ტყის სილამაზე (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტყის სილამაზე (მსხლის ჯიში)“ გადაიტანა გვერდზე „[[მარია ლუიზა (მსხ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარია ლუიზა (მსხლის ჯიში)“ გადაიტანა გვერდზე „[[ტყის სილამაზე (მსხ...)

16:57, 29 მარტი 2021-ის ვერსია

ტყის სილამაზე

ტყის სილამაზე(Fondante des bois, Nolzfarbige Butterbirne, Flemissh Beaute). მსხლის ჯიში, ტყის სილამაზე, ყირიმში ცნობილია მარია ლუიზას სახელწოდებით (Г. А. Рубцов–Груша გვ. 197.). ნაპოვნია, როგორც შემთხვევითი თესლნერგი ბელგიაში, XIX საუკუნის დასაწყისში. ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა სამხრეთ ქვეყანაში, ჩრდილო ამერიკაში.

საქართველოში იგი გვხვდება ძლიერ მცირე რაოდენობით, თითო-ოროლა ხის სახით, ისიც აღმოსავლეთ საქართველოში. ახალ ასორტიმენტში არ არის შეტანილი.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, მომრგვალო-მოგრძო მოყვანილობის, დაბალი, მსხლისებრი შეხედულების.

ნაყოფის კანი თხელია, მკვრივი, მოკრეფისას მომწვანო-ყვითელი, სრული სიმწიფისას – აშკარა ყვითელი და მზის მხარეზე ოქროსფერ-ყვითელი, საკმაოდ ღია წითელი ფერის ლოყით.

ნაყოფის ყუნწი მოკლეა ან საშუალო ზომის, წვრილი, ზის პატარა, მეტად ზერელე ღრუში.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო-თეთრია, ნაზი, მდნარი, წვნიანი. ოდნავ მომჟავო, ძვირფასი სადესერტო გემოსი, შეხამებული სურნელებით. მოდის სექტემბერში.

ხე საშუალო ზრდისაა, კომშზე აჭარბებს საძირეს ზრდას. ხე დიდხანს სცოცხლობს; ძლიერ ყინვაგამძლეა; გარემო პირობებს არ უყენებს დიდ მოთხოვნილებას. ადრეულა ყვავილობისაა, ყვავილი თვითფერტილი აქვს, ადრე შედის მოსავლიანობაში; ახასიათებს რეგულარული მოსავალი. ნაყოფი ქეცით ძლიერ ზიანდება. საწყობში შენახვის უნარი მცირე აქვს, ნაყოფი ფუყდება და იჩითება.

სხვლას ვერ იტანს კარგად და ამიტომ ფორმიან კულტურად არ გამოდგება.

ძლიერტენიან ან ძლიერ მშრალი ჰავის და მწირი ნიადაგის პირობებში ხე კარგად ვერ გვარობს. იგი მხოლოდ ბაღის მოყვარულთა ასორტიმენტის ჯიშია და არა ფართო საწარმოო სამრეწველო ჯიში.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები