მუზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 12: ხაზი 12:
 
ბერძნებს მიაჩნდათ, რომ მუზები ბეოტიაში მდებარე [[ჰელიკონი]]ს და [[პარნასოსი]]ს მთად ბინადრობდნენ, იქ, საიდანაც სათავეს იღებდნენ
 
ბერძნებს მიაჩნდათ, რომ მუზები ბეოტიაში მდებარე [[ჰელიკონი]]ს და [[პარნასოსი]]ს მთად ბინადრობდნენ, იქ, საიდანაც სათავეს იღებდნენ
 
[[კასტალია|კასტალიისა]] და [[ჰიპოკრენე]]ს წმინდა ნაკადულები. თუმცა მათი საყვარელი სავანე იყო პიერიის მთის მწვერვალები. სწორედ
 
[[კასტალია|კასტალიისა]] და [[ჰიპოკრენე]]ს წმინდა ნაკადულები. თუმცა მათი საყვარელი სავანე იყო პიერიის მთის მწვერვალები. სწორედ
ამ მთათა ფერდობებზე, სადაც უჭკნობად ბიბინებდა მწვანე ბალახი, ღვთაებრივ [[იალაღი|იალაღებზე]], ხვდებოდნენ ხოლმე ხელოვნების მფარველი ქალღმერთები უკვდავ [[აპოლონი|აპოლონს]], რომელსაც თავის წინამძღოლად, [[მუსაგეტესი|მუსაგეტესად]], თვლიდნენ. როდესაც დაფნის გვირგვინით დამშვენებული,
+
ამ მთათა ფერდობებზე, სადაც უჭკნობად ბიბინებდა მწვანე ბალახი, ღვთაებრივ [[იალაღი|იალაღებზე]], ხვდებოდნენ ხოლმე ხელოვნების მფარველი ქალღმერთები უკვდავ [[აპოლონი|აპოლონს]], რომელსაც თავის წინამძღოლად, [[მუსაგეტესი|მუსაგეტესად]], თვლიდნენ. როდესაც [[დაფნა|დაფნის]] გვირგვინით დამშვენებული, მედიდურად თავაღებული აპოლონი წინ მიუძღოდა მუზათა ქოროს, ხმატკბილი [[ჰანგი|ჰანგები]] ეფინებოდა მიდამოს. დროდადრო [[ოლიმპოსი|ოლიმპოსზეც]] იწვევდა ხოლმე აპოლონი მუზათა დასს. მაშინ ღვთაებრივი სიმღერით მონუსხულ ღმერთთა სამეფოში სიმშვიდე ისადგურებდა. ზოგჯერ [[დიონისე]]ს თანამავალთა შორისაც მოიხსენიებდნენ მუზებს, რომლებიც მის სადიდებელ ზეიმზე დრამატულ სიმღერებს მღეროდნენ.
მედიდურად თავაღებული აპოლონი წინ მიუძღოდა მუზათა ქოროს, ხმატკბილი ჰანგები ეფინებოდა მიდამოს. დროდადრო [[ოლიმპოსი|ოლიმპოსზეც]] იწვევდა ხოლმე აპოლონი მუზათა დასს. მაშინ ღვთაებრივი სიმღერით მონუსხულ ღმერთთა სამეფოში სიმშვიდე ისადგურებდა. ზოგჯერ [[დიონისე]]ს თანამავალთა შორისაც მოიხსენიებდნენ მუზებს, რომლებიც მის სადიდებელ ზეიმზე დრამატულ სიმღერებს მღეროდნენ.
+
  
  
გვიანი ხანის საბერძნეთში თითოეულ მუზას ხელოვნებისა და მეცნიერების ცალკეული დარგის მფარველობა მიენდო. მხატვრები და მოქანდაკეები მათ განსხვავებული და მუდმივი [[ატრიბუტი|ატრიბუტებით]] წარმოსახავდნენ, რათა მხილველებს იოლად განერჩიათ ერთმანეთისაგან: [[კალიოპე]]ს („ხმა მშვენიერი“), ჰეროიკული პოეზიის მუზას, ხელთ ეპყრა სტილოსი და გასანთლული დაფა. [[კლიო]]ს („განმადიდებელი“), ისტორიის მუზას, პერგამენტის
+
გვიანი ხანის [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] თითოეულ მუზას ხელოვნებისა და მეცნიერების ცალკეული დარგის მფარველობა მიენდო. მხატვრები და მოქანდაკეები მათ განსხვავებული და მუდმივი [[ატრიბუტი|ატრიბუტებით]] წარმოსახავდნენ, რათა მხილველებს იოლად განერჩიათ ერთმანეთისაგან: [[კალიოპე]]ს („ხმა მშვენიერი“), ჰეროიკული პოეზიის მუზას, ხელთ ეპყრა სტილოსი და გასანთლული დაფა. [[კლიო]]ს („განმადიდებელი“), ისტორიის მუზას, პერგამენტის გრაგნილი. [[ევტერპე]]ს („ხალისიანი“), ლირიკის მფარველს, ფლეიტა. [[თალია]]ს („მომხიბლავი“), კომედიის მუზას, კომიკური [[ნიღაბი]] და [[არგანი]]. [[მელპომენე]]ს („მომღერალი“), ტრაგედიის მუზას, ტრაგიკული ნიღაბი და კომბალი ან [[მახვილი]]. [[ტერფსიქორე]] („ცეკვისმოყვარე“) ლირით ხელში წარმოგვიდგება, იგი ცეკვას ასწავლის ადამიანებს. [[ერატო]] („მოსიყვარულე“) სატრფიალო სიმღერებს მღერის ლირის თანხლებით, [[პოლიჰიმნია]]ს („ჰიმნებით უხვი“) რელიგიური დღესასწაულებისათვის განკუთვნილი მოსასხამი მოსავს, რადგანაც იმ პოეტებს შთააგონებდა, [[ჰიმნი|ჰიმნებს]] რომ თხზავდნენ. [[ურანია]]ს („ზეციური“), ვარსკვლავთმრიცხველთა მფარველ ღვთაებას კი ასტრალური გლობუსი ამშვენებს.
გრაგნილი. [[ევტერპე]]ს („ხალისიანი“), ლირიკის მფარველს, ფლეიტა. [[თალია]]ს („მომხიბლავი“), კომედიის მუზას, კომიკური ნიღაბი და [[არგანი]].
+
[[მელპომენე]]ს („მომღერალი“), ტრაგედიის მუზას, ტრაგიკული ნიღაბი და კომბალი ან მახვილი. [[ტერფსიქორე]] („ცეკვისმოყვარე“) ლირით ხელში
+
წარმოგვიდგება, იგი ცეკვას ასწავლის ადამიანებს. [[ერატო]] („მოსიყვარულე“) სატრფიალო სიმღერებს მღერის ლირის თანხლებით, [[პოლიჰიმნია]]ს („ჰიმნებით უხვი“) რელიგიური დღესასწაულებისათვის განკუთვნილი მოსასხამი მოსავს, რადგანაც იმ პოეტებს შთააგონებდა, ჰიმნებს რომ თხზავდნენ.
+
[[ურანია]]ს („ზეციური“), ვარსკვლავთმრიცხველთა მფარველ ღვთაებას კი ასტრალური გლობუსი ამშვენებს.
+
 
+
  
 
მუზები კეთილი ქალღმერთები იყვნენ და განსაკუთრებით სწყალობდნენ მგოსნებს. მაგრამ თუ ვინმე ისე გაკადნიერდებოდა, რომ მათ მუსიკობაში
 
მუზები კეთილი ქალღმერთები იყვნენ და განსაკუთრებით სწყალობდნენ მგოსნებს. მაგრამ თუ ვინმე ისე გაკადნიერდებოდა, რომ მათ მუსიკობაში
 
გამოიწვევდა, სასტიკად სჯიდნენ ([[თამირისი]]). მუზებმა იცოდნენ წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და დიდებულ ამბებს უამბობდნენ ხოლმე
 
გამოიწვევდა, სასტიკად სჯიდნენ ([[თამირისი]]). მუზებმა იცოდნენ წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და დიდებულ ამბებს უამბობდნენ ხოლმე
 
პოეტებს, რომლებიც მადლიერების ნიშნად, ყოველი ქმნილების დასაწყისში სწორედ მათ მიმართავდნენ.
 
პოეტებს, რომლებიც მადლიერების ნიშნად, ყოველი ქმნილების დასაწყისში სწორედ მათ მიმართავდნენ.
 
  
 
მუზათა [[კულტი]] გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. მათ სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებდნენ: [[პიერიდები]], ჰელიკონიდები, პარნასიდები, კასტალიდები და ა.შ. მუზათა ტაძრებს [[მუსეიონი|მუსეიონები]] (ანუ მუზეიონები) ეწოდებოდათ. სწორედ ამ სახელწოდებიდან მომდინარეობს თანამედროვე „მუზეუმი“. სიტყვა „მუსიკაც“ მუზათა სახელს უკავშირდება.
 
მუზათა [[კულტი]] გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. მათ სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებდნენ: [[პიერიდები]], ჰელიკონიდები, პარნასიდები, კასტალიდები და ა.შ. მუზათა ტაძრებს [[მუსეიონი|მუსეიონები]] (ანუ მუზეიონები) ეწოდებოდათ. სწორედ ამ სახელწოდებიდან მომდინარეობს თანამედროვე „მუზეუმი“. სიტყვა „მუსიკაც“ მუზათა სახელს უკავშირდება.
 
  
 
რომში მუზებს კამენებად უხმობდნენ. თავდაპირველად კამენები იმ წყაროს [[ნიმფები]] იყვნენ, [[ვესტა]]ს ტაძრის მახლობლად რომ მიედინებოდა.
 
რომში მუზებს კამენებად უხმობდნენ. თავდაპირველად კამენები იმ წყაროს [[ნიმფები]] იყვნენ, [[ვესტა]]ს ტაძრის მახლობლად რომ მიედინებოდა.
 
ძვ. წ. III საუკუნეში მათ მუზები შეარქვეს და ხელოვნების მფარველ ღვთაებებად აღიარეს.  
 
ძვ. წ. III საუკუნეში მათ მუზები შეარქვეს და ხელოვნების მფარველ ღვთაებებად აღიარეს.  
  
 
+
მუზათა სახეები ღრმად აღიბეჭდა ყველა დროის შემოქმედთა აზროვნებაში. ანტიკურ სამყაროშივე დამკვიდრდა გამოთქმა „მეათე მუზა“, რომელიც პირველად ფილოსოფოსმა [[პლატონი|პლატონმა]] დიდებულ პოეტესას, საპფოს უწოდა. დღეს ამ გამოთქმით აღნიშნავენ ახალ მიღწევებს ხელოვნებაში („მეათე მუზას“ უწოდებდნენჯერ კინოს, შემდეგ კი – ტელევიზიას).
მუზათა სახეები ღრმად აღიბეჭდა ყველა დროის შემოქმედთა აზროვნებაში. ანტიკურ სამყაროშივე დამკვიდრდა გამოთქმა „მეათე მუზა“, რომელიც პირველად
+
ფილოსოფოსმა პლატონმა დიდებულ პოეტესას, საპფოს უწოდა. დღეს ამ გამოთქმით აღნიშნავენ ახალ მიღწევებს ხელოვნებაში („მეათე მუზას“ უწოდებდნენ
+
ჯერ კინოს, შემდეგ კი – ტელევიზიას).
+
 
+
 
+
 
+
 
+
 
+
 
+
 
+
 
+
 
+
 
+
 
+
  
  

11:59, 15 სექტემბერი 2021-ის ვერსია

მუზა ჰელიკონის მთაზე
ლეკითოსის ფერწერა (დაახ. ძვ. წ. 400 წ.), ლუგანო, კერძო კოლექცია
მუზა კალიოპე
ბერძნული ორიგინალებიდან (ძვ. წ. III-II ს.ს.), სანკტ-პეტერბურგი. ერმიტაჟი
სამი მუზა
მარმარილო (ძვ. წ. 320 წ.), ათენი, ნაციონალური მუზეუმი
მუზა ტერფსიქორე
ბერძნული ორიგინალებიდან (ძვ. წ. III-II ს.ს.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი
მუზა ქნარით ჰელიკონის მთაზე
ლეკითოსის ფერწერა (დაახ. ძვ.წ. 440 წ.), ლუგანო, კერძო კოლექცია

მუზებიბერძნ. თავდაპირველად მუზებს სიმღერის ქალღმერთებად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კი პოეზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველ ღვთაებებად შერაცხეს.


მუზები ზევსისა და მნემოსინეს ქალიშვილები არიან. არსებობს ვერსია, თითქოს ისინი ურანოსისა და გეას სიყვარულით იშვნენ. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ მუზები ბეოტიაში მდებარე ჰელიკონის და პარნასოსის მთად ბინადრობდნენ, იქ, საიდანაც სათავეს იღებდნენ კასტალიისა და ჰიპოკრენეს წმინდა ნაკადულები. თუმცა მათი საყვარელი სავანე იყო პიერიის მთის მწვერვალები. სწორედ ამ მთათა ფერდობებზე, სადაც უჭკნობად ბიბინებდა მწვანე ბალახი, ღვთაებრივ იალაღებზე, ხვდებოდნენ ხოლმე ხელოვნების მფარველი ქალღმერთები უკვდავ აპოლონს, რომელსაც თავის წინამძღოლად, მუსაგეტესად, თვლიდნენ. როდესაც დაფნის გვირგვინით დამშვენებული, მედიდურად თავაღებული აპოლონი წინ მიუძღოდა მუზათა ქოროს, ხმატკბილი ჰანგები ეფინებოდა მიდამოს. დროდადრო ოლიმპოსზეც იწვევდა ხოლმე აპოლონი მუზათა დასს. მაშინ ღვთაებრივი სიმღერით მონუსხულ ღმერთთა სამეფოში სიმშვიდე ისადგურებდა. ზოგჯერ დიონისეს თანამავალთა შორისაც მოიხსენიებდნენ მუზებს, რომლებიც მის სადიდებელ ზეიმზე დრამატულ სიმღერებს მღეროდნენ.


გვიანი ხანის საბერძნეთში თითოეულ მუზას ხელოვნებისა და მეცნიერების ცალკეული დარგის მფარველობა მიენდო. მხატვრები და მოქანდაკეები მათ განსხვავებული და მუდმივი ატრიბუტებით წარმოსახავდნენ, რათა მხილველებს იოლად განერჩიათ ერთმანეთისაგან: კალიოპეს („ხმა მშვენიერი“), ჰეროიკული პოეზიის მუზას, ხელთ ეპყრა სტილოსი და გასანთლული დაფა. კლიოს („განმადიდებელი“), ისტორიის მუზას, პერგამენტის გრაგნილი. ევტერპეს („ხალისიანი“), ლირიკის მფარველს, ფლეიტა. თალიას („მომხიბლავი“), კომედიის მუზას, კომიკური ნიღაბი და არგანი. მელპომენეს („მომღერალი“), ტრაგედიის მუზას, ტრაგიკული ნიღაბი და კომბალი ან მახვილი. ტერფსიქორე („ცეკვისმოყვარე“) ლირით ხელში წარმოგვიდგება, იგი ცეკვას ასწავლის ადამიანებს. ერატო („მოსიყვარულე“) სატრფიალო სიმღერებს მღერის ლირის თანხლებით, პოლიჰიმნიას („ჰიმნებით უხვი“) რელიგიური დღესასწაულებისათვის განკუთვნილი მოსასხამი მოსავს, რადგანაც იმ პოეტებს შთააგონებდა, ჰიმნებს რომ თხზავდნენ. ურანიას („ზეციური“), ვარსკვლავთმრიცხველთა მფარველ ღვთაებას კი ასტრალური გლობუსი ამშვენებს.

მუზები კეთილი ქალღმერთები იყვნენ და განსაკუთრებით სწყალობდნენ მგოსნებს. მაგრამ თუ ვინმე ისე გაკადნიერდებოდა, რომ მათ მუსიკობაში გამოიწვევდა, სასტიკად სჯიდნენ (თამირისი). მუზებმა იცოდნენ წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და დიდებულ ამბებს უამბობდნენ ხოლმე პოეტებს, რომლებიც მადლიერების ნიშნად, ყოველი ქმნილების დასაწყისში სწორედ მათ მიმართავდნენ.

მუზათა კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. მათ სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებდნენ: პიერიდები, ჰელიკონიდები, პარნასიდები, კასტალიდები და ა.შ. მუზათა ტაძრებს მუსეიონები (ანუ მუზეიონები) ეწოდებოდათ. სწორედ ამ სახელწოდებიდან მომდინარეობს თანამედროვე „მუზეუმი“. სიტყვა „მუსიკაც“ მუზათა სახელს უკავშირდება.

რომში მუზებს კამენებად უხმობდნენ. თავდაპირველად კამენები იმ წყაროს ნიმფები იყვნენ, ვესტას ტაძრის მახლობლად რომ მიედინებოდა. ძვ. წ. III საუკუნეში მათ მუზები შეარქვეს და ხელოვნების მფარველ ღვთაებებად აღიარეს.

მუზათა სახეები ღრმად აღიბეჭდა ყველა დროის შემოქმედთა აზროვნებაში. ანტიკურ სამყაროშივე დამკვიდრდა გამოთქმა „მეათე მუზა“, რომელიც პირველად ფილოსოფოსმა პლატონმა დიდებულ პოეტესას, საპფოს უწოდა. დღეს ამ გამოთქმით აღნიშნავენ ახალ მიღწევებს ხელოვნებაში („მეათე მუზას“ უწოდებდნენჯერ კინოს, შემდეგ კი – ტელევიზიას).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები