვარად მოიმარჯვა, რომ ზედ გორგო არეკლილიყო. გამოფხიზლება არ აცალა, ისე მოჰკვეთა პერსევსმა თავი მედუზას.
+
ურჩხულის უთაო სხეულიდან ამოცვივდნენ ფრთოსანი ცხენი [[პეგასოსი]] და ბუმბერაზი [[ქრისაორი]].
+
  
 
მოგვინებით მედუზას სახელი დაუკავშირდება ქალღმერთ ათენას. სწორედ მის [[ეგისი|ეგისს]] დაამშვენებს პერსევსის მიერ მოკვეთილი მედუზას თავი.
 
მოგვინებით მედუზას სახელი დაუკავშირდება ქალღმერთ ათენას. სწორედ მის [[ეგისი|ეგისს]] დაამშვენებს პერსევსის მიერ მოკვეთილი მედუზას თავი.

მიმდინარე ცვლილება 20:18, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

მედუზა(მედუსა) (ბერძნ.) გორგოთაგან ერთ-ერთი და.

მედუზა
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 490 წ.), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი

ადრეული ხანის მითების თანახმად, იყო სამი და – ურჩხული. მათ გორგოები ერქვათ. ევრიალე და სთენო უკვდავნი იყვნენ, ხოლო მედუზა – მოკვდავი. შემზარავი გარეგნობა ჰქონდათ ამ დებს. მათ თავზე გველები იკლაკნებოდნენ, ხოლო დაღრეჭილი კბილებიდან ენები ჰქონდათ გამოჩრილი. გორგოთა ხილვისას ყველა მოკვდავი ქვად იქცეოდა.

როდესაც პერსევსი მეფე პოლიდექტესს გორგო-მედუზას თავს შეჰპირდა ძღვნად, ქალღმერთი ათენა მოევლინა შემწედ. არც მას უყვარდა ეს მედუზა და ამიტომ გმირს თავისი ფარი აჩუქა. სარკესავით ბზინავდა ფარი. სხვა ღმერთებისგანაც მიიღო პერსევსმა საჭირო აღსაჭურველი და გორგოთა სამყოფელს მიადგა. დებს ეძინათ. იცოდა გმირმა, რომ სახეში არ უნდა შეეხედა მედუზასათვის, თორემ იქვე გაქვავდებოდა. ამიტომ ათენას ნაბოძები ფარი იმგვარად მოიმარჯვა, რომ ზედ გორგო არეკლილიყო. გამოფხიზლება არ აცალა, ისე მოჰკვეთა პერსევსმა თავი მედუზას. ურჩხულის უთაო სხეულიდან ამოცვივდნენ ფრთოსანი ცხენი პეგასოსი და ბუმბერაზი ქრისაორი.

მოგვინებით მედუზას სახელი დაუკავშირდება ქალღმერთ ათენას. სწორედ მის ეგისს დაამშვენებს პერსევსის მიერ მოკვეთილი მედუზას თავი.

ხელოვნებაში ხშირად წარმოსახავდნენ მედუზას გველებით დახუნძლული თავით, დაკრეჭილი კბილებიდან რომ ჰქონდა გამოჩრილი ენა . ასეთი გამოსახულებები ნაპოვნია იმ ფარებზე, რომელთაც ჰკიდებდნენ ნაგებობათა კარიბჭეებთან, როგორც უბედობათა განმარიდებელ თილისმებს.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები