საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა''' - 1811 რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე I-მა, [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით გამოსცა ბრძანებულება [[საქართველო|საქართველოს]] უძველესი სამოციქულო [[ეკლესია|ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] გაუქმების შესახებ. [[კათოლიკოს-პატრიარქი]], უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II [[რუსეთი|რუსეთში]] გადაასახლეს, [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი კლესიის]] კათოლიკოს-პატრიარქის სახელო გააუქმეს და ქართულ ეკლესიას სათავეში რუსეთის [[სინოდი|სინოდს]] დაქვემდებარებული ეგზარქოსი ჩაუყენეს. საქართველოს ეკლესია რუსეთის სინოდალურ კანტორას დაუქვემდებარდა.  
+
'''საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა''' - 1811 რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე I-მა, [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით გამოსცა ბრძანებულება [[საქართველო|საქართველოს]] უძველესი სამოციქულო [[ეკლესია|ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] გაუქმების შესახებ. [[კათოლიკოს-პატრიარქი]], უწმიდესი და უნეტარესი [[ანტონ II]] [[რუსეთი|რუსეთში]] გადაასახლეს, [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი კლესიის]] კათოლიკოს-პატრიარქის სახელო გააუქმეს და ქართულ ეკლესიას სათავეში რუსეთის [[სინოდი|სინოდს]] დაქვემდებარებული ეგზარქოსი ჩაუყენეს. საქართველოს ეკლესია რუსეთის სინოდალურ კანტორას დაუქვემდებარდა.  
  
 
საქართველოში ავტოკეფალისტური მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის დასაწყისში, ამ მოძრაობაში სასულიერო პირებთან ([[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსები]] [[კირიონ II კათოლიკოს-პატრიარქი|კირიონი]], [[ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქი|ლეონიდე]], [[ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი|ამბროსი]], [[კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქი|კალისტრატე]] და სხვები) ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული საერო პირებიც, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური და სამეცნიერო-კულტურული ელიტა.
 
საქართველოში ავტოკეფალისტური მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის დასაწყისში, ამ მოძრაობაში სასულიერო პირებთან ([[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსები]] [[კირიონ II კათოლიკოს-პატრიარქი|კირიონი]], [[ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქი|ლეონიდე]], [[ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი|ამბროსი]], [[კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქი|კალისტრატე]] და სხვები) ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული საერო პირებიც, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური და სამეცნიერო-კულტურული ელიტა.
  
ქართველმა სასულიერო პირებმა ისარგებლეს რუსეთის მონარქიის დაცემით შექმნილი მდგომარეობით. 1917 წლის 8 მარტს დეკანოზ [[ნიკიტა თალაკვაძე|ნიკიტა თალაკვაძის]] ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ [[ნოე ჟორდანია]], [[ალექსანდრე ლომთათიძე]], სოსიკო მერკვილაძე და [[ანტონ მიტროპოლიტი (გიორგაძე)|ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე)]]. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო [[პარაკლისი]], ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წლის 12 მარტს, კვირას, მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში შეიკრიბა ათასობით ადამიანი. ღვთისმსახურება აღავლინა გურია-ოდიშის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსმა]] ლეონიდემ (ოქროპირიძე). მსახურებაზე იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი), გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), ალავერდის ეპისკოპოსი [[პიროსი (ეპისკოპოსი)|პიროსი (ოქროპირიძე)]], არქიმანდრიტი [[ნაზარი (მიტროპოლიტი)|ნაზარი]] (ლეჟავა), თბილისის მთელი ქართული სამღვდელოება, საქართველოს საგუბერნიო და სამაზრო [[მარშალი|მარშლები]], თავადაზნაურობა და წირვაზე მოსული მორწმუნე ხალხი. წირვისა და პარაკლისის აღსრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ წაიკითხა უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება. მთავარი დოკუმენტის შინაარსი კი შემდეგნაირი იყო: <br />
+
ქართველმა სასულიერო პირებმა ისარგებლეს რუსეთის მონარქიის დაცემით შექმნილი მდგომარეობით. 1917 წლის 8 მარტს დეკანოზ [[ნიკიტა თალაკვაძე|ნიკიტა თალაკვაძის]] ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ [[ნოე ჟორდანია]], [[ალექსანდრე ლომთათიძე]], სოსიკო მერკვილაძე და [[მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე)|ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე)]]. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო [[პარაკლისი]], ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წლის 12 მარტს, კვირას, მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში შეიკრიბა ათასობით ადამიანი. ღვთისმსახურება აღავლინა [[გურია]]-ოდიშის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსმა]] [[ლეონიდე ოქროპირიძე (კათალიკოს-პატრიარქი)|ლეონიდემ (ოქროპირიძე)]]. მსახურებაზე იყვნენ: [[იმერეთი]]ს ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი), გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), ალავერდის ეპისკოპოსი [[პიროსი (ეპისკოპოსი)|პიროსი (ოქროპირიძე)]], არქიმანდრიტი [[ნაზარი (მიტროპოლიტი)|ნაზარი]] (ლეჟავა), თბილისის მთელი ქართული სამღვდელოება, საქართველოს საგუბერნიო და სამაზრო [[მარშალი|მარშლები]], თავადაზნაურობა და წირვაზე მოსული მორწმუნე ხალხი. წირვისა და პარაკლისის აღსრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ წაიკითხა უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება. მთავარი დოკუმენტის შინაარსი კი შემდეგნაირი იყო: <br />
  
 
„1917 წლის ამა მარტის 12 დღესა [[მცხეთა|მცხეთის]] წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საყდარში, კვირა დღეს, შევიკრიბენით რა ჩვენ, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნი, სამღვდელოების კრებული და სამწყსოთა წარმომადგენლები, შევასრულეთ წირვა და სავედრებელი პარაკლისი. გავითვალისწინეთ რუსეთის სახელმწიფოში მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახალი მთავრობის დაფუძნება და მისი საყოველთაო საზოგადოდ სახელმძღვანელო დებულებანი და განსაკუთრებით სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლების მისგან აღსარება მივიღეთ რა მხედველობაში:
 
„1917 წლის ამა მარტის 12 დღესა [[მცხეთა|მცხეთის]] წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საყდარში, კვირა დღეს, შევიკრიბენით რა ჩვენ, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნი, სამღვდელოების კრებული და სამწყსოთა წარმომადგენლები, შევასრულეთ წირვა და სავედრებელი პარაკლისი. გავითვალისწინეთ რუსეთის სახელმწიფოში მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახალი მთავრობის დაფუძნება და მისი საყოველთაო საზოგადოდ სახელმძღვანელო დებულებანი და განსაკუთრებით სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლების მისგან აღსარება მივიღეთ რა მხედველობაში:

მიმდინარე ცვლილება 13:37, 8 ივლისი 2021 მდგომარეობით

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა - 1811 რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე I-მა, მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით გამოსცა ბრძანებულება საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს, საქართველოს მართლმადიდებელი კლესიის კათოლიკოს-პატრიარქის სახელო გააუქმეს და ქართულ ეკლესიას სათავეში რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსი ჩაუყენეს. საქართველოს ეკლესია რუსეთის სინოდალურ კანტორას დაუქვემდებარდა.

საქართველოში ავტოკეფალისტური მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის დასაწყისში, ამ მოძრაობაში სასულიერო პირებთან (ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, კალისტრატე და სხვები) ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული საერო პირებიც, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური და სამეცნიერო-კულტურული ელიტა.

ქართველმა სასულიერო პირებმა ისარგებლეს რუსეთის მონარქიის დაცემით შექმნილი მდგომარეობით. 1917 წლის 8 მარტს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წლის 12 მარტს, კვირას, მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში შეიკრიბა ათასობით ადამიანი. ღვთისმსახურება აღავლინა გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე). მსახურებაზე იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი), გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), ალავერდის ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა), თბილისის მთელი ქართული სამღვდელოება, საქართველოს საგუბერნიო და სამაზრო მარშლები, თავადაზნაურობა და წირვაზე მოსული მორწმუნე ხალხი. წირვისა და პარაკლისის აღსრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ წაიკითხა უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება. მთავარი დოკუმენტის შინაარსი კი შემდეგნაირი იყო:

„1917 წლის ამა მარტის 12 დღესა მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საყდარში, კვირა დღეს, შევიკრიბენით რა ჩვენ, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნი, სამღვდელოების კრებული და სამწყსოთა წარმომადგენლები, შევასრულეთ წირვა და სავედრებელი პარაკლისი. გავითვალისწინეთ რუსეთის სახელმწიფოში მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახალი მთავრობის დაფუძნება და მისი საყოველთაო საზოგადოდ სახელმძღვანელო დებულებანი და განსაკუთრებით სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლების მისგან აღსარება მივიღეთ რა მხედველობაში:

ა) ვინაიდან საქართველოს ეკლესია არსებობდა დამოუკიდებლად, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, რომლის მოსპობა ანუ გაუქმება არ ექვემდებარებოდა არავითარ ძალას, გარდა მსოფლიო კრებათა და სრულიად არაკანონიკურად შეაჩერეს მისი ავტოკეფალური მართვა-გამგეობა;

ბ) საჩქაროდ განგრძობილ იქნეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მართვა-გამგეობა“

აღნიშნული დოკუმენტის მიღება ავტოკეფალური მოძრაობის ლოგიკური დასასრული იყო, ამის შემდეგ ქართველმა სასულიერო პირებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის.

მიხეილ ქართველიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მ. ხუციშვილი, საქართველოს ეკლესიის სოციალ-პოლიტიკური პოზიცია XIX-XX საუკუნეებში. თბ., 1987;
  • საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი, 1917 წ. 12/25 მარტი. გამოსაცემად მოამზადა ლ. ხუნდაძემ, თბ., 2005;
  • ქ. პავლიაშვილი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელური ეკლესიის ისტორია (1800-1945), ნაწ. პირველი, თბ., 2008;
  • ლ. ტყეშელაშვილი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიის ძირითადი საკითხები (სადოქტორო დისერტაცია), ქუთ., 2012.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები