ლერნეს ჰიდრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითიური არსებები]]
 +
[[კატეგორია:ჰერაკლეს გმირობები]]

16:59, 21 დეკემბერი 2016-ის ვერსია

ლერნეს ჰიდრა(ბერძნ.) უზარმაზარი გველი, ექიდნესა და ტიფონის ნაშიერი. კერბეროსისა და ორთოსის და.

შემზარავი ურჩხული, ჰიდრა, ლერნეს ჭაობთა ბინადარი იყო. მას ცხრა თავი ება (ვერსიები: 50 და 100 თავიც), რომელთაგან ერთ-ერთი იყო უკვდავი. ეს ჰიდრა ღამღამობით გამოსრიალდებოდა ხოლმე თავისი ბუნაგიდან და აჩანაგებდა ირგვლივ მიდამოს. იგი გმირმა ჰერაკლემ მოკლა (ჰერაკლეს მეორე გმირობა). შემდეგ კი თავისი ისრები მის ნაღველში ამოავლო. ამ შხამიანი ისრით მიყენებული ყველა იარა სასიკვდილო იყო.

ადამიანისა და საზარელი გველის ბრძოლის მოტივი მოგვიანებით სხვადასხვა ხალხის ლეგენდებშიც აისახა. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს ზიგფრიდისა და დრაკონის შერკინების მოტივი გერმანულ მითოსში, წმინდა გიორგის მიერ განგმირული გველი და სხვა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები